იდეის ნომერი: 20033
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: სულხან მეფარიშვილი
განხორციელების ვადა (დან): 2019-06-04
განხორციელების ვადა (მდე): 2019-12-30
ბიუჯეტი: 40000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

დანადგარის ღირებულება თავისი პროგრამული უზრუნველყოფით

8

5000

ENERGY BOX

პროექტის მიზანი:
ქალაქი ბათუმი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტს იზიდავს.სამწუხაროდ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და ახალი სერვისების შეთავაზების კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი. როგორც წესი სერვისების განვითარების კუთხით ყველაზე ეფექტურია კერძო სექტორის მიერ განხორციელებული პროექტები, თუმცა სახელმწიფოს ვალია წაახალისოს და ხელი შეუწყოს მსგავსი ინიციატივების ყოველდღიურ ცხოვრებაში გატარებას. ჩვენი საზოგადოება მათ შორის ბიზნესიც ინოვაციური სიახლეებისადმი სიფრთხილით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ გთავაზობთ საზღვარგარეთ აპრობირებული პროექტის - „ENERGY BOX“ - ის განხორციელებას სახელმწიფო ბიუჯეტით.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
საპილოტე პროექტის წარმატებულად განხორციელების შემდეგ ის გამოიწვევს დაინტერესებას ბიზნეს სექტორში, ხოლო ჩვენი მოქალაქეებს და ქალაქის ვიზიტორებს მისცემს საშუალებას რეკრეაციულ ზონაში თუ სანაპიროებზე უსაფრთხოდ შეინახონ და დამუხტონ სმარტფონები, რომლის გარეშეც დღეს ცხოვრება წარმოუდგენელია. აღნიშნული მოწყობილობები ქალაქის მასშტაბით დასასვენებლ-რეკრეაციულ ზონებში.
მოსალოდნელი შედეგი:
ვინაიდან აღნიშნული სერვისის მიღებისათვის (პროექტის თვითკმარისობისათვის) საჭიროა გარკვეული გადასახადის (თუნდაც სიმბოლურის) გადახდა , მე კი არ გამაჩნია ამ პროექტისადმი ფინანასური ინტერესები, შესაბამისად შემოსული თანხის მიმართვა შესაძლებელია, როგორც თავად აღნიშნული აპარატების შენახვისათვის, ასევე სოციალური მიზნებისათვის (მრავალშვილიანი დედების, სოციალურად დაუცველი სტუდენტებისა თუ სხვა მოწყვლადი ჯგუფების დახმარებისათვის)

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო