იდეის ნომერი: 20187
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ალინა გოგიტიძე
განხორციელების ვადა (დან): 2020-12-11
განხორციელების ვადა (მდე): 2021-07-05
ბიუჯეტი: 154200
დამატებით ფაილები

დააბრუნე და მიიღე ფული

პროექტის მიზანი:
ჩემი იდეა პლასტმასის ბოთლების გადამამუშავებელი აპარატების შეძენაში და ქალაქში განთავსებაში მდგომარეობს, თითოეულ ჩაბარებულ ბოთლზე მოქალაქე მიიღებს 10 თეთრს. ზემოთ აღნიშნული აპარატების ეფექტურად მუშაობისათვის მათი განთვსება საჭიროა სტრატეგიულ ადგილებში როგორებიცაა : 26 მაისის პარკი, დიდი სავაჭრო ცენტრები როგორებიცაა კარფური, ბათუმი მოლი და ა.შ. საჭიროა ერთად დავეხმაროთ ქალაქს და დავიცვათ დაბინძურებისაგან, რაც ჩვენს დროებაში უკვე კრიტიკულ ზღვარს აღწევს და საჭიროებს ყურადღებას დაუყოვნებლივ.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ჩვენ ხშირად ვხდებით გარემოს დაბინძურების პრობლემებს. EUNEIGHBOURS.EU-ს სტატისტიკიდან გამომდინარე დადგენილია, რომ შავი ზღვა ძალიან დაბინძურებულია პლასტმასის ნარჩენებისაგან, რომლის უმრავლესობასაც ბოთლები შეადგენს. ბათუმი არის ქალაქი, სადაც ცხოვრობს სხვადასხვა ნაციის და რელიგიის ხალხი. მე როგორც ამ ქალაქის მაცხოვრებელს, მსურს რომ ჩემი წვლილი შევიტანო მის სისუფთავეში. რეალობა სამწუხაროდ ასეთია – გამვლელების უმრავლესობა ნაგვის სორტირებისათვის სპეციალურ განკუთვნილ ყუთებზე მითითებულ წარწერებს საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას, რითაც უფრო პრობლემურს ხდიან ნაგვის გადამუშავების პროცესს. მოკლედ პლასტმასის ბოთლებზე.საშუალოდ 1 ოჯახზე დღიურად მოდის 5 პლასტმასის ბოთლი (გამაგრილებელი გაზიანი სასმელები, რძის პროდუქტები, ალკოჰოლური სასმელები და სხვა) ზემოთ აღნიშნული ბოთლების განადგურებას ( WWF-ს ინფორმაციით) 450 წელი ესაჭიროება. გადამუშავებული პლასტმასის ნარჩენების გამოყენება შეიძლება სხვადასხვა მიმართულებებით, მაგალითად: 1 მაისურის შექმნას ესაჭიროება 7 ცალი გადამუშავებული პლასტმასის ბოთლი, ჟაკეტისას 40 გადამუშავებული ბოთლი. ასევე პლასტმასის ბოთლების გადამუშავების შემდგომ მიღებული მასალით შესაძლებელია სარეცხი საშუალებების დამზადებაც.
მოსალოდნელი შედეგი:
შემდგომი შედეგები: 1. შავი ზღვის დაბინძურების შემცირება . 2. ტექსტილის ქარხნებისათვის შესაძლებლობა გამომიყენონ გადამუშავებული მასალა და შეამცირონ ხარჯი 3. მოქალაქეები გამოიმუსვებენ თანხას ბოთლების ჩაბარებისას 4. მოქალაქეების მიჩვევა ნაგავის სორტირებაზე 5. ზემოთ აღნიშული აღჭურვილობის გავრცელება მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე
განმარტება:
საბიუჯეტო თანხის გაცემა მსგავს სიტუაციაში წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო