იდეის ნომერი: 20059
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: თამარ გვარიშვილი
განხორციელების ვადა (დან): 2019-06-25
განხორციელების ვადა (მდე): 2019-09-15
ბიუჯეტი: 11150
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

ხის სავაჭრო დახლი (ტენტით გადახურული)

20

350

დეკორაცია (აბრა, ნათურები, ლენტები)

1

1000

კომუნალური ხარჯები

2

200

ბეჭდური რეკლამა

1

600

რეკლამა სოციალურ ქსელში

1

350

ელექტრო კოუნიკაცია

1

300

სივრცის მწყობა და გაფორმება

5

300

ბათუმის ღია ბაზრობა

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მეწარმეებს პროდუქციის რეალიზებასა და ცნობადობის გაზრდაში, ტურისტული სეზონისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებაში და ამით ხელი შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
როგორც წესი, ადგილობრივი მცირე მეწარმეები საკუთარი პროდუქტის ფართო მასებში რეალიზაციას ფრაგმენტულად, მხოლოდ დღესასწაულებზე ან სხვა პროფილის მაღაზიებში ახერხებენ. ასეთი არასისტემურობა მცირე მეწარმეებისათვის ქმნის არასტაბიულურობის შეგრძნებას, რაც თრგუნავს მათ შემდგომ განვითარებას და ინოვაციების ძიებისაკენ სწრაფვას. ბათუმის ღია ბაზარი უზრუნველყოფს ბათუმელ მცირე მეწარმეებს გარანტირებული ადგილით, რათა წარმოადგინონ საკუთარი პროდუქცია, გაზარდონ ცნობადობა მომხმარებლებში, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების რაოდენობის გაზრდას, პროდუქტის ხარისხის ამაღლებას, მისცემს ნიჭიერ ახალგაზრდებსა და შემოქმედებით ადამიანებს თვითრეალიზაციის მეტ საშუალებას და მოტივაციას. გარდა ამისა, წარმოქმნის ერთგვარ ჰაბს, სადაც დამწყებ და გამოცდილ მეწარმეებს შეეძლებათ იდეები და გამოცდილება გაუზიარონ ერთმანეთს. მოცემული პროექტი ხელს შეუწყობს გარე ვაჭრობის კულტურის განვითარებასაც, შექმნის რა მიმზიდველ და საინტერესო სავაჭრო სივრცეს. პროექტი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: 1. პოტენციური მონაწილეების მოზიდვა, ინფორმაციის გავრცელება. გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბათუმში რეგისტრირებულ ინდივიდუალურ, მიკრო და მცირე მეწარმეებს, რომლებიც მერიის ვებგვერდზე განთავსებული სპეციალური სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ შეძლებენ პროექტში ჩართვას. გაიყიდება – ქსოვილის, მინანქრის, ბატიკის, თექის, კერამიკის, მინის, ხის, ტყავისა და სხვა მასალის ხელნაკეთი ნივთები, ხელნაკეთი კოსმეტიკა, წიგნები. ბაზრობა გაიმართება 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ შაბათ–კვირას, 17-დან 23 საათამდე. ბაზრობის ადგილია ცენტრალური პარკი, ტბასა და სასტუმრო ჰილტონს შორის არსებული ტერიტორია, რომელიც შედარებით აუთვისებელია. 2. სარეგისტრაციო ფორმის შექმნა და ვებგვერდზე განთავსება 3. ბაზრობისთვის ადგილის მომზადება: დახლების განლაგება, განათებების მონტაჟი. 4. პროდუქციის დალაგება
მოსალოდნელი შედეგი:
მოსალოდნელი შედეგებია მცირე მეწარმეობის წახალისება,ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის სტუმრებისთვის სასიამოვნო და საინტერესო სავაჭრო გარემოს შექმნა, ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დასაქმება.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო