კულტურული, სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები

#20084 ბათუმის კულტურული რუკა

პროექტის მიზანია ბათუმის შესახებ ერთიანი საინფორმაციო რესურსის შექმნა, რომელიც გააერთიანებს კულტურულ - საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ტურისტულად საინტერესო ლოკაციებს, მათთან დაკავშირებულ ისტორიებს... გადმოცემული იქნება ბათუმის კულტურული და ურბანული განვითარების ადრინდელი, ახალი, ცნობილი და უცნობი მოვლენები, პერსონები, ისტორიები, ადგილმინიშნებები,. ბათუმის კულტურული რუქა შედგენილი უნდა იყოს, არამარტო როგორც ტურისტული პროდუქტი - სავიზიტო ბარათი და გზამკვლევი საინტერესო, მიმზიდველი ისტორიებით, არამედ, როგორც საგანმანათლებლო რესურსიც. შესაძლებელია განვიხილოთ რუკაზე ინფორმაცის ატვირთვა სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით(მრავალთაგან რომელიმე), რაც უფრო მოსახერხებელს გახდის რესურსთან მომხმარებლების ურთიერთობას.

ირაკლი ღლონტი
2019-10-30

კულტურული, სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები

#20074 გარეუბნების მოხატვა (გახალისება)

პროექტის მიზანია ქალაქ ბათუმის სხვადასხვა უბანში მოძველებული კედლების მოხატვა, რომლითაც ჩვენ პოპულარიზაციას გავუწევთ უპირველესად ქუჩის მხატვრობას, სპორტს, ჯანსაღი ცხოვრების წესს და რაც მთავარია გარემოს დაცვას. აქედან გამომდინარე პროექტი ასევე ატარებს საგანმანათლებლო ფუნქციას და იქნება მოტივატორი მათთვის, ვინც ჩვენი ნამუშევრის იდეას გაიზიარებს. ჩვენ ასევე გვინდა, რომ უფერული კედლები "გავახალისოთ" და გავალამაზოთ. გაფერმკრთალებული კედლების გამოცოცხლებით გამვლელებიც დაინტერესდებიან და სიამოვნებით შეავლებენ თვალს. აღნიშნული ნახატები ტურისტების ყურადღებასაც მიიქცევენ, რითაც ხელი შეეწყობა გარეუბნების განვითარებას.

ანა ღოღობერიძე
2019-10-29

კულტურული, სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები

#20076 ერთად დავამყაროთ რეკორდი და ვაზიაროთ მსოფლიო ქართულ კულტურას

მოცემული პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდას ქალაქის კულტურულ საქმიანობაში, მოქალაქეთა ერთიანობის ინიცირებას, მსოფლიოს ყურადრების ქვეშ საქართველოს ეროვნული ღირებულებების მოქცევასა და წარმოჩენას. ამ პროექტის საშუალებით, ჩვენ შევძლებთ საქართველოში ჩამოსული ტურისტები ვაზიაროთ სუფრის კულტურას და ვაჩვენოთ მათ, რომ ჩვენ, ქართველები სუფრას ვშლით მათთვის და ვსხდებით ერთ მაგიდასთან მათთან ერთად ვინც იმსახურებს და ითვლება ჩვენ ოჯახის წევრად. ხოლო საქართველო, კერძოდ ჭარა არის ის დიდი ოჯახი სადაც ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია თავი იგრძნოს როგორც საკუთარ სახლში. რაც უფრო მეტი მეგობარი გვყავს გარეთ მით უფრო ძლიერები ვართ ჩვენ!

გიორგი დოლიძე
2019-10-29

კულტურული, სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები

#20082 კინომობილი 2020

პროექტი გაზრდის ახალგაზრდების ინტერესს ქართული კინო-ხელოვნების მიმართ, გააცნობს მათ კინოხელოვნებაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენების ხერხებს და უახლეს ტენდენციებს. პროექტი „კინომობილი 2020“–ის განხორციელების არსი ასევე იმაში მდგომარეობს, რომ სტუდენტების დიდ ნაწილს ხშირად არ აქვთ საშუალება იხილოს ახალი ქართული კინოპროდუქცია, ასევე კინო-ინდუსტრიაში არსებული სიახლეების შესახებ უმეტესობა იღებს ინფორმაციას ტელევიზიიდან ან ინტერნეტიდან სადაც ინფორმაცია არის დიდი რაოდენობით მოცემული და არ არის სტრუქტურირებული. ჩვენი პროექტის განხორციელების შემთხვევაში დაინტერესებულ სტუდენტებს ინფორმაციას მიაწვდიან გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც კინოჩვენების, შემდეგ მოაწყობენ განხილვას და უპასუხებენ ყველა იმ კითხვას რომელიც მაყურებლებისთვის იქნება საინტერესო. პროექტის ინტერაქტიულობა არის მისი მთავარი პლიუსი. პროექტის არსია გააცნოს ახალგაზრდებს ახალი ქართული კინო და მოახდინოს ქართული კინოხელოვნების პოპულარიზაცია. კინო როგორც ხელოვნება, ძალიან მრავალმხრივია და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ის ინტერაქციის საშუალებაც გახდა უკანასკნელი წლების განმავლობაში. გარდა სრულმეტრაჟიანი ფილმებისა, სულ უფრო პოპულარულები ხდება კინოხელოვნების სხვადასხვა მიმართულებები, როგორიცაა სერიალი, დოკუმენტალისტიკა, კინონოველები და მანიფესტები, მოკლემეტრაჟიანი რგოლები, ვიდეოარტები და ა.შ. ბევრი ქვეყანა საკუთარ კინოინდუსტრიას იყენებს როგორც ტურიზმისა და კულტურის ეკონომიკის გამაძლიერებელ ფაქტორს.

სოფიკო თოქმაჯიშვილი
2019-10-30

კულტურული, სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები

#20069 ქუჩის კალათბურთი

პროექტის უმთავრესი მიზანია, სპორტის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. ასევე ახალი ტალანტების აღმოჩენა, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ აქვთ მათი ნიჭის შესახებ, ან პირიქით პერსპექტიული ბავშვებისათვის ხელის შეწყობა, გამოიჩინონ თავი და დაანახონ საკუთარი შესაძლებლობები არამარტო ბათუმს, არამედ მთელს მსოფლოს! პროექტის კიდევ ერთი მიზანია, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, ასევე კომპიუტერული მონიტორებიდან მჯდომი და დროის მფლანგველი ქუჩაში მდგომი ადამინების ჩვენი ქალაქის სტადიონებზე გადმოყვანა. მნიშვნელოვან მიზნად რჩება, ის ფაქტიც, რომ ბათუმს განვუმტკიცოდ ევროპის სპორტის ქალაქის წოდება. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ პროექტის ორგანიზებაში იყვნენ ჩართულნი ბათუმელი ახალგაზრდები, რომლებსაც ექნებათ პროექტის განმავლობაში 4 თვიანი სტაბილური სამსახური. ჩვენს ქალაქში კალათბურთისადმი სიყვარულის გაღვივება და ახალგაზრდების სტიმულირება, რათა აქტიურ სპორტში ჩაებან. ბათუმელი ახალგაზრდებისთვის დიდი ხნის ოცნების ასრულება, რასაც ამხელა მასშტაბური საკალათბურთო ტურნირის ჩატარებაა.

ნიკოლოზ კიკვაძე
2019-10-26

კულტურული, სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები

#20079 ქართული ჭიდაობის ნახევრად ღია ტიპის საჭიდაო მოედანი, დარბაზი

ქართული ჭიდაობის საჭიდაო დარბაზი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაყასა და ოსიაურში, კომუნისტების დროს 1986- 87 წლებში აშენდა. შემდეგ 1989 წელს ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფცაში და, დაბა აგარაში. შემდეგ 2013 წელს ქართუ ფონდის ეგიდით 22 საჭიდაო მოედანი აიგო, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და სოფლებში. თითქმის 15 წელია ვიბრძვი, ვითხოვ რომ ბათუმს, ჩეს მიერ შერქმეული სპორტული ტაძარი აუშენდეს, დაიდგას და იყოს ახალგაზერდობის გასაზრდელ, აღსაზრდელი, სასახლე. პროექტის მიზანია რომ.

პაატა ურიადმყოფელი
2019-10-30

კულტურული, სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები

#20078 "ქანდაკება განდაგანა"

როგორც ვიცით, აჭარულ ცეკვა „განდაგანას“ არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება ჩემ მიერ წარმოდგენილი პროექტიც. ჩემი მიზანია აღნიშნულ კულტურულ ძეგლ „განდაგანას“ დავუდგათ ქანდაკება ხალხმრავალ ადგილას, ტურისტულ ზონაში, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ საზაფხულო თეატრთან ახლოს. ასევე, განვიხილავ ერას მოედანსაც, გამომდინარე იქიდან, რომ ერას მოედანზე ყოველწლიურად იმართება სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“. საერთაშორისო დონეზე ცნობილი და სანახაობრივი ცეკვის მოტივზე შექმნილი ძეგლი სრულად ასახავს რეგიონის კულტურულ ღირებულებებსა და იდენტობას და თვალნათლივ წარმოაჩენს აჭარის ფოლკლორულ მრავალფეროვნებას.

ინდირა ბერიძე
2019-10-30

კულტურული, სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები

#20090 პროცესი - მულტიფუნქციური სივრცე

„პროცესი“ – მულტიფუნქციური სივრცე, სადაც ადგილობრივ არტისტებს მიეცემათ თავის გამოხატვის და რეალიზების საშუალება, ბათუმის პოპულარიზაციისთვის მუდმივად შეიქმნება პროდუქტი. სივრცე აღჭურვილი იქნება არტისტებისთვის საჭირო ეკიპირებით, ხმის-სისტემით და დასაკრავი აპარატურით. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ფართი (ძველი სამოქალაქო თავშესაფარი, 900 კვ.მ), სადაც იგეგმება პროექტის განხორციელება, თავის მხრივ უნიკალურად ადაპტირებულია აღნიშნული საქმიანობისთვის. სივრცე, დღის განმავლობაში ვიზიტორებისთვის იქნება ღია, ბათუმის ღირშესანიშნაობებისა და ისტორიის გასაცნობად, იფუნქციონირებს ბათუმის მინი-მუზეუმი.

ნიკო გორგოშაძე
2019-10-30