იდეის ნომერი: 20052
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: მაყვალა დავლაძე
განხორციელების ვადა (დან): 2019-06-10
განხორციელების ვადა (მდე): 2019-11-10
ბიუჯეტი: 39960
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

შენობის მოძრავი კონსტრუქცია

1

15800

წიგნები (სხვადასხვაენოვანი)

500

20

საბავშვო სამაგიდო თამაშები

15

140

წიგნების ღიადაშვების თაროები

5

0

სამკითხველო მაგიდა

5

200

ხის პალეტებისგან შეკრული სავარძელი

5

60

პუფები

8

75

ჰამაკი

4

35

ქოლგა

3

250

სივრცის ინტერნეტით უზრუნველყოფა

1

1500

კომპიუტერი (ბიბლიოთეკარისათვის)

1

900

სანათი საშუალება (ინტერიერში და მიმდებარე მცირე პერიმეტრზე)

10

1000

ელექტრო გაყვანილობა

1

500

საინფორმაციო ბანერი

2

250

ბიბლიოთეკარის გასამრჯელო (სამი თვე)

2

3000

დამატებით ფაილები

„საბიბლიოთეკო სივრცე ბათუმის ბულვარში"

პროექტის მიზანი:
პროექტი „საბიბლიოთეკოს სივრცე ბათუმის ბულვარში“ გულისხმობს თანამედროვე ტიპის ბიბლიოთეკას ქალაქის ბულვარის ტერიტორიაზე, რომელიც აღჭურვილი იქნება როგორც ქართულენოვანი, ასევე უცხოენოვანი, საზოგადოებაში პოპულარული ლიტერატურით, თავისუფალი wi-fi სერვისით ვიზიტორებისათვის და მყუდრო, კომფორტული გარემოთი. ქალაქ ბათუმის მზარდი ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, პროექტი მიზნად ისახავს თანამედროვე ინტელექტუალური განტვირთვის სივრცის შეთავაზებას ვიზიტორებისათვის.გახლავართ პოეტი, შესაბამისად ჩემი ლიტერატურის და ბიბლიოთეკის მიმართ დამოკიდებულება განსაკუთრებულია და ვფიქრობ შევძლებ თანამედროვე სალიტერატურო სივრცის შეთავაზებას ქალაქ ბათუმის არამხოლოდ სტუმრებისათვის, არამედ ადგილობრივი საზოგადოებისათვის.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
რამოდენიმე დღის წინ ყველა სხვა მზარდ ტურისტულ ტენდენციებთან და მრავალი კუთხით განვითარებასთან ერთად, ქალაქ ბათუმმა ,,world travel awards" ჯილდო აიღო და ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება გახდა! შესაბამისად ვიზიტორების რაოდენობა და კატეგორია უფრო მეტად მრავალფეროვანი გახდება. ტურისტებისათვის ბაზარზე არსებობს სხვადასხვა გასართობი და გასტრონომიული სერვისები, თუმცა თანამედროვე სივრცეები ბულვარის ტერიტორიაზე,სადაც ტურისტს ექნება წვდომა ბიბლიოთეკაზე და ლიტერატურაზე, არ არსებობს. პროექტით შექმნილი სივრცე ვიზიტორს, მინიმალური საზღაურის ფასად (დღეში - 3 ლარი) შესთავაზებს სასურველ წიგნს სხვადახხვა ენაზე, კომფორტულ სივრცეს კითხვისათვის, თავისუფალი wi-fi სერვისს და საბავშვო კუთხეს,სადაც პატარებს ~შესაძლებლობა ექნებათ იკითხონ და სამაგიდო თამაშებით გაერთონ. „საბიბლიოთეკოს სივრცე ბათუმის ბულვარში“ განთავსდება ბულვარის ადმინისტრაციასთან და ქალქის მერიასთან შეთანხმებით გამოყოფილ ტერიტორიაზე მხოლოდ საზღვაო სეზონის განმავლობაში(სამი თვე), ეყოლოება ორი ბიბლიოთეკარი, ხოლო ოქტომბრიდან მოძრავი კონსტრუქციის შენობა, ანალოგიური კონცეფციით და რესურსით გადაინაცვლებს ქალაქის ტერიტორიაზე.
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტ „საბიბლიოთეკოს სივრცე ბათუმის ბულვარში“ განხორციელების შემთხვევაში, ბაზარზე არსებული ამ სერვისის მოთხოვნის გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში შეიქმნება კიდევ ერთი ალტერნატიული განტვირთვის და შემეცნების მულტიფუნქციური სივრცე, რომლის რესურსით მრავალი კუთხით სასარგებლო იქნება არამხოლოდ ტურისტებისათვის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რომლებიც ისარგებლებენ საბიბლიოთეკო სერვისით, არა დახურულ შენობაში, არამედ ღია და სუფთა ჰაერზე მოწყობილ გარემოში, არამხოლოდ ზაფხულში, არამედ წელიწადის სხვა სეზონებზე.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო