იდეის ნომერი: 20189
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ბექა გელაშვილი
განხორციელების ვადა (დან): 2021-05-05
განხორციელების ვადა (მდე): 2021-05-01
ბიუჯეტი: 73000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

ინტერაქტიული ხელშესახები ეკრანი

3

8000

აუგმენტური რეალობის ხელსაწყო

1

9000

დიზაინი

1

4000

სარეკლამო კამპანია

1

6000

სოციალური ქსელების ადმინისტრირება

1

2000

აბრების და სხვა სარეკლამო მასალების დაბეჭდვა

1

9000

ადმინისტრაციული ხარჯი

1

15000

ვირტუალური რეალობის ხელსაწყო

1

4000

ოკუპაციის მუზეუმი

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ბათუმში ოკუპაციის მუზეუმის დაფუძნება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საქართველოს ახალი ისტორიის შესახებ და ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილის შექმნა.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ აჭარის ტერიტორია და ბათუმის შემოგარენი ერთადერთი ადგილია მსოფლიოში სადაც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში საბჭოთა კავშირს პირდაპირი სახმელეთო საზღვარი ჰქონდა ნატოს წევრ ქვეყანასთან. გარდა ამისა ბათუმს გააჩნდა უდიდესი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა სხვადასხვა პერიოდში, რამაც განაპირობა ბათუმის აღნიშნული პროექტის ფარგლებში ბათუმში მოეწყობა ოკუპაციის მუძეუმი, რაც ბათუმს კიდევ ერთ საინტერესო ტურისტულ ადგილს შემატებს. კერძოდ კი ოკუპაციის მუზეუმში გამოყენებული იქნება თანამედროვე ციფრული და ელექტორნული ტექნოლოგიები, სადაც ვიდეო და აუდიო ხელსაწყოების გამოყენებით შეიქმნება ვიზუალური და ხმოვანი ეფექტები, რაც საინტერესო და მიმზიდველ აურას შექმნის მნახველებისთვის. ასევე განთავსებული იქნება იმ პერიოდის ექსპონატები, სამხედრო ფორმები, აღჭურვილობა და სხვა. მსგავსი მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ბევრი ევროპული ქვეყანა, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი და ა. შ. სადაც მეორე მსოფლიო ომის და შემდგომი პერიოდის (ნაცისტური და საბჭოთა) ნაგებობები დღეს წარმოადგენენ პოპულარულ ტურისტულ დანიშნულების ადგილებს. მუზეუმში თანამედროვე ციფრული და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის კარგი მაგალითი არის ესტონეთი. ცნობისთვის ბათუმის შემოგარენში განთავსებულია საბჭოთა სამხედრო ნაგებობები როგორიცაა ჰაერსაწინააღმდეგო ბაზები და თავდაცვითი ბუნკერები. ბათუმის შემოგარენში არსებული ეს ნაგებობების დღეს არის მიტოვებული და უფუნქციო, გადაქცეულია ნაგავსაყრელად. ამ ადგილების არსებობა ბევრი ადამიანებისთვის საერთოდ უცნობია კიდეც. აგრეთვე კარგი იქნება თუ ეს ადგილები გაიწმინდება და მოეწყობა ტურისტული დანიშნულების ადგილები, რითაც აგრეთვე მოხდება ამ ისტორიული შენობების გადარჩენა და შენარჩუნება. მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ბოლო100 წლის ისტორია, კერძოდ, საქართველოს ისტორია მე-20 საუკუნის დასაწყისში, საქართველოს ანექსია წითელი არმიის მიერ, აჯანყებები მე-20 საუკუნის სხვადასხვა პერიოდში, ქართველების ჩართულობა მეორე მსოფლიო ომში, ცივი ომის პერიოდი, 9 აპრილის მოვლენები და საქართველოს დამოუკიდებლობა.
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტის განხორციელების შემთხვევაში საბჭოთა პერიოდის ნაგებობები შეიძენს ახალ სიცოცხლეს და ფუნქციას, ბათუმს შეემატება კიდევ ერთი საინტერესო და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ტურისტული ადგილი, რაც კიდევ უფრო გაზრდის ბათუმის ცნობადობას ტურიზმის კუთხით. ახალგაზრდებისთვის გაჩნდება კიდევ ერთი შემეცნებითი ობიექტი, რომელიც ასახავს მეოცე საუკუნის ისტორიას.
განმარტება:
ვერ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. ქ. ბათუმის მერის ბრძანება #729 პუნქტი დ.გ.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო