იდეის ნომერი: 20066
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ნანო მგელაძე
განხორციელების ვადა (დან): 2019-11-15
განხორციელების ვადა (მდე): 2020-02-01
ბიუჯეტი: 34152

ტრენინგ სივრცე ბათუმში

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ქალაქ ბათუმში შეიქმნას საგანმანათლებლო სივრცე, სადაც მონაწილეებს - სტარტაპებსა და მცირე ბიზნესის მეწარმეებს ექნებათ სხვადასხვა სასწავლო, შემოქმედებითი ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, როგორიცაა - საგანმანათლებლო კურსი, ტრენინგი, ლექცია, სემინარი, მასტერკლასი, შეხვედრა წარმატებულ ადამიანებთან. საგანმანათლებლო სივრცის არსებობა ქალაქში ხელს შეუწყობს სხვადასხვა ბიზნეს სფეროში მოღვაწე პროფესიონალების, სტარტაპებისა და მცირე ბიზნესის მეწარმეების განათლების დონის გაზრდას, თანამედროვე მიმართულებების შესწავლასა და ერთმანეთთან კომუნიკაციას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია სტარტაპ ბიზნესის კეთების პროცესში. შეხვედრები, სწავლების ინტერაქტიული მეთოდიებით მიღებული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, მსმენელებს დაეხმარება მიიღონ მოტივაცია თვითრეალიზაციის მაქსიმუმის მისაღწევად, რაც შეუწყობს პიროვნულ და პროფესიული განვითარებას, მათი ბიზნესის წარმატებას, რაც საბოლოოდ აისახება როგორც ჩვენი ქალაქის ასევე ქვეყნის კეთილდღეობაზე.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
Სასწავლო ღონისძიებების ორგანიზატორი იქნება შპს „ვოლნათ ტრენინგ მარკეტი". ვოლნათ ტრენინგ მარკეტი არის პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის აუცილებელი სასწავლო შეხვედრების ორგანიზატორი , რომელიც წარმატებით ატარებს სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებს და ორი წლის მანძილზე, უკვე ოთხასზე მეტი სერტიფიცირებული მონაწილე ჰყავს. ვოლნათ ტრენინგ მარკეტის საორგანიზაციო ჯგუფი აიღებს პასუხისმგებლობას: წლის განმავლობაში ჩაატაროს მინიმუმ 6 სასერტიფიკატო კურსი, 12 საჯარო ლექცია და 12 ტრენინგი. საგანმანათლებლო სივრცის ღონისძიებების ძირითადი თემები იქნება თანამედროვე, კრეატიული და ტენდენციური თემები, რომელთა შესწავლის შესაძლებლობა ბათუმში არსებულ სასწავლებლებში ნაკლებია და რომელთა ცოდნა პირდაპირ კავშირშია ბიზნესისა წარმატებასთან. სასწავლო ღონისძიებები აჭარის ა.რ ტერიტორიაზე არსებული აკრედიტირებული სასწავლებლების სტუდენტებისთვის იქნება უფასო, რათა ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების განათლებას, კრიტიკული და კრეატიული აზროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. Საკუთარ თავზე აიღოს საოპერაციო და კომუნალური ხარჯები მომდევნო 5 წლის განმავლობაში; ტრენინგ სივრცით სარგებლობის შესაძლებლობა შესაბამისი მოთხოვნის საუძველზე ექნებათ ასევე სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებბსა და სსიპებს. Სატრენინგო სივრცე შესაძლებელია გაკეთდეს ბათუმის მერიის საკუთრებაში არსებულ აუთვისებელ შენობა ნაგებობაში, რომელიც შესაძლებელია იყოს 100-150 კვ.მ ფართი, სადაც მოეწყობა გაკეთდება საკონფერენციო ოთახები. .
მოსალოდნელი შედეგი:
შედეგად მივიღებთ ტრენინგ სივრცეს, რომელიც წლის განმავლობაში ჩაატარებს მინიმუმ 30 საგანმანათლებლო ღონისძიებას, სადაც გადამზადდებიან სტარტაპ კომპანიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. ვოლნათ ტრენინგ მარკეტი ყოველწლიურად გადაამზადებს მინიმუმ 1000 ახალგაზრდა მეწარმეს, რომლის ბიზნესის განვითარება ხელს შეუწყობს ჩვენი ქალაქის, რეგიონისა და ქვეყნის განვითარებას.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო