იდეის ნომერი: 20136
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: მაია კუვშინოვა
განხორციელების ვადა (დან): 2021-09-28
განხორციელების ვადა (მდე): 2022-12-10
ბიუჯეტი: 5498
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

პროექტორის ეკრანი (გასაბერი; დასადგამი)

1

3200

პროექტორი

1

2000

რადიო მიმღები

1

70

სადეზინფექციო ხსნარი (1კგ)

1

50

დისტანციური თენმომეტრი

2

89

drive-in cinema (დრაივ-ინ კინოთეატრი)

პროექტის მიზანი:
ეს გარე თეატრები, რომლებმაც მიაღწიეს პოპულარობას 1950 -იან და 1960 -იან წლებში, საშუალებას გაძლევთ უყუროთ ფილმს დიდ ეკრანზე საკუთარი მანქანის კომფორტიდან, თქვენი მანქანის სტერეო რადიოსიხშირის ან გარე დინამიკის გამოყენებით. პროექტის მიზანია ბათუმის მაცხოვრებლებს მივცეთ საშუალება აიხდინონ ბავშვობის ოცნება, მიიღონ ახალი გამოცდილება და უყურონ ფილმს უსაფრთხო და განსხვავებული გზით
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
როგორც უკვე ვახსენე, ეს არის გარე თეატრი სადაც მაყურებელს შეუძლია უყუროს კინოს დიდ ეკრანზე საკუთარი მანქანიდან. ასევე შეგვიძლია ეს ნაცნობი პროექტი უფრო ორიგინალური და განსხვავებული გავხადოთ, მაგ: გავუშვათ ჰორორ (საშინელებათა) ფილმი, და მოვიყვანოთ მოხალისეები, რომლებიც გამოეწყობიან კოსტუმებში და ფილმის ყურებისას შეაშინებენ ხალხს. ეს კინოს უფრო მძაფრ ეფექტს მისცემს და მაყურებელი თითქოს და კინოში იგრძნობს თავს. სავარაუდო ადგილი- აეროპორტი. სეანსების გაშვება ყოველ კვირა დღეს , საღამო საათებში.
მოსალოდნელი შედეგი:
ადამიანები ძალიან კმაყოფილები და ნასიამოვნები დარჩებიან. ძალიან ბევრს ქონია ოცნება რომ ასეთი გზით ეყურებინა ფილმს, სუფთა ჰაერზე, ღია ცის ქვეშ, მეგობრებთან ერთად, ბალიშებით და პლედებით მანქანაში, როგორც კინოებშია ნაჩვენები ხოლმე. მაყურებელს ისევ მოუნდება დაბრუნება სხვა სეანსზე. ამის მტკიცებულებაა კი არის, 2020 წელს თბილისში , კავეას მიერ ჩატარებული, პირველი დრაივ-ინ კინოთეატრი, სადაც სულ რაღაც 1-2 საათის შემდეგ, ყველა ბილეთი გაყიდული იყო, რის გამოც კიდევ სხვა სეანსები დაამატეს. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღევანდელ კოვიდ 19 ის სიტუაცის, რომელიც რა თქმა უნდა გათვალისწინებულია. შესვლისას ადამიანების ტემპერატურის შემოწმება მოხდება, დისტაციური თენმომეტრის მეშვეობით. კინოს ყურება მოხვდება მაქანებიდან,მათ შორის კი მინიმუმ 4 მეტრიანი დაშორება იქნება, რაც კოვიდის რეგულაციებს აკმაყოფილებს,, ინტერაქცია მომხმარებელსა და პერსონალს შორის მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და გათვალისწინებული ყველა, მნიშვნელოვანი მსოფლიო გამოცდილება.
განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ იდეა წარმოადგენს ახალ აშენებული სტადიონის მიმდებარედ არსებული დამონტაჟებული დიდი ეკრანი და დამსწრეთ არსებული პროექტის ანალოგს. აქედან გამომდინარე, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.ზ" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნებს - "იდეა არ უნდა იყოს დაფინანსებული წინა წლებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, არ უნდა იყოს სხვა პროექტის ანალოგიური ვერსია, ასევე არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს". შესაბამისად, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო