ხმის მიცემა
იდეის ნომერი: 20032
სტატუსი: ხმის მიცემის პროცესში
ხმების რაოდენობა:170
ავტორი: მარიამ მიქელაძე
განხორციელების ვადა (დან): 2019-07-01
განხორციელების ვადა (მდე): 2019-12-20
ბიუჯეტი: 36800
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

4 წლის მაგნოლია(დიდყვავილა)

500

25

კამელია

300

35

ნიადაგის მომზადება

1

2000

პერსონალის გასამრჯელო

4

500

პიარ კამპანია

2

1575

საინფორმაციო დაფა

1

650

იარლიყები

800

5

სერთიფიკატი

800

5

მწვანე ტურიზმი (1 ტურისტი = 1 ხე)

პროექტის მიზანი:
1.აუთვისებელი ტერიტორიების მიზნობრივი დატვირთვა ; 2.რეგიონში ტურისტის მოგზაურობის სიმბოლიზირება - რეგიონში ყოფნის პერიოდში თითოეული ტურისტი რგავს თითო ხეს სიმბოლურად , რის გამოც იზრდება ალბათობა იმისა რომ ის რეგიონში ისევ დაბრუნდება, რათა ნახოს მის მიერ დარგული ხის მდგომარეობა; 3.ტურისტს სამახსოვროდ მიაქვს სერთიფიკატი სუვენირის სახით. 4.ბუნებრივი გარემოს აღდგენა; 5.სუფთა ჰაერი; 6.გამწვანების ზოლის გაზრდა; 7.გამწვანების ერთიან პრობლემაში ტურისტების ჩართვით მათი მოტივირება; 8.ეკოლოგიური ტურიზმის განვითარება; 9.რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ; 10.ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნა.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
"მწვანე ტურიზმი " ნებისმიერ მოგზაურს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო გამოწვევაში, რაც ხე-მცენარეების დარგვას გულისხმობს და შეიტანოს წვლილი ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაში. ტურისტზე გაიცემა სერთიფიკატი სუვენირის სახით, რომელიც ადასტურებს, რომ მან ნამდვილად დარგო ხე ერთ-ერთი თავისი მოგზაურობის დროს .ხეზე, რომელსაც რგავს ტურისტი, დატანილი იქნება ამავე ტურისტის სახელი და გვარი და შესაბამისად ამ ხეს ენიჭება თავისი სახელობის სტატუსი. პროექტის რეალიზაციისთვის ა(ა)იპ ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიერ მოწოდებული კატალოგიდან შერჩეულ იქნა მცენარე - მაგნოლია(დიდყვავილა). "მაგნოლიასებრთა ოჯახი. სამშობლო: ჩრ. ამერიკა. მარადმწვანე ფოთლოვანი ხე, აქვს დიდი ზომის თეთრი ფერის ყვავილები, ყვავილობს მაისიდან ოქტომბრის პირველ რიცხვებამდე. ახალგაზრდობაში იზრდება ნელა, შემდეგ ამჟღავნებს სწრაფი ზრდის უნარს. საკმაოდ ყინვაგამძლეა.რგავენ აპრილში ან ოქტომბერში. ტერიტორიის შერჩევა მოხდება შესაფერისი კომპეტენციის მქონე პირებთან ერთად.
მოსალოდნელი შედეგი:
2018 წლის , 9 თვის მონაცემებით აჭარაში დაახლოებით 2 000 000 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა. პროექტში მოგზაურების საერთო რაოდენობის მინიმუმის, დაახლოებით 0.1 %-ის ჩართულობით რეგიონს 2 000 ხე შეემატება. აღსდგება მწვანე საფარი და ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების რაოდენობა მიაღწევს საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრულ ნორმას 12-15 კვ/მ. ამ ეტაპზე ჩვენს რეგიონში გამწვანების თითქმის ორჯერ დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ქალაქში სწორად დარგული ურბანული ხეები გვიმცირებს კომუნალურ გადასახადებს: „ზამთარში აკავებს ცივი ჰაერის ნაკადებს და ქარს, ზაფხულში კი მეტი ჩრდილი აქვს და კონდიცირებაზე ნაკლები გვეხარჯება. სწორად დარგული ურბანული ხეები აკავებს წვიმას, ნიადაგიდან იწოვს წყალს და ფუნდამენტს იცავს ნესტისგან. ამასთან, სტატისტიკურად, რაც უფრო გამწვანებულია ქალაქი, მით ნაკლებია კრიმინალი. ადამიანის ფსიქიკაზე დიდი გავლენა აქვს მწვანე საფარს. ის, რომ ჟანგბადს გამოყოფს, ეს ყველამ ვიცით . აღდგება აუთვისებელი ტერიტორიები, რომლებიც ქალაქს იერსახეს უკარგავს. გაიზრდება ტურისტის ქვეყანაში დაბრუნების ალბათობა. რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. შეიქმნება ახალი ტურისტული პროდუქტი.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო