იდეის ნომერი: 20099
სტატუსი: გამარჯვებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ლაშა კუკულაძე
განხორციელების ვადა (დან): 2019-08-31
განხორციელების ვადა (მდე): 2019-10-01
ბიუჯეტი: 39761
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

გიგანტური ტრილობიტი 22 მეტრი + გამშვები ფრანი 6 მეტრი სრული აღჭურვილობით

1

10305

გიგანტური ოკტოპუსი 25 მეტრი + გამშვები ფრანი 6 მეტრი სრული აღჭურვილობით

1

7490

ფრანები მასტერკლასისთვის

30

1158

ბათუმის ფრანების ფესტივალი

პროექტის მიზანი:
KiteDreams -ის ახორციელებს საქართველოში სპორტული და სამოყვარულო ფრანოსნობის განვითარებას და Batumi Kite Festival-ის მიზანია აღნიშნულ ფესტივალს მიეცეს ყოველწლიური, ტრადიციული ხასიათი. ბათუმში არსებული ღონისძიებებისგან განსხვავებული, საჯარო, საბავშვო, საოჯახო და ტურისტული ატრაქციის შექმნა, სპორტული და სამოყვარულო ფრანოსნობის განვითარების და პოპულარიზაციის საშუალებით, რომელიც ხელს შეუწყობს თემის განვითარებას. • 2 დღიანი ფრანების ფესტივალის დაარსება და ყოველ წლიურად გამართვა. • ბათუმის სანაპირო ზოლის გამოცოცხლება და სპორტულად დატვირთვა. • ფესტივალის ფარგლებში, დაინტერესებული პირებისთვის მარსტერკლასების ჩატარება (სამოყვარულო ფრანების გაშვების სწავლება და ხელნაკეთი ფრანების აწყობა) • პროფესიონალი ფრანოსნების მიერ სპორტული ფრანების შოუს გამართვა • სხვა ქვეყნების ფრანოსნობის კლუბებთან დაკავშირება და თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარების და მომავალში პროფესიონალების მოწვევის მიზნით.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
Batumi Kite Festival პირველი ფესტივალია საქართველოში რომელსაც ანალოგი შავიზღვისპირეთში არ გააჩნია. მსგავსი ფესტივალის ჩატარება საქართველოში არის ახალი კულტურული მოვლენა. ფრანების ფესტივალი 2018 წელს პირველად ჩატარდა. საზოგადოების მაღალმა აქტივობამ და დადებითმა შეფასებამ გადაგვაწყვეტინა ფესტივალს ყოველწლიური, ტრადიციული ხასიათი მიეცეს. ლოკაცია: ბათუმის ცენტრალური პარკის მიმდებარე სანაპირო ტერიტორია. პერიოდი: აგვისტო-სექტემბერი. Batumi Kite Festival ორ დღიანი ფესტივალია, რომლის დროსაც გაიშვება სხვადასხვა სახის და ზომის კლუბი KiteDreams - ის კუთვნილი 30 000 ლარის ღირებულების 100-მდე ფრანი: (გიგანტური ჯადოსნური თევზი, დიდი მეგა ბურთები, დელტები, რვაფეხები, გულები და ა.შ.). ფესტივალი ასევე გაფორმებული იქნება სხვადასხვა სახის და ზომის ბანერებითა და დროშებით. იმისათვის რომ, ფესტივალი უფრო სანახაობრივი გახდეს აუცილებელია ყოველწლიურად მოხდეს სხვადასხვა ზომისა და დიზაინის ფრანების შეძენა. მიმდინარე წლის ფესტივალისთის კი დაგეგმილია მსოფლიოში ბრენდული კომპანიის მიერ, წარმოებული გიგანტური ტრილობიტი 22 მეტრიანი, გიგანტური რვაფეხა 22 მეტრიანი, დამატებით 2 ცალი 6 მეტრიანი გამშვები პარაშუტი ფრანი. კლუბ KiteDreams - ის ფრანებთან ერთად ნებისმიერ სტუმარს ექნება საშუალება გაუშვას თავისი ფრანი, ასევე კლუბის მიერ გამოყოფილი სამოყვარულო ფრანები. დღის პროგრამაში რომელიც იწყება დილის 12 საათიდან ჩატარდება სხვადასსხვა მასტერკლასები: სამოყვარულო და სპორტული ფრანების გაშვება, ხელნაკეთი ფრანების აწყობა, ასევე მოწვეული მხატვრების მიერ მოხდება ხელნაკეთი ფრანების მოხატვა, დღის მანძილზე ჩატარდება სპორტული ფრანების შოუ. ფესტივალს გაუძღვება პროფესიონალი წამყვანი და მუსიკალურად გააფორმებენ მოწვეული დიჯეები. ფესტივალზე დასწრება და მონაწილეობა თავისუფალია. https://www.facebook.com/KitedreamsGeorgia/ https://www.facebook.com/KitedreamsGeorgia/videos/1145205772297339/
მოსალოდნელი შედეგი:
ფრანოსნობის ღონისძიებების განხორციელების ორ წლიანი გამოცდილება და ადამიანების მხრიდან ინტერესის ზრდა მეტყველებს ფესტივალის ჩატარების მნიშვნელოვნებაზე. ფრანოსნობა უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. საქართველოში მსგავსი ფესტივალის ჩატარება არის ახალი კულტურული მოვლენა, კერძოდ ბათუმში (ბულვარის ტერიტორია და სანაპირო) რომელსაც შესძენს მრავალფეროვნებას და მოიზიდავს როგორც ადგილობრივებს ასევე ტურისტებს. მსგავსი ტიპის ფესტივალებზე ათასობით ადამიანი იყრის თავს. კლუბი KiteDreams -ი მზად არის მთელი წლის განმავლობაში ითანამშრომლოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან და სიმბოლურ თანხაში მიიღოს მონაწილეობა მათ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, სადაც ჩვენი კლუბი სპეციალისტების დახმარებით უზრუნველღოფს ფრანების სანახაობრივ გაშვებას, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ფრანოსნობის განვითარებას აჭარის რეგიონში და ასევე მთელს საქართველოში.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო