იდეის ნომერი: 20203
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: შოთა გურგენიძე
განხორციელების ვადა (დან): 2023-04-07
განხორციელების ვადა (მდე): 2023-12-07
ბიუჯეტი: 186000

ადაპტირებული გარემო

პროექტის მიზანი:
საქართველოში არაადაპტირებული გარემოს პროტესტი სულ რამდენიმე წელია დაიწყო და საზოგადოება ვთანხმდებით, რომ თითოეული ჩვენგანის მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია ყველასათვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნაში. დღესდღეისობით საქართველოში უამრავი შშმ პირია. მათთვის სხვადასხვა სახის მომსახურებები არსებობს, მათ შორის, დღის ცენტრები, მცირე საოჯახო ტიპის სახლები და სხვ. მინდა აღვნიშნო, რომ ეს მომსახურებები, სამწუხაროდ, არ არის საკმარისი და ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა გადასაჭრელია. ერთერთ მწვავე პრობლემას, სწორედ მათი სოციალიზაცია წარმოადგენს. ჩემი იდეა მიზანდ ისახავს შშმ პირების დახამრებას და სოციუმში უფრო მეტად და თავდაჯერებულად ყოფნას.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
რაც შეეხება ჩემს პროექტს, პროეტი გულისხმობს ფოტოზე არსებული კონსტრუქციის ან და მსგავსი კონსტრუქციის მოწყობას ბათუმის ბულვარში წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე. რადგანაც პროექტის ბიუჯეტი შეზღუდულია ამ ეტაპზე შერჩეული მაქვს სამი ლოკაცია, ესენია: 1) "ანბანის კოშკის" მიმდებარე ტერიტორია 2) ძველი ბულვარის ცენტრალური შესასვლელის მიმდებარე ტერიტორია 3) ბათუმის ცენტრალური პარკი ასევე შემიძლია განვიხილო და დავამატოთ სხვა ლოკაციები, ბიუჯეტიდან გამომდინარე.
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტის განხორციელების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იქნებიან უფრო მეტდ თავადჯერებულები. ასევე პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმს ექნება ერთ-ერთი ყველაზე ადაპტირებული და ხელმისაწვდომი ტურისტული ქალაქი.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო