go down

როგორ დავარეგისტრირო იდეა

საიტზე რეგისტრაცია

რეგისტრაცია შესაძლებელია სარეგისტრაციო ფორმაში პირადი მონაცემების, ელექტრონული ფოსტისა და პაროლის შეყვანით. პირადი ნომრისა და პაროლის შეყვანით შემდგომ შეძლებთ ვებ-გვერდზე ავტორიზაციას.

საპროექტო განაცხადის დამატება

საპროექტო განაცხადის დასამატებლად აირჩიეთ ის კატეგორია, რომელსაც შეესაბამება თქვენი პროექტი. მიუთითეთ სასურველი სახელწოდება და პროექტის აღწერა. შეგიძლიათ ატვირთოთ ფოტო ან სხვა ფაილი, რომელიც გამოჩნდება idea.batumi.ge-ის გვერდზე და მოქალაქეებს დაეხმარება თქვენი პროექტის უკეთ გაცნობაში. საპროექტო განაცხადის წარდგენის უფლებით სარგებლობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ნებისმიერი სრულწლოვანი მოქალაქე.

ხმის მიცემა

მსაპროექტო განაცხადები, რომლებზეც ხმის მიცემა აქტიურია, შეგიძლიათ ნახოთ პროექტების გვერდზე, ან ღილაკ „მიეცი ხმა“-ზე გადასვლით. შეგიძლიათ საპროექტო განაცხადი აირჩიოთ სასურველი კატეგორიიდან, გაეცნოთ პროექტის სახელწოდებას, აღწერას და დააფიქსიროთ თქვენი ხმა პირადი მონაცემების შეყვანით, რომელიც შემდგომ გამოჩნდება საჯარო გვერდზე. ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ნებისმიერი სრულწლოვანი მოქალაქე.

;