იდეის ნომერი: 20040
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ირაკლი ცეცხლაძე
განხორციელების ვადა (დან): 2019-08-01
განხორციელების ვადა (მდე): 2019-12-31
ბიუჯეტი: 24800
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

მიკრო ავტობუსი

1

10000

ავტობუსის მოდერნიზება

1

6800

დიზაინერის მომსახურება

1

1000

სოციალურ ქსელში სარეკლამო მომსახურება წლის ბოლომდე.

1

7000

დამატებით ფაილები

"მოძრავი გალერეა"

პროექტის მიზანი:
ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანი ადამიანების აღმოჩენა,მათი საქმიანობის ხელშეწყობა-პოპულარიზება.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ჩვენს ქალაქში უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა შემოქმედია, რომლებიც მხოლოდ ფესტივალებზე ახდენენ თავიანთი ნამუშევრების წარმოდგენას. ბევრი მათგანისათვის ეს ფესტივალებიც მიუწვდომელია ფინანსური და სხვა მიზეზების გამო. ამიტომაც ჩვენი მოძრავი მუდმივმოქმედი გალერეა ადგილობრივ ხელოვან ადამიანებს მისცემს საშუალებას წელიწადის ნებისმიერ დროს გააცნოს თავიანთი შემოქმედება საზოგადოების ფართო მასას. იმისათვის,რომ ეს სივრცე არ ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის ერთ უბანში განთავსებული, ამისათვის ჩვენ შევარჩიეთ მცირე მიკროავტობუსი, რომელიც შესაბამისად კეთილმოწყობის შემდეგ იმოძრავებს ტურისტულად დატვირთულ ადგილებში. ასევე აქტიურად იქნება ჩართული ქალაქში მიმდინარე ფესტივალებში. აღნიშნული ავტობუსით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ ამით დაინტერებულ პირს შესაბამისი პროცედურების გავლის შედგომად. დამქირავებელს დაეკისრება საწვავის თანხების საკუთარი ხარჯებით დაფარვა. ამავე დროს, იმისთვის, რომ უზუნველყოფილი იყოს მოძრავი გალერიის გამართულობა, შესაძლებელია ყველა დამიქარავებელს დაეკისროს გადასახადი გალერიის ქირაობის შედეგად მიღებული შემოსავლის 10% -ის სახით. ამავე დროს, შეიქმნება გალერიის ფეისბუქ გვერდი, სადაც მოხდება ამ სერვისის პოპულარიზაცია სამიზნე აუდიტორიას შორის.
მოსალოდნელი შედეგი:
ბათუმს შეემატება ერთ-ერთი ლამაზი მოძრავი სივრცე , რომელიც პირველ რიგში დაეხმარება თვითნასწავლ დამწყებ ხელოვანებს უფრო გაბედულად გააცნონ საკუთარი შემოქმედება ფართო საზოგადოებაას და ამით განავითარონ თავიანთი ნიჭი. ხოლო შემდგომ მათ შეემატებათ სხვა ნიჭიერი ახალგაზრდებიც,რომლებიც ერთობლივად უფრო მრავალფეროვანს გახდიან არსებულ სივრცეში საქმიანობას. პროექტის ფარგლებში მოწყობილი მოძრავი გალერეა სამართავად შესაძლოა გადაეცეს რომელიმე მუნიციპალურ ორგანიზაციას, რომელიც მოახდენს მისი გაქირავების, მოვლა-ექპლუატაციის პროცესის კოორდინირებას.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო