ხმის მიცემა
იდეის ნომერი: 20051
სტატუსი: ხმის მიცემის პროცესში
ხმების რაოდენობა:23
ავტორი: ლელა კვაჭანტირაძე
განხორციელების ვადა (დან): 2019-07-01
განხორციელების ვადა (მდე): 2019-12-27
ბიუჯეტი: 34000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

დასუფთავება

1

00

გამწვანება

1

00

ფილების და გარე განათების რესტავრაცია

2

00

ღობის და ჭიშკრის რეაბილიტაცია

2

5000

კედლის კეთილმოწყობა და ინსტალაცია

2

5000

საქანელა ზრდასრულთათვის

2

5000

სკამები

10

500

საინფორმაციო სტენდი

1

1000

ფხვიარა ვარდების შეძენა

10

50

აკაკი წერეთლის ბიუსტის რესტავრაცია

1

2000

წერეთლის სკვერის ახალი სიცოცხლე

პროექტის მიზანი:
ქალაქის საზოგადოებრივი/რეკრეაციული სირვცის - წერეთლის სკვერის განახლება და კეთილმოწყობა.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ალბათ წერეთლის ქუჩაზე მაცხოვრებლების გარდა არავინ იცის, რომ აღნიშნულ ქუჩაზე სკოლის მიმდებარე ტერიორიაზე არსებებოს პატარა სკვერი, სადაც დიდი ქართველი მოღვაწის აკაკ წერეთლის ბიუსტი არის განთავსებული. სკვერი დღესდღეობით უმძიმეს მდომარეობაშია, დაზიანებულია ქვაფენილი, განათება, ღობე და მწვანე ნარგავები, შესაბამისად ადგილობირივი მოსახლეობა ვერ სარგებლობს, მაშინ როცა ის ერთადერთი საზოგადოებრივი სივრცეა აღნიშნულ უბანში. წერეთლის ქუჩა ერთ ერთი ძველი ქუჩაა ქალაქ ბათუმში, მისი იერსახე დღემდე დაკარგული იყო გარემოვაჭრობის გამო. თუმცა ბოლო პერიოდში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული ღონისძებების შედეგად წერეთლის ქუჩა განთავისუფლდა გარე ვაჭრობისგან და შესაბამისად აუცილებელია მისი კეთილმოწყობა. ჩვენი იდეა მდგომარეობს წერეთლის სკვერის რეაბილიტაცია კეთილმოწყობაში, ქალაქს შეემატოს კიდევ ერთი საზოგადოებრივი-რეკერეაციული სივრცე. ამისთვის საჭიროა შემდეგი ღონისძიებების გატარება: 1. სკვერის დასუფთავება; 2. მწვანე ნარგავების მოვლა/ განახლება- აუცილებელია სკვერის არსებული ულამაზესი ხეების მოვლა და ასევე მწვანე ნარგავების დამატება. გამწვანების კონცეფციაში აუცილებაია ვარდების სხვადასხავ სახეობის დარგვა, ღობეზე ფხვიარა ვარდები ლამაზ და მიმზიდველს გახდის სკვერს. 3. ფილების და გარეგანათების რესტავრაცია; 4. ღობის და ჭიშკარის რეაბილიტაცია; 5. სკვერში არსებული ყრუ კედელის კეთილმოწყობა და დიდი სურვილების დაფის ინსტალაცია (შესაძლებელია მსოფლიო კამპანიას შევუერთდეთ და გაკეთდეს დაფა სადაც სკვერში მისულ ადამიანს შესაძლებელი ექნება დაწერო თავისი სურვილი, ოცნება ან თუგინდ რას ისურვებდა ბათუმში. ამით შეუერთდებით საერთაშორისო კამპანიას :Before I Die https://beforeidieproject.com/walls. ასევე შესაძლებელია აკაკი წერეთლის ლექსების ინსტალაცია; 6. საქანელა ზრდასრულთათვის - დღემდე რეკრაციული სივრცეებში ძირითადად ბავშვებისთვის არის გასართობი საშუალებები, ჩვენი იდეა საქანელები დაემატოს სივრცეებს სადაც ზრდასრულ ადამაინსაც შეეძლება გართობა და თუგინდ ბავშვობის გახსენება; 7. საინფორმაციო დაფის მომზადება და განთავსება (ორენოვანი) - აკაკი წერეთლის და სკვერის ისტორიის შესახებ. დამატებითი ინფორმაცია: ვფიქრობთ სკვერის დასუფთავებას, ფილების და გარე განათების და ასევე მწვანე ნარგავების მოვლა/განახლებას უზურნვლეოფს უშუალოდ მუნიციპალიტეტი , შესაბამისად ხარჯთაღვიცხვაში წარმოადგენილია დამატებით ხარჯები რომელიც საჭიროა სკვერის კეთილმოწყობისთვის. 8. აკაკი წერეთლის ბიუსტის რესტავრაცია
მოსალოდნელი შედეგი:
შედეგად მივიღებთ განახლებულ საზოგადოებრივ/რეკერეაციულ სივრცეს სადაც შესაძლებელი იქნება დასვენება და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებების გამართვა.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო