შშმ პირთა ინკლუზია და მათთვის გარემოს ადაპტაცია

#20035 ტროტუართა ადაპტირება - პანდუსი

პროექტის მიზანია ტროტუარების ადაპტირება და მათზე პანდუსების გამართვა. ეს გაკეთდება შშმ პირთა ინკლუზიისათვის და მათთვის გარემოს ადაპტაციისთვის, მოხუცებისთვის და ასევე ყველა ჩვენთაგანისთვისაც. ქ.ბათუმის ტერიტორიაზე, შ.ინასარიძის, შ.ხიმშიაშვილისა თუ სხვა ქუჩებზე გხვდება არა ადაპტირებული ტროტუარები სადაც შშმ პირები თუ დედები საბავშვო ეტლით თავისუფლად ვერ მოძრაობს და ქუჩაში გადაადგილდებიან, რაც ქმნის ავარიულ მდგომარეობას. ასევე ზოგ ადგილებში გვხვდება არასტანდარტულად მოწყობილი პანდუსები და მოითხოვს მის შეკეთებას. მაგალითად ჟ.შარტავას ქუჩაზე "გმირთა ხეივანი"-ს შესასვლელების პანდუსის პირები დასაწევია ნულოვან ზღვარამდე.

გია რიონიძე
2019-06-06

ნარჩენების მართვა

#20036 ჩიტების ფერადი სახლები

ჩიტების სახლის არსებობა საკმაოდ პოპულარულია მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში. მაგალითად: კაბადოკია, ბოდრუმი, ეგვიპტე, საფრანგეთი და ევროპის ქვეყნები. ვენაში, კერძოდ კი შონბრუნის პარკში ჩიტების სახლი ტურისტებში დიდი პოპულარობითა და ინტერესით გამოირჩევა. მისი არსებობა დადებითად მოქმედებს როგორც ჩიტების სხვადასხვა ჯიშის განვითარებასა და სიცოცხლისუნარიანობაზე, ასევე ხელს უწყობს ქალაქში სისუფთავის დაცვას. ბათუმში წელიწადის ნებისმიერი დროს, განურჩევლად ასაკისა თითოეული მოქალაქის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი დასვენებისა თუ მეგობრებთან შეხვედრისთვის არის სკვერები, პარკი და ბათუმის ბულვარი. სადაც უამრავი ადამიანი იკრიბება. ბულვარში, სკვერებსა თუ პარკში მყოფი ადამიანების დიდი ნაწილი სხვადასხვა საკვებით იქნება ეს მზესუმზირა, ბატიბუტი თუ ე.წ. ჩხირები ცდილობს მტრედებისა და ჩიტების გამოკვებას. რაც გარემოს დაბინძურებას იწვევს.

ნაზი მახათაძე
2019-06-06

კულტურული, სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები

#20052 „საბიბლიოთეკო სივრცე ბათუმის ბულვარში"

პროექტი „საბიბლიოთეკოს სივრცე ბათუმის ბულვარში“ გულისხმობს თანამედროვე ტიპის ბიბლიოთეკას ქალაქის ბულვარის ტერიტორიაზე, რომელიც აღჭურვილი იქნება როგორც ქართულენოვანი, ასევე უცხოენოვანი, საზოგადოებაში პოპულარული ლიტერატურით, თავისუფალი wi-fi სერვისით ვიზიტორებისათვის და მყუდრო, კომფორტული გარემოთი. ქალაქ ბათუმის მზარდი ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, პროექტი მიზნად ისახავს თანამედროვე ინტელექტუალური განტვირთვის სივრცის შეთავაზებას ვიზიტორებისათვის.გახლავართ პოეტი, შესაბამისად ჩემი ლიტერატურის და ბიბლიოთეკის მიმართ დამოკიდებულება განსაკუთრებულია და ვფიქრობ შევძლებ თანამედროვე სალიტერატურო სივრცის შეთავაზებას ქალაქ ბათუმის არამხოლოდ სტუმრებისათვის, არამედ ადგილობრივი საზოგადოებისათვის.

მაყვალა დავლაძე
2019-06-10