იდეის ნომერი: 20063
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: გვანცა ლომაძე
განხორციელების ვადა (დან): 2019-07-01
განხორციელების ვადა (მდე): 2019-12-31
ბიუჯეტი: 26500
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

ილუსტრაციიები სახლებზე, ფიროსმანის ქუჩაზე

20

1000

კედლის მომზადება

20

100

საინფორმაციო დაფა (ორენოვანი)

1

1500

მოხატული სკამი

1

1500

ინსტალაცია სკვერში (ორმხრივი, განათებული)

1

1500

დამატებით ფაილები

განახლებული ფიროსმანი

პროექტის მიზანი:
ფიროსმანის ქუჩის ღია გალერეად გადაქცევა
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ქალაქ ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე არსებობს ფიროსმანის სახელობის პატარა სკვერი, სამხატვრო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. სკვერში ასევე არის ფიროსმანის ბიუსტი. სკვერი ერთ-ერთი დასასვენებელი სივრცეა აღნიშნული უბნისთვის და ასევე აქედან გრძელდება გზა ზღვისკენ. სკვერი გამწვანებულია, თუმცა დაბალი ნარგავებით განაშენიანებულ სკვერში ვერ იქმნება ჩრდილი. იდეა მდგომარეობს ფიროსმანის ქუჩის დასაწყისიდან შენობებზე განთავსდეს ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები, რომელიც დასრულდება სკვერში დიდი ინსტალაციით და საინფორმაციო დაფით ნიკო ფიროსმანის მოღვაწეობის შესახებ. სკვერი და ქუჩა დღესდღეობით არამიმზიდველად გამოიყურება, მზიან დღეებში ჩრდილის არარსებობის გამო აუცილებელია მწვანე ნარგავების განახლება, საჭიროა ჩრდილის შექმნა და ასევე დეკორატიული ყვავილების დამატება. მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობები, რაც აკარგვინებს ქუჩას თავის შინაარსსა და იერსახეს. ეს იქნება ერთგვარი პასუხი იმ ურბანული ქაოსისასდმი რაც დღესდღეობით აღნიშნულ უბანში ხდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები: 1. ფიროსმანის ქუჩაზე არსებულ შენობებზე ფიროსმანის ნამუშევრების ინსტალაცია; 2. ფიროსმანის სკვერის გამწვანების განახლება - ხეებითა და დეკორატიული ყვავილებით; 3. სკვერში საინფორმაციო დაფის (ორენოვანი) დადგმა ნიკო ფიროსმანის შესახებ - პერსონა და ნამუშევრები; 4. სკვერში ფიროსმანის ორი/სამი ნამუშევრის ინსტალაცია განათებულ ბოქსში ; 5. ფიროსმანის რომელიმე ცნობილი ნახატით მოხატული სკამის დამატება; შენიშვნა: გამწვანება შესაძლებებლია უზრუნველყოს ქალაქ ბათუმის გამწვანების სამსახურმა. დანარჩენი ხარჯები კი მოცემულია ქვემოთ.
მოსალოდნელი შედეგი:
რეკრეაციული სივრცისთვის შემოქმედებითი ხასიათის შეძენა

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო