ხმის მიცემა
იდეის ნომერი: 20037
სტატუსი: ხმის მიცემის პროცესში
ხმების რაოდენობა:20
ავტორი: ვლადიმერ კუვშინოვი
განხორციელების ვადა (დან): 2019-08-01
განხორციელების ვადა (მდე): 2019-11-01
ბიუჯეტი: 40000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

აპარატურის შეძენა/მონტაჟი

1

40000

უფასო ინტერნეტი ცენტრალურ პარკში

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ქალაქ ბათუმის ცენტრალური პარკის ვიზიტორებისათვის დამატებითი მომსახურების შეთავაზება - უფასო Wi-Fi ინტერნეტ კავშირის უზრუნველყოფა პარკის ტერიტორიაზე. Wi-Fi ინტერნეტ კავშირის სერვისი ხელს შეუწყობს ტურისტებისა და დამსვენებლების მოზიდვას, ასევე ე.წ HotSpot ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელი იქნება პარკში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ღირსშესანიშნაობების, ღონისძიებების, კაფეებისა თუ რესტორნებისთვის დამატებითი მომხმარებლების მოზიდვის შესაძლებლობა. მოცემული პროექტის ფარგლებში გამოყენებულ იქნება AdWave მარკეტინგული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც წარმოდგენს ე.წ Hotspot ტექნოლოგიას და იძლევა საშუალებას განახორციელო მიზანმიმართული მარკეტინგული კამპანიები Wi-Fi უსადენო კავშირის სისტემების გამოყენებით. პლატფორმა AdWave წარმოადგენს ეფექტურ WIFI მარკეტინგის ინსტრუმენტს, რომელიც გთავაზობთ თქვენს მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარების და უკუკავშირის მიღების ახალ გზას.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე უნდა განისაზღვროს Wi-Fi სიგნალით დასაფარი ზონები და შესაბამისი Wi-Fi დაშვების წერტილების განლაგებები. Wi-Fi დაშვების წერტილების დამაგრება მოხდება, პარკში ბილიკების გასწვრივ არსებულ განათების ბოძებზე. გამონაკლის შემთხვევბში საჭირო იქნება დამატებითი ბოძის დადგმა. პროექტში გამოყენებულია როგორც 360°, ასევე 120° გრადუსიანი გაშლის მქონე Wi-Fi წვდომის წერტილები. უნდა განისაზღვროს ინტერნეტ კავშირის სახე, თუ რა მეთოდით და როგორ შეძლებენ ინტერნეტ სერვის პროვაიდერები ინტერნეტ კავშირის უზრუნველყოფას. უნდა დამონტაჟდეს გარე გამოყენების საკომუნიკაციო კარადები რათა მოეწყოს ინტერნეტ ქსელის კომუტაციისა და მარშრუტიზაციისთვის საჭირო აპარატურის განსათავსებელი გარემო.
მოსალოდნელი შედეგი:
ბათუმის ცენტრალური პარკს ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ვიზიტორი ყავს. ინტერნეტით სარგებლობას შეძლებენ სტუდენტები, ვიზიტორები და უბრალოდ მოქალაქეები. შესაძლებელი იქნება რეკლამის შეთავაზება ბიზნესმენებისთვის ან უბრალოდ ქალაქის საჭიროებებისთვის გამოყენება. პროექტი იქნება თვითკმარი და მომდევნო წლებში ფინანსურ მხარდაჭერას აღარ მოითხოვს.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო