პროექტის მიზანი:
დღეისათვის მნიშვნელოვანი პრობლემაა საზოგადოების სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის დაბალი დონე, ახალგაზრდების ნაკლები დაინტერესება მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სამოქალაქო და სასკოლო ღონისძიებებში. ეს ყოველივე გამოწვეულია საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების სიმცირით, ჩვენს სამოქალაქო ცენტრში მოსწავლეებისთვისდა არა მარტო მათვის ხელმისაწვდომი იქნება სამოქალაქო ლიტერატურა და ყველას შეეძლებათ ჩაერთონ სამოქალაქო აქტივობაში. რადგან სწორი ინფორმაციის მიწოდება სწორედაც, რომ განსაზღვრავს მომავალში მაღალი დონის სამოქალაქო საზოგადოებას. გარდა ამისა ხელმისაწვდომი იქნება დამატებითი მოსამზადებელი კურსები. ეს კი ხელს შეუწყობს მათთვის სკოლაში მიღებული ცოდნის გაღრმავებას და დაეხმარებათ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების შესაბამისად მაქსიმალური საბაზო ცოდნის მიღებაში.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
მნიშვნელოვანია რომ ასეთი მრავალფეროვანი ორგანიზაცია უნდა არსებობდეს რეგიონში და ჩვენი პროექტის საშუალებით ხელი შეეწყობა რეგიონში ამ პრობლემის მოგვარებას. პროექტზე ხელშეწყობით ,,მწიგნობარის“ საქმიანობის არეალიც საკმაოდ გაფართოვდება.
პროექტის ფარგლებში გამოვცემთ საკონკურსო წიგნს ,,ცოდნის ყულაბას“, რომლის საშუალებითაც ჩავატარებთ ,,ერუდიტის“ შესარჩევ ტურებს. გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებენ ფინალში. ფინალში გამარჯვებულებს გადაეცემათ სერთიფიკატები და ფასიანი საჩქრები.
ორგანიზაცია დღემდე თანამშრომლობს ,,აჭარის მწერალთა სახლთან“, ჩვენი მიზანია პროექტის ფარგლებში ჩავატაროთ ლიტერატურული საღამოები მწიგნობარის წევრ მოსწავლეების მონაწილეობით. შეხვედრები საკმაოდ საინტერესოა და მათ საშუალებას აძლევს გაეცნონ ხელოვანების მუშაობას და აამაღლებს მათში პატრიოტულ სულისკვეთებას. ამიტომ ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ჩვენი პროექტი უნიკალურია და მისი განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის.
გარდა ამისა ჩავატარებთ შემეცნებითი ხასიათის ტრენინგებს.
მნიშვნელოვანია მწიგნობრისთვის ჟურნალ ,,მწიგნობრის“ გამოცემა რომლის საშუალებითაც ხელი შეეწყობპოპულარიზა მონაწილეთა პოპულარიზაციას.
პროექტი განხორციელდება ორ ეტაპად, მომზადების და განხორციელების.
1. ეტაპზე მოხდება საგანმანათლებო ცენტრის გაცნობა, რომელიც მდებარეობს იურიდიული მისამართით ბათუმის N9 საჯარო სკოლაში. ქეთევან წამებულის 36 ში კი თანამშრომლობისთვის გვაქვს ოფისი.
2. ეტაპზე ორგანიზაცია ,,მწიგნობრის“ მიერ მოხდება კვალიფიცირებული სპეციალისტების შერჩევა სამუშაოდ.
3. ეტაპზე მოხდება წიგნ ,,ცოდნის ყულაბას გამოცემა.
4. ეტაპზე მოხდება ერუდიტის შესარჩევ ტურებში დარეგისტრირება. საინფორმაციო განცხადებას განვათავსებთ ორგანიზაციის ვებ გვერდზე www.mtsignobari.org.ge და fakebok - გვერდზე.
5. ეტაპზე წარვადგენთ მხატვრული კითხვის წევრ მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე.
6. ეტაპზე ჩავატარებთ ტრენინგებს.
7. ეტაპზე გამოიცემა ჟურნალი ,,მწიგნობარი“, რომელიც საზოგადოებას დაეხმარება ინტელექტის ამაღლებაში.
მოსალოდნელი შედეგი:
იფუნქციონირებს საკმაოდ მრავალფეროვანი პროფილის ცენტრი.სადაც ხელმისაწვდომი იქნება სამომქალაქო ლიტერატურა,ყველასის ,მოეწყობა სხვადასხვა სახის ღონისძიებები ,ლიტერატურული საღამოები, წამახალისებელი ვიქტორინები. მოხდება ქვეყნისა და რეგიონის პოპილარიზაცია,როგორც ადგილობრივ მცხოვრებლებში ასევე რეგიონის ჩამოსულ სტუმრებთან.
კომენტარები