იდეის ნომერი: 20048
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ლეილა გოგუაძე
განხორციელების ვადა (დან): 2019-06-10
განხორციელების ვადა (მდე): 2019-06-10
ბიუჯეტი: 40000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

ვერტიკალური ბაღი

4

10000

ვერტიკალური ბაღები

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია 1. საჯარო სივრცეში ახალი რეკრეაციული ადგილის შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს, როგორც ადგილობრივს, ისე ტურისტს ქალაქი მწვანე რაკურსით დაინახონ; 2. შეიქმნება ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილი; 3. მწვანე, ცოცხალი კედელი გაალამაზებს გარემოს, გაასუფთავებს და დაატენიანებს ჰაერს, რაც ხელს შეუწყობს ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტას. 4. და რაც მთავარია გაალამაზებს უსახურ ფასადებს.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ვერტიკალური ბაღი ცოცხალი მარადმწვანე და ყვავილოვანი მცენარეებით არის გაშენებული. ამ ტიპის დეკორაცია დღითიდღე პოპულარული ხდება და უკვე ბევრი ქვეყანა თავისი ქალაქის ექსტერიერს მსგავსი მწვანე კედლის საშუალებით ალამაზებს. უკვე მოდურ ტრენდათ ქცეული ატრაქცია გვხვდება ისეთ ქალაქებში როგორიცაა: პარიზი, ლონდონი, სიდნეი, მადრიდი, სინგაპური, ტაივანსა და ჰონკონგში და თბილისშიც კი. რა ბენეფიტები შეიძლება ჰქონდეს ურბანულ გარემოში მსგავსი პროექტის განხორციელებას: 1. ქალაქის იერსახის გაალამაზება; 2. ეკოლოგიურ სარგებელი - კედელში განთავსებული ცოცხალი მცენარეები ხელს უწყობს ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტას, ისინი ატენიანებენ ჰაერს, გამოიმუშავებენ ჟანგბადს, რაც თავის მხრივ ამცირებენ ჰაერის დაბინძურების დონეს 3. ეს ვერტიკალური ბაღები ისეა მოწყობილი, რომ შენობას შეუძლია ისუნთქოს, დაიცვას კედლები ნალექისგან, ქარისგან, მავნე UV სხივებისგან. 4. აღნიშნული პროექტის განხორციელება მცირე ხარჯებთან არის დაკავშირებული; 5. გრძელვადიანი სარგებლობის მოტანა; 6. ურბანულ სივრცეში რეკრეაციული სივრცეების შექმნა პირდაპირპროპორციულია ყველაზე მთავართან: ადამიანის კეთილდღეობასთან. მწვანე მცენარეულ საფარს აქვს უდიდესი გავლენა ადამიანის ენერგეტიკაზე, იგი ხდის ადამიანს უფრო ენერგიულსა და პროდუქტიულს. 7. გამომდინარე იქიდან, რომ მწვანე პანორამა დადებითი ენერგეტიკის მატარებელია, ის ბევრს ვიტიტორს, თუ ტურისტს მოიზიდავს; 7. გამომდინარე იქიდან, რომ ვერტიკალური ბაღი გვაძლევს, როგორც ეკოლოგიურ სარგებელს, ისე ვიზუალურ ხიბლს მსგავსი პროექტის განხორციელება ურიგო არ უნდა იყოს.
მოსალოდნელი შედეგი:
ძირითადი პრობლემა ვერტიკალური ბაღებთან დაკავშირებით მაინც არის მათი მოვლა და მუდმივი ყურადღება, მცენარეებს ვერტიკალურ სივრცეზე, ზუსტად იგივე სამუშაოების ჩატარება სჭირდება, მაგალითად, გაკრეჭვა, სარეველას მოცილება, როგორც მიწაზე დარგულ ნარგავს, თუმცა რასაკვირველია კედელზე მუშაობა ბევრად უფრო ძნელია. 1. ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა; 2. ურბანულ სივრცეში რეკრეაციული ადგილის შექმნა; 3. უსახური შენობების, ფასადების მწვანე საფარით შეფუთვა; 4. გრძელვადიანი სარგებლობა; აღნიშნული პროექტი მთავარი პრინციპი ზუსტად ის არის, რომ პროექტი არ საჭიროებს ადგილის გამოყოფას. მწვანე საფარის, ე.წ ცოცხალ ხელოვნების ნიმუშია, რომელიც შეიძლება შეიქმნას საზოგადოებრივ შენობების, მუზეუმების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა კედლებზე, რომელიც პირიკით შენობას შეუნარჩუნებს ავთენტურობას თავისი ხელშეუხებლობით. თუმცა, შესაძლებელია ისიც, რომ მოხდეს ბუტაფორიული კედლის შექმნა და მასზე ბაღის გაშენებაც.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო