ხმის მიცემა
იდეის ნომერი: 20065
სტატუსი: ხმის მიცემის პროცესში
ხმების რაოდენობა:21
ავტორი: დავით არძენაძე
განხორციელების ვადა (დან): 2019-07-10
განხორციელების ვადა (მდე): 2019-08-10
ბიუჯეტი: 39800
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

ველოპარკირებების კონსტრუქციების მონტაჟი

13

2200

ხელსაწყოების კარადა

5

1200

სათვალთვალო ვიდეოკამერები

13

400

დამატებით ფაილები

ბათუმი - ველოქალაქი

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ქ. ბათუმში მოხდეს ეკო-ტრანსპორტის, კონკრეტულად კი ველოტრანსპორტის პოპულარიზაცია და ქალაქი გახდეს უფრო მეტად ადაპტირებული ველოტრანსპორტის მძღოლებისათვის.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ბათუმი დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში მდგრადი მობილურობის გზაზე, ვინაიდან წარმოადგენს პირველ და აღნიშნულ დრომდე ერთადერთ ქალაქს, რომელმაც განახორციელა მოქმედი არამოტორიზებული სატრანსპორტო პოლიტიკა, ჯერ კიდევ 2011 წელს. ქ. ბათუმის 2011 წლიდან დაწყებული ძალისხმევისა მიეღწიათ მწვანე ქალაქის დონისათვის, ბათუმის მუნიციპალური მთავრობა ქალაქის ტრანსპორტის მოძრაობის ნაკადის მკვეთრი გადატვირთვის წინაშე არმოჩნდა ბოლო 5 წლის განმავლობაში. საცობების გაჩენა ტურისტული სეზონის პიკის პერიოდში ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ამას გარდა, საცობების გაჩენამ ასევე თავი იჩინა არატურისტული სეზონის დროსაც. მდგრადი ენერგეტიკული სამოქმედო გეგმა ბათუმისათვის, ითვალისწინებს ტრანსპორტის სექტორიდან მიღებული სათბურის გაზების გაფრქვევის დონის შემცირების სტრატეგიას. გარკვეული ქმედებები იქნა განხორციელებეული ბათუმში გზებზე საცობების შედეგად წარმოშბილი პრობლემების მოსაგვარებლად, მათ შორის ველოსიპედებისათვის ბილიკების გაფართოებული ქსელის გამართვა ძველ ქალაქში და საზოგადოებრივი პუბლიც ტრანსპორტის გაუმჯობესება. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ქ. ბათუმის მოსახლეობაში ველოტრანსპორტი დღითიდღე პოპულარული ხდება, თუმცა მისით როგორც ყოველდღიური ტრანსპორტით მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი სარგებლობს. ზემოაღნიშნული მნიშვნელოვნადაა განპირობებული ქ. ბათუმში ისეთი სახის ველოინფრასტრუქტურის არარსებობით, როგორიცაა ველიოპარკირებები. ველოტრანსპორტის მძღოლებს უწევთ ველოსიპედების პარკირება განათების ბოძებზე (რაც არ არის უსაფრთხო), ან ხეებზე (რაც ხშირ შენთხვევაში აზიანებს ხეს), რიგ შემთხვევაში კი საერთოდ ვერ ახერხებენ ველოსიპედის უსაფრთხონ პარკირებას. უნდა აღინიშნოს, ის ფაქტიც, რომ ქ. ბათუმი არის წვიმიანი ქალაქი, რაც ველოსიპედების უსაფრთხო პარკირების კიდევ უფრო დიდ პრობლემას ქმნის წვიმიან ამინდებში. წვიმიან ამინდში არ არსებობს სივრცე სადაც ველოტრანსპორტის მძღოლი შეძლებს ტრანსპორტის უსაფრთხო პარკირებას და სხვა ტრანსპორტში გადაჯდომას. გარდა ველოპარკირებებისა ქალაქში არ არსებობს ადგილები სადაც ვეოტრანსპორტის მფლობელებს შეეძებათ დამოუკიდებლად შეაკეთონ თავიანთი ველოსიპედები. პროექტის ფარგლებში ქ. ბათუმის 13 ლოკაციებზე (ლოკაციები მოცემულია შემდეგ ბმულზე, რომლის იდენტიფიცირებაც მოახდინეს UNDP-ის ექსპერტებმა: https://www.google.com/maps/d/u/0/edit?mid=1LuOxQXIaexZ-H3vCSnGMkimMEVdlbqO1&ll=41.64391947013188%2C41.62227270734866&z=14 თუმცა შესაძლებელია ქ. ბათუმის მერიის მიერ განხორციელდეს სიღრმისეული კვლევა და ალტერნატიული ლოკაციების შერჩევა) მოეწყობა თანამედროვე სახის გადახურული ველოპარკირებები. 13 ველოპარკირებიდან 5 აღჭურვილი იქნება მცირე შესაკეთებელი პუნქტით. შესაკეთებელი პუნქტი, მოიცავს მცირე ზომის კარადას, რომელშიც ჩამონტაჟებულია სტაციონალური ხელსაწყოები (ხელსაწყოები მიმაგრებულია კარადაზე და შეუძლებელია მისი მოხსნა). გამომდინარე იქედან, რომ ქ. ბათუმში ხშირია ველოტრანსპორტის ქურდობის ფაქტები ველოპარკირებები აღიჭურვება სათვალთვალო ვიდეოკამერებით.
მოსალოდნელი შედეგი:
ტრანსპორტირების მდგრად საშუალებებზე გადასვლის სტიმულირებით, პროექტი შეამცირებს ავტომობილებზე დამოკიდებულებას, შეამცირებს საცობებს, სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვს და ავტომობილების პარკირებაზე მოთხოვნას. გარდა ამისა პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას. და ბოლოს, პროექტი ხელს შეუწყობს ქუჩების ტრანსფორმაციას, რათა ქუჩა გახდეს ისეთი გარემო, სადაც ქვეითები და ველოსიპედისტები თავს დაცულად და კომფორტულად იგრძნობენ.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო