იდეის ნომერი: 20035
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: გია რიონიძე
განხორციელების ვადა (დან): 2019-07-01
განხორციელების ვადა (მდე): 2019-11-30
ბიუჯეტი: 39000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

ადაპტირებული ტროტუარი - პანდუსი

200

195

ტროტუართა ადაპტირება - პანდუსი

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ტროტუარების ადაპტირება და მათზე პანდუსების გამართვა. ეს გაკეთდება შშმ პირთა ინკლუზიისათვის და მათთვის გარემოს ადაპტაციისთვის, მოხუცებისთვის და ასევე ყველა ჩვენთაგანისთვისაც. ქ.ბათუმის ტერიტორიაზე, შ.ინასარიძის, შ.ხიმშიაშვილისა თუ სხვა ქუჩებზე გხვდება არა ადაპტირებული ტროტუარები სადაც შშმ პირები თუ დედები საბავშვო ეტლით თავისუფლად ვერ მოძრაობს და ქუჩაში გადაადგილდებიან, რაც ქმნის ავარიულ მდგომარეობას. ასევე ზოგ ადგილებში გვხვდება არასტანდარტულად მოწყობილი პანდუსები და მოითხოვს მის შეკეთებას. მაგალითად ჟ.შარტავას ქუჩაზე "გმირთა ხეივანი"-ს შესასვლელების პანდუსის პირები დასაწევია ნულოვან ზღვარამდე.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
პანდუსების მოწყობა უნდა მოხდეს დამტკიცებული სტანდარტებით გათვალისწინებული წესით (იხ.ფოტო). არსებული, არა ადაპტირებული ტროტუარის ნაწილი მოიხსნება და ნულოვან ზოლამდე დაიწევა.
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტის განხორციელებით მივიღებთ ტროტუარების სრულ ადაპტირებას ქ.ბათუმის მასშტაბით.

კომენტარები

  1. 2019-06-07 18:43:36 რომანოზ ჩიტეიშვილი

    თქვენი კომენტარი

  2. 2019-06-17 21:11:31 გულნაზ ურუშაძე

    დროზე იყო გასაკეთებელი. აუცილებელია ტროტუარების ადაპტირება.

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო