#20127 „საბიბლიოთეკო სივრცე ბათუმის ბულვარში"
პროექტი „საბიბლიოთეკოს სივრცე ბათუმის ბულვარში“ გულისხმობს თანამედროვე ტიპის ბიბლიოთეკას ქალაქის ბულვარის ტერიტორიაზე, რომელიც აღჭურვილი იქნება როგორც ქართულენოვანი, ასევე უცხოენოვანი, საზოგადოებაში პოპულარული ლიტერატურით, თავისუფალი wi-fi სერვისით ვიზიტორებისათვის და მყუდრო, კომფორტული გარემოთი.
ქალაქ ბათუმის მზარდი ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, პროექტი მიზნად ისახავს თანამედროვე ინტელექტუალური განტვირთვის სივრცის შეთავაზებას ვიზიტორებისათვის.გახლავართ პოეტი, შესაბამისად ჩემი ლიტერატურის და ბიბლიოთეკის მიმართ დამოკიდებულება განსაკუთრებულია და ვფიქრობ შევძლებ თანამედროვე სალიტერატურო სივრცის შეთავაზებას ქალაქ ბათუმის არამხოლოდ სტუმრებისათვის, არამედ ადგილობრივი საზოგადოებისათვის.