იდეის ნომერი: 20036
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ნაზი მახათაძე
განხორციელების ვადა (დან): 2019-07-30
განხორციელების ვადა (მდე): 2019-12-20
ბიუჯეტი: 30000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

ჩიტების ფერადი სახლები

1500

20

ჩიტების ფერადი სახლები

პროექტის მიზანი:
ჩიტების სახლის არსებობა საკმაოდ პოპულარულია მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში. მაგალითად: კაბადოკია, ბოდრუმი, ეგვიპტე, საფრანგეთი და ევროპის ქვეყნები. ვენაში, კერძოდ კი შონბრუნის პარკში ჩიტების სახლი ტურისტებში დიდი პოპულარობითა და ინტერესით გამოირჩევა. მისი არსებობა დადებითად მოქმედებს როგორც ჩიტების სხვადასხვა ჯიშის განვითარებასა და სიცოცხლისუნარიანობაზე, ასევე ხელს უწყობს ქალაქში სისუფთავის დაცვას. ბათუმში წელიწადის ნებისმიერი დროს, განურჩევლად ასაკისა თითოეული მოქალაქის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი დასვენებისა თუ მეგობრებთან შეხვედრისთვის არის სკვერები, პარკი და ბათუმის ბულვარი. სადაც უამრავი ადამიანი იკრიბება. ბულვარში, სკვერებსა თუ პარკში მყოფი ადამიანების დიდი ნაწილი სხვადასხვა საკვებით იქნება ეს მზესუმზირა, ბატიბუტი თუ ე.წ. ჩხირები ცდილობს მტრედებისა და ჩიტების გამოკვებას. რაც გარემოს დაბინძურებას იწვევს.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ბათუმში ადგილობრივ მაცხოვრებელთა და ტურისტების დასასვენებელ თავშეყრის ადგილად მიჩნეულია ბათუმის ბულვარი, პარკი და ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე არსებული 13 სკვერი. აღნიშნული ადგილები გამწვანებულია სხვადასხვა ჯიშის მრავალწლოვანი ხე-მცენარეებით. ჩიტების ფერადი სახლების განთავსება ამ ხებზე შესაძლებელია მათი მერქნის დაზიანების გარეშე. ხის მასალისგან დამზადებული ჩიტის სახლის ექსპლუატაციის ვადაა 10-15 წელი.
მოსალოდნელი შედეგი:
ჩიტების ფერადი სახლების არსებობა 1. შექმნის მიმზიდველ გარემოს ტურისტებისათვის, ნებისმიერ მსურველს შეეძლება მტრედებისა და ჩიტების გამოკვება ხეზე განთავსებულ ჭრელ საკვებურებში. 2. შიქმნება ჩიტების გამოკვების სპეციალური წერტილები. 3. ბათუმის ბულვარი, სკვერები და პარკი იქნება სუფთა და მოწესრიგებული. 4. შეიქმნება უსაფრთხო გარემო როგორც ფრინველების ისე ადამიანებისათვის. 5. ბათუმი იქნება პირველი ქალაქი საქართველოში, სადაც ევროპის ულამაზესი ქალაქების მსგავსად იქნება მტრედებისა და ჩიტების სახლი რომელიც თავისი სილამაზით ნებისმიერ მნახველს მოხიბლავს.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო