ხმის მიცემა
იდეის ნომერი: 20046
სტატუსი: ხმის მიცემის პროცესში
ხმების რაოდენობა:13
ავტორი: ალექსანდრე კალანდაძე
განხორციელების ვადა (დან): 2019-07-09
განხორციელების ვადა (მდე): 2019-12-20
ბიუჯეტი: 40000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

დამტენები

12

2500

დამატებითი ხარჯები(მონტაჟი, ტრანსპორტირება)

1

10000

ელექტრომობილების დასატენი ობიექტები

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ბათუმის მასშტაბით, ქალაქის რამოდენიმე წერტილში მოეწყოს ობიექტები, რომლებზეც დაყენდება ელექტრომობილების დამტენები და მოსახლეობას შეეძლება დატენოს თავიანთი ელექტრომობილი.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადადის ელექტრომობილზე. ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც ეს ხდება, არის ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე ქალაქში. ჩემი პროექტის მიზანია ქალაქის მასშტაბით რამოდენიმე წერტილში მოეწყოს ელექტრომობილების დასამუხტი სადგურები. თითოეულ სადგურზე იქნება განთავსებული ელექტრომობილების რამდენიმე გარე, უნივერსალური, დამტენი მოწყობილობა, რომელთა სიმძლაავრეა 22კვტ და რომელთაც შეუძლიათ დატენონ ბაზარზე არსებული ნებისმიერი ელექტრომობილი. ეს შექმნის კომფორტულ ინფრასტრუქტურას ელექტრომობილების მფლობელებისთვის და გაუმარტივებს მათ გადაადგილებას.
მოსალოდნელი შედეგი:
ამ პროექტის განხორციელებით ჩვენ შევუქმნით კომფორტულ პირობებს ელექტრომობილების მფლობელებს. ასევე, ვისაც არ ყავს ელექტრომობილი, ამ სადგურების გაკეთებით მივცემთ სტიმულს, რათა შეიძინონ ელექტრომობილები. დამსვენებლებს, რომელთაც ჰყავთ ელექტრომობილები, შეეძლებათ ბათუმში ელექტრომობილით ჩამოსვლა, თუ ეცოდინებათ , რომ ქალაქში არის დასამუხტი ობიექტები, სადაც შეეძლებათ მანქანის დატენვა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი : საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აისახება ქალაქში ჰაერის დაბინძურების დონეზე.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო