იდეის ნომერი: 20080
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: რევაზ ჟორჟიკაშვილი
განხორციელების ვადა (დან): 2020-08-25
განხორციელების ვადა (მდე): 2020-08-28
ბიუჯეტი: 52900
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

ფილოსოფიის ლექტორები (ჩამოყვანა, დაბინავება, კვება, ჰონორარი )

3

3500

იოგის სპეციალისტების ( ჩამოყვანა, დაბინავება, კვება, ჰონორარი)

6

5000

ორგანიზატორები ჰონორარი

2

2000

ტექნიკა (მიკროფონი, დინამიკი, პროექტორი ) - ქირაობა (3 დღე)

3

800

იოგის ეკიპირება და ინვენტარი- ქირაობა (3 დღე)

3

400

ფოტო და ვიდეო გადაღბა

3

600

გაუთვალისწინებელი ხარჯები

1

3000

იოგა ბათუმს

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია იოგას როგორც გამაჯანსაღბელი და პრევენციის ერთ-ერთი ფორმის პოპულარიზაცია, მისი მეშვეობით თიაქარის, ოსტეოქონდროზის, კიფოზის და სხვა მრავალი დაავადების მქონე პირების დახმარება, სხეულის ჰიგიენის პოპულარიზაცია, ასევე ბათუმის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია, ბათუმელებისა და ტურისტებისთვის ჯანსაღი აქტივობის შეთავაზება, ცნობიერების ამაღლება .
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
დასაბუთება გამომდინარე იქიდან, რომ იოგა უფრო და უფრო პოპულარულია დასავლეთის განვითრებულ ქვეყნებში და მისი მეშვეობით ბევრი დაავადების პრევენცია და მკურნალობა ხდება, ის მოთხოვნადი გახდა საქართველოშიც, თუმცა განსხვავებით თბილისისა, ბათუმში არ არსებობს სივრცეები, სადაც ადგილობრივებსა და ასევე ტურისტებს იოგის თეორიული და პრაქტიკული კურსების გავლა შეეძლებათ. ვფიქრობთ რომ ეს პროექტი მნიშვნელოვანია ადგილობრივებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ნესტიან გარემოში ვცხოვრობთ ძალიან ბევრს გვაწუხებს რევმატიული დაავადებები, რომლის ერთ-ერთი საუკეთესო მკურნალი იოგაა. ბათუმის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ასევე მასში არსებული პარკებისა და გამწვანებული ადგილების რაოდენობა კარგი წინაპირობაა იმისთვის, რომ იოგა გახდეს პოპულარული. ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ქალაქში ჯანსაღი გარემოსა და ფესტივალის შექმნა აღწერა პროექტი გაგრძელდება სამი დღის განმავლობაში, სამ სხვადასხვა ტურისტულად მიმზიდველ ადგილას, თითო დღეს ჩატარდება მოწვეული სპეციალისტების მიერ ლექციები და პრაქტიკული სავარჯიშოები იოგაში. ჯამში, თითო დღის აქტივობა გასტანს 4-5 საათს, პრაქტიკულ ვარჯიშებს შორის სპეციალისტები ჩაატარებენ სხვადასხვა თემატიკის მასტერკლასებს, და წაიკითხავენ ლექციებს, დამსწრეთა ასაკი განსაზღვრული არ არის. პირველი დღე 1 იოგის თეორიტიკოსი - ზოგადად იოგის შესახებ , და კონკრეტულად ხერხემლის პრობლემებისა და იოგის მეშვეობით მისი მკურნალობის შესახებ ლექცია - 1-2 საათამდე 2 იოგის პრაქტიკოსი - კონკრეტულად ხერხემლის ვარჯიშების ჩატარება, 1- 2 სათამდე 3 ფილოსოფოსი - საჯარო ლექცია დასავლურ კულტურაში იოგას სიბრძნის გავლენაზე - 1-2 საათამდე მეორე დღე 1 იოგის თეორიტიკოსი - რესპირატორული სისტემის შესახებ, სუთქვის მნიშვნელობა ვარჯიშის დროს 1-2 საათი 2 იოგის პრაქტიკოსი - კონკრეტული ვარჯიშები განსხვავებულ სუნთქვასთან ერთად 1-2 საათი 3 ფილოსოფოსი - აღმოსავლური და დასავლური კულტურის თანაკვეთა საქართველოში 1-2 საათი მესამე დღე 1 იოგის თეორიტიკოსი - ლექცია მუცლის ღრუს (კუჭი, ღვიძლი, შარდის ბუშტი, ელენთა) ანომალიებსა და პრობლემებზე 1-2 საათი 2 იოგის პრაქტიკოსი - პრაქტიკული ვარჯიში მუცლის ღრუს ორგანოების სტიმულირებისა და გაჯანსაღებისთვის 1-2 საათი 3 ფილოსოფოსი - ფსიქოსომატური დაავადებები და სხეულის ენა 1-2 საათი
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტის შედეგი პროექტის შედეგი იქნება დამსწრეების გათვითცნოებიერება და მათი მომზადება იოგაში, მათი ჯანმრთლობის გაუმჯობესება, ქალაქში ტურისტულად მიმზიდველი ადგილების პოპულარიზაცია, ახალი ჯანსაღი ფესტივალის დაწყება და შემდგომში მისი განვითარება, ტურისტებისთვისა და ადგილობრივებისთვის დასვენების ახალი ფორმის შეთვაზება,

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო