ხმის მიცემა
იდეის ნომერი: 20055
სტატუსი: ხმის მიცემის პროცესში
ხმების რაოდენობა:122
ავტორი: თამარ მიქელაძე
განხორციელების ვადა (დან): 2019-07-01
განხორციელების ვადა (მდე): 2019-08-05
ბიუჯეტი: 36000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

რკინის გამჭვირვალე ფერადი თევზი (მონტაჟით)

5

6500

საინფორმაციო ბანერი

5

200

ინფორმაციის გავრცელება (ფლაერები, ბუკლეტები, პრომო გოგონები)

1

2000

პრეზენტაცია

1

500

სუპერთევზები

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია გასუფთავდეს სანაპირო ზოლი პლასტიკის ნარჩენებისგან და ამაღლდეს ცნობიერება პლასტმასით დაბინძურებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესახებ.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
პლასტმასით დაბინძურება დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოს დაცვითი გამოწვევაა. მისი დაძლევისთვის საჭიროა, თითოეულმა ჩვენგანმა გაიაზროს პრობლემის არსი და იზრუნოს ნარჩენების წარმოქმნის შემცირებაზე. American Association for the Advancement of Science-ის კვლევის მიხედვით, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით 8 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენი მოხვდა მსოფლიო ოკეანეებში. მათ შორის დიდი ნაწილი სწორედ სანაპიროზე არსებული პლასტმასის ნაჩენებია. ოკეანეებში მოხვედრილი პლასტმასის ნივთები ყოველ წელს მილიონობით ზღვის არსებას კლავს. როგორც დაადგინეს, პლასტიკის ნაგავს 700 სახეობაზე, მათ შორის გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზეც აქვს გავლენა. ცხოველები, იქნებიან ესენი ზოოპლანქტონები, ფრინველები თუ ვეშაპები, მას ჭამენ, იხლართებიან მასში და იღუპებიან. როგორც კვლევებმა აჩვენა, პლასტმასით მნიშვნელოვნად არის დაბინძურებული შავი ზღვის სანაპირო, 14% იმ დამაბინძურებლებისა, რომლებიც სანაპიროებზე გვხვდება, პლასტმასის ბოთლის სახურავებია, 6% - სხვადასხვა შესაფუთი საშუალებები, 5% - ბოთლები, 2% კი - კოქტეილის ჩხირები და სარევები. პროექტის ფარგლებში, სანაპირო ზოლზე 5 სხვადასხვა ადგილზე დაიდგმება დიდი ზომის (სამაღლე-150სმ; სიგანე-150სმ; სიგრძეგ-300სმ) გამჭვირვალე შიგთავსის მქონე რკინის კონსტრუქციის ფერადი „სუპერთევზი“, რომლებიც გათვლილი იქნება ძირითადად ბავშვებზე. მოხდება ამ თევზების პოულარიზაცია (საინფორმაციო გადაცემებით და ფლაერებით), რომ ეს თევზები არიან ამ სახეობის ერთადერთი წარმომადგენლები, რომლების სუპერ ძალაც მდგომარეობს იმაში, რომ მათ შეუძლიათ პლასტმასის ნარჩენების ჭამა და გადამუშავება. ამით ისინი ეხმარებიან თავიანთ სახლს - ზღვას სისუფთავის შენარჩუნებაში და თავის მეგობარ თევზებს ისნიან სიკვდილისგან. ედ თევზები თხოვენ ბავშვებს დახმარებას ამ საქმეში. თევზი გამჭვირვალე იქნება რადგან ბავშვებმა და უფროსებმა დაინახონ რომ მასში მხოლოდ პლასტმასის ნარჩენები ყრია და ასევე იმისთვის, რომ მეორე დღეს დაინახონ რომ თევზებმა შეასრულეს მისია, გადაამუშავეს პლასტმასი და მზად არიან ახალი პორციის მისაღებად. ასევე, გავრცელდება საინფორმაციო ბუკლეტები ზღვაზე და ზღვის მობინადრეებზე პლასტმასის ნარჩენების მავნე ზეგავლენის შესახებ. დამზადდება ბანერები, რომლებიც განთავსდება ხალხმრავალ ადგილებში და მასზე იქნება ინფორმაცია პლასტმასით დაბინძურების უარყოფით მხარეებზე და სუპერთევზების მისიაზე.
მოსალოდნელი შედეგი:
ბავშვები დიდი სიამოვნებით „გამოკვებავენ“ ამ თევზებს სანაპიროზე არსებული პლასტმასის ნარჩენებით და დაეხმარებიან მათ მეგობრების გადარჩენაში და ზღვის დასუფთავებაში. რა თქმა უნდა მათ უფროსებიც დაეხმარებიან.

კომენტარები

  1. 2019-06-10 21:22:23 თამარ მიქელაძე

    განხორციელების ვადებში მითითებულ თარიღებში იგულისხმება ის დრო, რომელიც საჭირო იქნება თევზების დასამზადებლად და დასამონტაჟებლად. თუმცა ფლაერების და საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება დაიწყება ივლისიდან და გაგრძელდება ოქტომბრამდე. ასევე, ვერ გავნსაზღვრავ დასრულების თარიღს, რადგან თევზები და საინფორმაციო ბანერები უვადოდ დარჩებიან თავის ადგილებზე.

  2. 2019-06-24 17:14:11 ეკატერინე ქათამაძე

    სანაპირო ზოლი მუდმივად უნდა დასუფთავდეს, მოხალისეების ჩართვაც შესაძლებელია. როცა გამოცხადდება თარიღი მე და ჩემი შვილი შემოგიერთდებით და დიდი სიამოვნებით დაგიდგებით გვერდში. მადლობა იდეის ავტორს

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო