იდეის ნომერი: 20146
სტატუსი: გამარჯვებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: გიორგი თებიძე
განხორციელების ვადა (დან): 2021-12-15
განხორციელების ვადა (მდე): 2022-06-15
ბიუჯეტი: 44000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

სასტუმროს ხარჯები

15

1000

ტექნიკის ქირაობა

6

1000

მოსამზადებელი სამუშაოები

3

3000

საორგანიზაციო ჯგუფი

8

1000

ბათუმის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ლაბორატორია

პროექტის მიზანი:
საქართველოში ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ფილმების წარმოების კუთხით პოზიტიური დინამიკა, მაგრამ ეს ტემპები საკმარისი არ არის. ძალიან ბევრი ახალგაზრდა რეჟისორი ვერ ახერებს თავისი პროფესიით მუშაობას და ფილმების გადაღებას. იმისთვის რომ შემოქმედებითმა ჯგუფმა შექმნას ფილმი, მათ სჭირდებათ უამრავი ბარიერის გადალახვა. არსებობს მხოლოდ ერთი ფონდი დამწყები რეჟისორებისთვის, რაც საკმარისი არ არის. ასევე ახალბედა რეჟისორებს ხშირად ექმნებათ პრობლემა კვალიფიციური პროდიუსერის დაინტერესების კუთხით. რადგანაც ფილმის წარმოება მოითხოვს დიდ ფინანსურ რესურსს, ხშირად ახალბედა რეჟისორების მიმართ ნდობის ფაქტორი ძალიან მცირეა. ამისათვის საჭიროა ისეთი მცირე კომპანიების არსებობა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ისარგებლონ უფასო პროდიუსერული მომსახურებით, მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღონ და შექმნან პორტფოლიო უფრო დიდი კონკურსებისთვის . სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებისთის საჭიროა გამოცდილების დაგროვება, ხოლო გამოცდილებისთვის კი საჭიროა მცირებიუჯეტიანი, მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება და სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებისთვის საჭირო პრაქტიკული გამოცდილების დაგროვება. ფილმის გადაღება ასევე სხვა ხელოვანების (მსახიობების, მხატვრების, მუსიკოსების და ა.შ.) ნიჭისა და უნარების წარმოჩენას უწყობს ხელს. ქართული კინოს განვითარებისთვის საჭიროა ალტერნატიული პატარა კომპანიების დაარსება, რომლებიც ახალგაზრდა ხელოვანებს დაეხმარებათ როგორც საპროდიუსერო მიმართულებით ასევე ტექნიკური მომსახურებითაც. ზემოთ აღნიშნული პრობლების მსგავსი ხერხით გადაჭრა ხელს შეუწყობს დარგის განვითარებასა და პოპულარიზებას. ზემოთ აღნიშნული პრობლების მსგავსი ხერხით გადაჭრა ხელს სეუწუობს დარგის განვითარებას და პოპულარიზებას. მიგვაჩნია რომ საჭიროა ქვეყანაში არსებობდეს დამოუკიდებელი ლაბორატორიები, სადაც ახალგაზრდა ხელოვანებს საშუალება მიეცემათ აიმაღლონ პრაქტიკული ცოდნა და გადადგან პირველი სერიოზული პროფესიული ნაბიჯი. ბათუმის თანამედროვე კინო ლაბორატორია გახდება პირველი ღია და გამჭვირვალე ორგანიზაცია რომელიც წლების მანძილზე წარმოაჩენს არა ერთ ნიჭიერ ხელოვანს. ლაბორატორიის მთავარი მიზნებია: -ქართული კინემატოგრაფიის განვითარების ხელშეწყობა. - ახლგაზრდა კინემატოგრაფების, მსახიობების, კომპოზიტორების, კინოოპერატორებისა და სცენარისტების წარმოჩენა და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია. - თავისუფალი შემოქმედებითი პროცესებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. - ინოვაციური იდეების განხორციელების ხელშეწყობა. - ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
პროექტი მოიცავს ბათუმში თანამედროვე კინო ლაბორატორიის შექმნას, კერძოდ, აღნიშნული ლაბორატორია საშუალებას მისცემს ქართველ დამწყებ კინორეჟისორებს შექმნან ახალი მოკლემეტრაჟიანი არაუმეტეს 20 წუთიან ფილმები, რომლის მეშვეობითაც მათ შეეძლებათ წარმოაჩინონ თავიანთი ნიჭი და ფართო საზოგადოებას წარუდგინონ თავიანთი ფილმები. ლაბორატორია აღჭურვილი იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმების წარმოებისთვის საჭირო ტექნიკით (კამერა, განათება, გახმოვანება, სამონტაჟო), ასევე იარსებებს მსახიობთა ბაზა, სადაც შევა როგორც პროფესიონალი, ასევევ არაპროფესიონალი მსახიობების მონაცემები, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს სასურველი მსახიობის/ტიპაჟის შერჩევა. კინოლაბორატორია ყოველწლიურად გამოაცხადებს კონკურსს, სადაც შეირჩევა სამი გამარჯვებული სცენარი და რეჟისორი, დაიწყება ხანგრძლივი მოსამზადებრელი პერიოდი (ლოკაციის შერჩევა, გადაღების დაგეგმვა, კოსტუმებისა და სხვა რეკვიზიტების შეგროვება და ა.შ.) მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ დაიწყება გადაღებები და შემდგომში მონყაჟი. კონკურსი გამოცხადდება ყოველი წლის დასაწყისში, კონკურსანტმა უნდა გადმოაგზავნოს: სცენარი, რეჟისორის ხედვა, თრითმენტი, გადაღების გეგმა, პერიოდი და ლოკაციები. კომპეტენტური ჟიური ფარული წესით, ათბალიანი სისტემით შეარჩევს შორთ ლისტს და შემდეგ მოხდება ინდივიდუალური გასაუბრება სცენარისტებთან და რეჟისორებთან. კონკურსის დასკვნით ეტაპზე გამოვლინდება სამი გამარჯვებული სcენარი. ლაბორატორია უზრუნველყოფს გადაღებისთვის ყველა მოსამზადებელ სამუშაოებს და უფასოდ გაწევს საპროდიუსერო მომსახურებას, გადაღებისთვის საჭირო აპარატურით მომსახურებასa და მონტაჟს. შემოქმედებითი ჯგუფის გადაღებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს (რეპეტიციებს) დაეთმობა - 6 დღე. გადაღების პროცესს - 2 დღე. ფილმის მონტაჟი - 2 დღე. ფილმების გადაღება მეტწილად მოხდება ქალაქ ბათუმში და ზოგადად აჭარის რეგიონში, რაც ხელშემწყობი ფაქტორი იქნება რეგიონის პოპულარიზებისთვის. ბათუმის თანამედროვე კინოლაბორატორია თავად უზრუნველყოფს სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებიდან კონკურსისთვის საჭირო თანხების მოძიებას. თითოეული მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის გამოიყოფა 5000 ლარიდან 8000 ლარამდე (თანხის რაოდენობა განპირობებული იქნება ფილმის საჭიროებებიდან გამომდინარე). სამომავლოდ ბათუმის თანამეროვე კინოლაბორატორიის ბაზაზე შეიქმნება შემეცნებითი მიმართულება, რაც მიცავს სცენარისტების გადამზადებას. ვორქშოფებისა და სხვადასხვა პრაქტიკული სამუშაოების მეშვეობით. ასევე სამომავლოდ ლაბორატორიის ერთერთი პრიორიტეტულ მიმართულება იქნება ექსპერიმენტული მოკლემეტრაჟიანი ფილმების, ვიდეო არტებისა და კონცეპტუალური ვიდეოს მიმართულების განვითარება. ლაბორატორიის დაარსებით საქართველოში გაჩნდება პირველი შემოქმედებითი სივრცე, რომელიც იქნება სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი(სოციალური პასუხისმგებლობა გამომდინარეობს პროექტის მიზნებიდან). კინოლაბორატორია ითანამშრომლებს საქართველოში არსებულ კინოფესტივალებთან და კინოკომპანიებთან. ორგანიზაციას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ხელოვნების სფეროში სხვადასხვა წარმატებული პროექტის განხორციელებისა, 2014 წლიდან წარმატებულად ხორციელდება „ბათუმის მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალი“, 2018 წლიდან - „ლაბორატორია 2/20“. არსებობს ასევე გადაღებისა და მონტაჟის გამოცდილება - პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებიდან გამომდინარე ხდებოდა სპექტაკლთა და პერფორმანსთა გადაღება-მონტაჟი და ჩვენება ონლაინ სივრცეში.
მოსალოდნელი შედეგი:
ბათუმის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ლაბორატორია ყოველწლიურად შექმნის სამ ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმს. სადაც დასაქმებული იქნება სამი რეჟისორი, სამი მხატვარი, სამი მუსიკოსი, ოპერატორები, მემონტაჟეები, მსახიობები და სხვა თავისუფალი არტისტები. გადაღების პროცესში ჩართულნი იქნებიან ახალგაზრდა მოხალისეები. კინოლაბორატორია იზრუნებს შექმნილი ფილმების დარეგისტრირებაზე სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე. მეტად განვითარდება ქართული კინო, შემოქმედებისთვის იქნება ხელსაყრელი გარემო პროფესიული განვითარებისა და მოღვაწეობისთვის, ხელი შეეწყობა ინოვაციურ იდეებს, რაც პირდაპირპროპორციულია ქვეყანაში კულტურული პროცესების მეტად გააქტიურებისა და განვითარებისა.

კომენტარები

  1. 2021-11-25 15:59:57 როინ დვალი

    ძალიან საინტერესოა, ყველანაირად ვუჭრ.მხარს

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო