იდეის ნომერი: 20043
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: გიორგი ფუტკარაძე
განხორციელების ვადა (დან): 2019-08-01
განხორციელების ვადა (მდე): 2020-07-31
ბიუჯეტი: 10100
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

მწვრთნელი

1

5400

ორგანიზატორი

1

3600

მაისური

20

30

ბურთი

10

50

დამატებით ფაილები

სამოყვარულო ფეხბურთი

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ფეხბურთის მოყვარულმა ადამიანებმა, ასაკით 18-დან 40 წლამდე მიიღონ მონაწილეობა ვარჯიშებსა და ჩემპიონატებში;
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ბათუმში არის უამრავი ადამიანი, რომელთაც უყვართ სპორტის ეს სახეობა (ფეხბურთი), ამიტომ დიდი სიამოვნებით ჩაერთვებიან აღნიშნულ პროექტში. წარმოდგენილი პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოეწყობა ვარჯიშები კვირაში სამჯერ, რომელსაც ჩაატარებს პროფესიონალი მწვრთნელი. აგრეთვე დროდადრო ჩატარდება სხვადასხვა სახის ჩემპიონატები (უბნებს, სხვადასხვა სამსახურებს შორის და ა. შ.) გარდა მოყვარულებისა, აღნიშნული აქტივობებით დაინტერესდებიან ვეტერანი ფეხბურთელები, რომლებიც თავისმხრივ მონაწილეებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. პროექტისათვის მთავარი არის ერთი სტადიონის გამოყოფა, რომელიც ტერიტორიულად ქალაქის ცენტრში იქნება. თუ აღნიშნული სტადიონი იქნება ქალაქის მერიის დაქვემდებარების ქვეშ, მისი დაგირავებისათვის თანხა აღარ იქნება საჭირო.
მოსალოდნელი შედეგი:
გარდა გართობისა და აზარტისა, ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას სხვადასხვა თაობებს შორის.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო