კულტურული, სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები

#20175 ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ბაფიტი / street art movement BAFFITI

მსოფლიო ხელოვნებაში დიდი ადგილი უჭირავს ქუჩის ხელოვნებას. მოძრაობა "ბაფიტის" როლი კი პატარა საზღვაო ქალაქის ხელოვნების ცენტრად ქცევაში უნიკალური იქნება. უნდა ვაღიაროთ, რომ ბათუმში მრავლადაა უსახური კედლები, რომლებიც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს, არ ერწყმის არქიტექტურულ ანსამბლს; ნეგატიურ გავლენას ახდენს მნახველზე და დამაზიანებელია ქალაქის საიმიჯო იერსახისათვის. გარდა ამისა, ბათუმი განებივრებულია დიდი შესაძლებლოების მქონე ახალგაზრდა ხელოვანებით, რომლებიც უმეტესწილად საკუთარი ინიციატივით და ფინანსური კონტრიბუციით ცდილობენ ქალაქის იერსახეზე იზრუნონ. ვერ ხდება შემოქმედთა პოტენიციალის რეალიზება იმ პირობებში, როცა მათი ნიჭი და ახალგაზრდული ენერგია სწორად შეიძლება იქნეს გამოყენებული საზოგადოერივი საქმისთვის. მათ ხელეწიფებათ არსებული მოცემულობა გამოიყენონ როგორც პლატფორმა, რომელიც გამოხატავს ქალაქის მოსახლეობის მსოფლმხედველობას და სწორ მესიჯებს დატოვებს ვიზიტორებისათვის, რაც ბათუმისთვის, როგორც ტურისტული რეგიონის ცენტრისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. იდეის მ ი ზ ნ ე ბ ი : 1. ქალაქის იერსახის გალამაზება; 2. ადგილობრივი ადამიანური (შემოქმედებითი, ინტელექტუალური და ფიზიკური) რესურსების გამოყენება; 3. ქუჩის მხატვრობის პოპულარიზაცია; 4. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება; 5. მოსახლეობის ჩართვა საკუთარი ქალაქის ცხოვრებაში; 6. ახალგაზრდების მიერ ხელოვნების ამ სპეციფიკურ დარგის აღქმა და მასში უშუალო მონაწილეობა; 7. ვიზიტორებისთვის ერთგვარი აქცია-პერფორმანსის დემონსტრირება (თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პროექტის განხორციელების პერიოდი აქტიურ ტურისტულ სეზონს ემთხვევა), რაც ბათუმს ტრენდული ქალაქის იმიჯს შეუქმნის; 8. ქალაქის რეკლამირების დამატებითი შესაძლებლობა. 9. ქართველი მხატვრების ერთგვარი გაერთიანების ჩამოყალიბება, რომელიც სხვადასხვა მიმართულებების შერწყმასა და იმპლემენტაციას ჩაუყრის საფუძველს. 10. რეგიონის მასშტაბით მხატვრული იდეების რეალიზება, რომელსაც აღნიშნული ქუჩის ხელოვნების მოძრაობა "BAFFITI" უზრუნველყოფს. 11. მსოფლიოს წამყვანი ქუჩის მხატვრების ინტეგრაცია ქართულ სამხატვრო რეალობასთან და კულტურათა შორის მრავალფეროვნების დაახლოება. ბაფიტი ქალაქის მოძრაობაა, რომელიც რეგიონის მაშტაბით ქუჩის მხატვრობის იდეას რეალობად აქცევს და პროცესში უშუალოდ მოქალაქეები იქნებიან ჩართული.

იოსებ ჯორბენაძე
2020-09-05