იდეის ნომერი: 20186
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: შოთა ტიკარაძე
განხორციელების ვადა (დან): 2020-09-05
განხორციელების ვადა (მდე): 2021-09-05
ბიუჯეტი: 50000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

ელექტრო მობილის დამტენი

20

1100

სამაგრი ბოძი

20

100

ელექტრო გაყვანილობა

1

5000

საპარკინგე ადგილების მოპირკეთება

20

400

მომსახურე პერსონალი

2

5000

გაუთვალისწინებელი ხარჯები

1

3000

დამატებით ფაილები

ბათუმი-ელექტრო მობილების ქალაქი

პროექტის მიზანი:
ალბათ ბევრი თქვენგანი გაეცნო სიახლეს თუ როგორ შეცვლის ელექტრო ავტომანქანები ჩვენს ყოვედღიურობას, გარემოს და ცხოვრების წესს. ეს ტენდეცია ევროპის ქალაქებში ხშირად გვხდება. სახელმწიფოების მხრიდან ხდება მათი ნაწილობრივ სუბსიდირება და ყოვდლთვიური გადასახადების შემცირებაც კი. ვიცი ბევრ ჩემ თანატოლს გასჩენია იგივე სურვილი ჰყოლოდა ელექტრო მაქნანა, თუმცა როგორ შეიძლება ელექტრო მანქანების დატენვა თუ არასაკმარისი რაოდენობის დამტენი არის ქალქაში? სწორედ ამიტომ, ვფიქრობ ელექტრო მობილების დასატენი სივრცის მოწყობა აუცილებელია რათა მსოფლიო ტენდენციებს ავუწყოთ ფეხი, ამასთან, ჩვენ თანამოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცეს რომ ელექტრო გადაადგილების საშუალება გამოიყენონ რაც საერთო ჯამში შეამცირებას გამონაბოლქვს.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ჩვენი ძირითადი იდეაა ქალაქის მასშტაბით მოეწყოს დასაწყისისთვის 20 ელექტრო მობილების სადგომები, რომელიც ხელმისაწვდომი იქენბა ნებისმიერი მოქალაქისთვის, სრულიად უსასყიდლოდ. ელექტრო მანქანების დადებით მხარეებზე და მის გავლენაზე გარემოზე ბევრი საუბარი შეიძლება. მაგრამ მე მინდა აგიხსნათ თუ რატომ უნდა გახდეს ბათუმი ელექტრო მობილების ქალაქი. ამისთვის რამდენიმე მიზეზია: 1. ჩვენი ქალაქი ნელ ნელა ფეხს იკიდებს ევროპულ ქალაქებს შორის, მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზიარება და ელექტრო მობილების პოპულარიზება. თითქმის ყველა დასავლურ ქალაქში ნახავთ უფასო საპარკინგე სივრცეებს რომლის სარგებლობა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. ჩვენი პროექტიც სწორედ ამას ემსახურება და ვთვლით რომ წინ გადადგმული ნაბიჯია განვითარებისკენ. 2. ბათუმში მოგეხსენებათ მაღალ სართულიან საცხოვრებელ სახლებს უხვად შევხდებით, თითქმის წარმოუდგენელია მომხმარებელმა შეძლოს დენის წყაროს პოვნა მანქანის დასატენად, ჩვენი სადგომები რომლებიც საპარკინგე სივრცებში იქნება განლაგებული მომხმარებელს პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება. 3. ბოლო პერიოდში, ბათუმში საკმაოდ დიდი რაოდენობის ავტომობილს ვხედავთ, რაც თავის მხრივ პირდაპირ პროპორციულია ჰაერის დაბინძურებასთან. მსოფლიო ექსპერტების თქმით ელექტრო მანქანები ზრუნავენ ამ პრობლემის მოგვარებაზე. ელექტრო სადგომების დამატებით ქალაქში მოვაგვარებთ ამ პრობლემას.
მოსალოდნელი შედეგი:
იდეის განხორციელების შემთხვევაში ჩვენი ქალაქი გახდება ქალაქი სადაც ზრუნავენ ეკოსისტემაზე, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე ნაკლები იქნება, სადაც ადამიანები მანქანებით გადაადგილებისას არ დატოვებენ მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვს და არ გაანადგურებენ გარემოს. ელექტრო მანქანების პოპულარიზააცისთვის კი საჭიროა პირველ რიგში შევქმნათ სივრცე რომელიც მომხმარებელს პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება, როგორიცაა ელექტრო მობილებისთვის დენის წყაროს მიწოდება.
განმარტება:
არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. ქ. ბათუმის მერის ბრძანება #729 პუნქტი დ.გ.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო