კულტურული, სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები

#20099 ბათუმის ფრანების ფესტივალი

KiteDreams -ის ახორციელებს საქართველოში სპორტული და სამოყვარულო ფრანოსნობის განვითარებას და Batumi Kite Festival-ის მიზანია აღნიშნულ ფესტივალს მიეცეს ყოველწლიური, ტრადიციული ხასიათი. ბათუმში არსებული ღონისძიებებისგან განსხვავებული, საჯარო, საბავშვო, საოჯახო და ტურისტული ატრაქციის შექმნა, სპორტული და სამოყვარულო ფრანოსნობის განვითარების და პოპულარიზაციის საშუალებით, რომელიც ხელს შეუწყობს თემის განვითარებას. • 2 დღიანი ფრანების ფესტივალის დაარსება და ყოველ წლიურად გამართვა. • ბათუმის სანაპირო ზოლის გამოცოცხლება და სპორტულად დატვირთვა. • ფესტივალის ფარგლებში, დაინტერესებული პირებისთვის მარსტერკლასების ჩატარება (სამოყვარულო ფრანების გაშვების სწავლება და ხელნაკეთი ფრანების აწყობა) • პროფესიონალი ფრანოსნების მიერ სპორტული ფრანების შოუს გამართვა • სხვა ქვეყნების ფრანოსნობის კლუბებთან დაკავშირება და თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარების და მომავალში პროფესიონალების მოწვევის მიზნით.

ლაშა კუკულაძე
2019-06-10