პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ქალაქ ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე არსებობს ფიროსმანის სახელობის პატარა სკვერი, სამხატვრო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. სკვერში ასევე არის ფიროსმანის ბიუსტი. სკვერი ერთ-ერთი დასასვენებელი სივრცეა აღნიშნული უბნისთვის და ასევე აქედან გრძელდება გზა ზღვისკენ. სკვერი გამწვანებულია, თუმცა დაბალი ნარგავებით განაშენიანებულ სკვერში ვერ იქმნება ჩრდილი.
იდეა მდგომარეობს ფიროსმანის ქუჩის დასაწყისიდან შენობებზე განთავსდეს ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები, რომელიც დასრულდება სკვერში დიდი ინსტალაციით და საინფორმაციო დაფით ნიკო ფიროსმანის მოღვაწეობის შესახებ. სკვერი და ქუჩა დღესდღეობით არამიმზიდველად გამოიყურება, მზიან დღეებში ჩრდილის არარსებობის გამო აუცილებელია მწვანე ნარგავების განახლება, საჭიროა ჩრდილის შექმნა და ასევე დეკორატიული ყვავილების დამატება. მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობები, რაც აკარგვინებს ქუჩას თავის შინაარსსა და იერსახეს. ეს იქნება ერთგვარი პასუხი იმ ურბანული ქაოსისასდმი რაც დღესდღეობით აღნიშნულ უბანში ხდება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
1. ფიროსმანის ქუჩაზე არსებულ შენობებზე ფიროსმანის ნამუშევრების ინსტალაცია;
2. ფიროსმანის სკვერის გამწვანების განახლება - ხეებითა და დეკორატიული ყვავილებით;
3. სკვერში საინფორმაციო დაფის (ორენოვანი) დადგმა ნიკო ფიროსმანის შესახებ - პერსონა და ნამუშევრები;
4. სკვერში ფიროსმანის ორი/სამი ნამუშევრის ინსტალაცია განათებულ ბოქსში ;
5. ფიროსმანის რომელიმე ცნობილი ნახატით მოხატული სკამის დამატება;
შენიშვნა: გამწვანება შესაძლებებლია უზრუნველყოს ქალაქ ბათუმის გამწვანების სამსახურმა. დანარჩენი ხარჯები კი მოცემულია ქვემოთ.
კომენტარები