კულტურა

#20216 ბათუმის პედესტალი

ბათუმი ქანდაკებებისა და მონუმენტების სიმრავლით გამოირჩევა და შეიძლება ისიც იფიქროთ, რომ კიდევ ერთი სკულპტურა ზედმეტიც კი იყოს, მაგრამ პროექტი „ბათუმის პედესტალი“ უპრეცედენტო იდეაა, რომლის ანალოგიც საქართველოში ჯერ არ შექმნილა. შესაბამისად მისი, როგორც, ღირსშესანიშნაობის საჭიროება და პოპულარობა მარტივად პროგნოზირებადია. „ბათუმის პედესტალის“ მთავარი ამოცანაა შეიქმნას და დაიდგას პედესტალი ეგრედ წოდებული ციკოლი, პირობითად (ადგილი შეირჩევა მერიასთან თანამშრომლობით) ბათუმის საოცორებათა პარკის შესასვლელთან, რომელზეც განთავსდება სპეციალური კომისიის მიერ ან საზოგადოებრვი კონსესუსის შედეგად შერჩეული ქანდაკება, სკულპტურა ან ინსტალაცია ერთი წლის ვადით, რომელიც ყოველწლიურად შეიცვლება და განთავსდება ახალი ნამუშევარი. შესაძლოა პედესტალზე განთავსდეს კომერციული ხასიათის ობიექტიც,რაც „ბათუმის პედესტალს“ აქცევს როგორც შემოსავლის წყაროდ ასევე ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ადგილს რეკლამისთვის. ყოველი სკულპტურის/ინსტალაციის გახსა იქნება სანახაობრივი და საინტერესო,როგორც ტურისტებისთვის, ასევე მოსახლეობისთვის და შესაბამისად მედიისთვისაც. პროექტის უმთავრესი მიზანია თანამედროვე ხელოვნებისა და თანამედროვე ხელოვანთა ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია საზოგადებრივი საგამოფენო სივრცის შექმნით და გამოსაფენი ადგილების ხელმისაწვდომობის კუთხით, რომელიც იქნება უსასყიდლო მნახველებისთვის. პროქტის გრძელვადიანი მიზანია, მსოფლიო ხელოვანთა დაინტერესება და მათი ჩართულობა, რათა ბათუმი გახდეს, თანამედროვე ხელოვნების ხელშემწყობი და მხარდამჭერი ქალაქი. პროქტის მიზანია: ⬬ ბათუმის პოპულარიზაცია თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა პლატფორმაზე; ⬬ თანამედროვე ხელოვნების მხარდამჭერი სივრცის შექმნა და მისი პოპულარიზაცია; ⬬ ბათუმის წარმოჩინება, როგორც საჯარო სივრცე კულტურულისა და სოციალური ჩართულობისთვის; ⬬ საჯარო ჩართულობა და დებატები საზოგადებრივი ხელოვნების, ქალაქის დიზანისა და ბათუმის საჯარო სივრცეების შესახებ სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პლათფორმებზე; ⬬ თანამედროვე საზოგადო ხელოვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ⬬ თანამედროვე ხელოვნების სტანდარტის შექმნა და ხელოვანთათვის შესაძლებლობის მხარდაჭერა.

თემურ ჯაფარიძე
2022-12-12

ქუჩების, სკვერების, პარკების და სხვა საჯარო სივრცეების კეთილმოწყობა

#20217 უსაფრთხო ქუჩები

პროექტის მიზანია ბათუმში კონკრეტული ქუჩები გავხადოთ უსაფრთხო, როგორც ქვეითთათვის ასევე ავტომობილით მოსარგებლებისათვის. ძირითადად, ვფიქრობთ რომ ეს გამოწვეულია შუქნიშნის არ არსებობით, ან ,,დაწოლილი პოლიციელის“ არ არსებობით. მნიშვნელოვანია აღმოიფხვრას ეს პრობლემა, რადგან აუცილებელია საზოგადოება ცხოვრობდეს მშვიდ და უსაფრთხო ქალაქში. ჩვენი მიზანი არ არის უბრალოდ შუქნიშმის დამონტაჟება ან პანდუსების დაყენება. ჩვენი პრიორიტეტია, რომ მოქალაქეები ცხოვრობდნენ და გადაადგილდებოდნენ უსაფრთხო ქალაქში. იქ სადაც თავს იგრძნობენ დაცულად.

დიანა ვარშანიძე
2022-12-12

კულტურა

#20224 ბათუმის ალტერნატიული თეატრი

" ალტერნატიული სივრცე საჭიროა ყოველგვარი ფორმის, ნორმისა და ჩარჩოს დასარღვევად, ექსპერიმენტისთვის, ახალი სათეატრო ენის ძიებისთვის ან არსებულის გაუმჯობესებისთვის, დახვეწისთვის და ფორმირებისთვის. გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფო თეატრებში რეპერტუარი მოითხოვს და გულისხმობს ,,კლასიკურობას’’, დახვეწილობას, აკადემიურობას და ესთეტიურ მხარეს, ექპერიმენტების დრო და ადგილი ,,აღარ რჩება’’. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახეზე გვაქვს კრიზისული მოცემულობა თანამედროვე ქართულ დრამატურგიაში და თეატრში.სწორედ ამ ორი ინსტიტუციის დაუკავშირებლობა ახდენს ცუდ გავლენას განვითარებაზე და ჩავარდნას. ვფიქობ, ყველანაირი კრიზის მიუხედავად , მოიძებნება ქართული თანამედროვე (და არა მხოლოდ) პიესები, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება სათეატრო რეპერტუარის ბირთვის შედგენა. "

არჩილ გოგუაძე
2022-12-12

შშმ პირთათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის გარემოს ადაპტაცია

#20226 სამედიცინო სფეროს მეტი ხელმისაწვდომობა და პრევენცია ადრეულ ასაკში

მოგეხსენებათ რომ ნებისმიერ ასაკში დღეს სტიმატოლოგიური მომსახურეობა ფუფუნებაა, რის გამოც მოსახლეობას( ბავშვები, პენსიონრები,შშმ პირების და ა.შ.) რიგ შემთხვევებში თავს არიდებენ დროულ ვიზიტს ექიმთან, რაც თავისთავად მიზეზია უკვე დაავადებების არადროული გამოვლინების.ვთვლი რომ ქალაქის მერიის დახმარებით შევძლებ ამ პრობლემის ნაწილობრივ მაინც მოგვარებას. რაც ძალიან დადებითად აისახება როგორც ზემოთაღნიშნულ პირებზე ისე ბათუმურ ატმოსფეროზე. ვიყოთ პირველები ვინც შევთავაზებთ მთელი წლის განმავლობაში, უფასო კონსულტაციებს და რაღაც დოზით კვლევებს სრომაროლოგიურ მომსახურებაში.

ამირან მეგრელიძე
2022-12-12

კულტურა

#20229 საერთაშორისო ფოტო ფესტივალი "პიქსელი"

პროექტის მიზანია ბათუმის, როგორც რეგიონალური შემოქმედებითი დედაქალაქის სტატუსის დამკვიდრება. იმის გათვალისწინებით, რომ მათუმი არა ყოველწლიურად, არამედ ყოველდღიურად ვითარდება და ვიზუალრად უფრო მიმზიდველი ხდება ვიზიტორებისთვის, უპრიანი იქნება ჩვენს ქალაქში მიმდინარე ცვლილებები, ვაქციოთ კიდევ ერთ სტიმულად მოგზაურთათვის. ამაში აუცილებლად მიგვაჩნია, როგორც პროფესიონალი ფოტოხელოვანების ასევე დამწყები ფოტომოყვარულების ჩართვა. მით უმეტეს რომ ფესტივალის ვებგვერდის პოპულარიზაციაში დაგვჭირდება მაქსიმალურად ფართო აუდიტორიის ჩართვა. ფოტო ფესტივალი კონკურსი ტარდება ასევე იმ მიზნით, რომ გამოვლინდეს ყველაზე პოპულარული და საინტერესო ფოტო ადგილები, რომელიც ფესტივალის დახმარებით გახდება მომავალში ჩვენი ქალაქის ვიზიტორების ფოტო სამიზნე.

ოლღა მორჩაძე
2022-12-12