იდეის ნომერი: 20044
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ლევან გელიაშვილი
განხორციელების ვადა (დან): 2019-07-05
განხორციელების ვადა (მდე): 2019-12-01
ბიუჯეტი: 27800
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

პროექტის ხელმძღვანელი

6

300

სოციალური ქსელის მენეჯერი

6

100

მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერი

6

300

კედლის გასუფთავება, მოწესრიგება დაზიანებული ფასადის რესტავრაცია

1

3000

არტ ბოქსების და მონიტორის ინსტალაცია

1

300

ელ-ენერგიის დაგეგვმა და განაწილება

1

300

არტ ოქსების დამზადება

3

1500

მონიტორის სპეციალური დამცავიკარკასის დამზადება

1

500

მონიტორის შეძენა

1

2000

არტ ბოქსებში გამოფენის ორგანიზება

18

100

დიდი პროექტების დაფინანსება

3

2000

მცირე პროექტების დაფინანსება

6

500

რეკლამა სოციალურ ქსელში facebook ( მინიმუმ 50 000 “ხილვადობა” ჯამში).

6

100

რეკლამა სოციალურ ქსელში instagram ( მინიმუმ 30 000 “ხილვადობა” ჯამში).

6

100

სხვადასხვა გრაფიკული სარეკლამო მასალების მომზადება სოციალური ქსელისთვის.

1

1000

დამატებით ფაილები

თანამედროვე ხელოვნების კედელი

პროექტის მიზანი:
*მემედ აბაშძის გამზირზე მდებარე კედლის გადაკეთება თანამედროვე ხელოვნების ქუჩის გალერეად. *ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრების (პრინტარტი, კომპიუტერული გრაფიკა, ვიდეო-აუდიო წარმოდგენები, ქანდაკება) გამოფენა და პოპულარიზაცია. *გამორჩეული, თანამეროვე ტურისული ლოკაციის შექმნა ქალაქ ბათუმში. -
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
დასაბუთება: ბათუმი არის მულტიკულტურული და ტურისტული ქალაქი, რომელსაც თანამედროვე ხელოვნების წარმოსაჩენად ესაჭიროება ალტერნატიული საგამოფენო სივრცეები. ბათუმში ჩამოსულ ტურისტებს, ტრადიციულ კულტურულ სანახაოებთან ერთად, უნდა ჰქონდეთ ადგილობრივი თანამედროვე ხელოვნების გაცნობის შესაძლებლობა. დღეს ასეთი ლოკაციები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა ტურისტულ ჯგუფებში. ასევე, ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ახალგაზრდა ხელოვანებმა წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და ნამუშევრები გააცნონ ფართო საზოგადოებას. - აღწერა: მემედ აბაშიძის გამზირზე არსებული კედელი წლების განმავლობაში იყო ძველი, ნახევრად ჩამოხეული აფიშების და უსახური სარეკლამო მასალების ადგილი, რაც იწვევდა ქუჩის ვიზუალურ დაბინძურებას. 2016 წლიდან Art Up ქუჩის გალერეამ გაასუფთავა ეს კედელი და განათავსა სამი საგამოფენო ბოქსი, სადაც უკვე მოეწყო 30-მდე ქართველი და უცხოელი ხელვანის გამოფენა. დღეს, ეს კედელი არის ქალაქის კულტურის ნაწილი. გვაქვს სურვილი, რომ მთლიანად ავითვისოთ კედელი და გადავაქციოთ ის თანამედროვე ხელოვნების ქუჩის გალერეად, სადაც განთავსებული იქნება რამდენიმე, უფრო დიდი ზომის საგამოფენო არტ ბოქსი, სპეციალური მონიტორი ვიდეო-გრაფიკული ნამუშევრების და ვიზუალური ხელოვნების წარმოდგენისთვის, ასევე მცირე ზომის ქანდაკებები, Street Art-ი, და სხვა. გამოფენები პერიოდულად შეიცვლება, ხოლო იდეების მიღება იწარმოებს ვებ გვერდის www.artup.ge საშუალებით.
მოსალოდნელი შედეგი:
მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება ახალი კულტურული და ტურისტული ლოკაცია შეიქმნება ქუჩის გალერეა, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია - პროექტის სიცოცხლისუნარიანობა: პროექტის დასრულების მიუხედავად, კედელი მუდმივად იქნება დატვირთული სხვადასხვა ნამუშევრებით და განაგრძობს გამოფენებს.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო