იდეის ნომერი: 20074
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ანა ღოღობერიძე
განხორციელების ვადა (დან): 2019-10-29
განხორციელების ვადა (მდე): 2020-09-28
ბიუჯეტი: 45300
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

კედლის გასუფთავება

5

1000

საჭირო ინვენტარი(პირბადე, ხელთათმანი,სტენსილები,ფუნჯი,საღებავი)

50

700

ანაზღაურება მხატვრებისთვის

10

500

ტრანსპორტირება

10

30

გარეუბნების მოხატვა (გახალისება)

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ქალაქ ბათუმის სხვადასხვა უბანში მოძველებული კედლების მოხატვა, რომლითაც ჩვენ პოპულარიზაციას გავუწევთ უპირველესად ქუჩის მხატვრობას, სპორტს, ჯანსაღი ცხოვრების წესს და რაც მთავარია გარემოს დაცვას. აქედან გამომდინარე პროექტი ასევე ატარებს საგანმანათლებლო ფუნქციას და იქნება მოტივატორი მათთვის, ვინც ჩვენი ნამუშევრის იდეას გაიზიარებს. ჩვენ ასევე გვინდა, რომ უფერული კედლები "გავახალისოთ" და გავალამაზოთ. გაფერმკრთალებული კედლების გამოცოცხლებით გამვლელებიც დაინტერესდებიან და სიამოვნებით შეავლებენ თვალს. აღნიშნული ნახატები ტურისტების ყურადღებასაც მიიქცევენ, რითაც ხელი შეეწყობა გარეუბნების განვითარებას.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
გამომდინარე იქედან, რომ ბათუმი ტურისტული ქალაქია და ძველი ბათუმი მის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, ბევრი კედელი არის მოხატული სხვადასხვა თემატიკის მიხედვით, ხოლო ისეთი უბნები, სადაც ტურისტები ნაკლებად დადიან ამ მხრივ უყურადღებოდ რჩება. ამ პროექტის მთავარი მამოძრავებელი ძალა ისაა, რომ ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ უბნებში თანაბრად იყოს განაწილებული ყურადღება და ყოველ უბანს თავისი ხიბლი ჰქონდეს. გვინდა ნაკლებად აქტიური უბნები გამოვაცოცხლოთ ჩვენს მიერ შექმნილი კედლის მხატვრობით და მივცეთ სტიმული და მოტივაცია იმისა, რომ შემდგომში გაუჩნდეთ სხვადასხვა საინტერესო პროექტების განხორციელების სურვილი. ჩვენი მიზნის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ გამოცდილი მხატვრები, რომელთაც არაერთხელ მოუხატავთ კედლები სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით და რომელთა ნამუშევრებიც დიდ ყურადღებას იქცევს მნახველის მხრიდან. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის მნიშვნელოვანი იდეების და მესიჯების გადმოცემა ქუჩის მხატვრობით, რომელიც ესთეტიურად ლამაზი და აღსაქმელად მარტივი იქნება.
მოსალოდნელი შედეგი:
ვფიქრობთ ჩვენს იდეას ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვება, ხალხი დაინტერესდება საცხოვრებელი გარემოს გამრავალფეროვნებით. რაც მთავარია სწორად მოხდება იმ მესიჯების აღქმა და გაგება, რაც თითოელ ნახატში გვექნება ჩადებული. მოსახლეობას, განურჩევლად ასაკისა და ეროვნებისა გაუჩნდება სურვილი მოუაროს ამ კედლებს, კედლებს, რომელიც მათთვის იქცევა შთაგონების წყაროდ აკეთონ სიკეთე, იზრუნონ გარემოსა და ერთმანეთზე, ისევე როგორც ჩემთვის იქცა შთაგონების წყაროდ სხვათა ნამუშევრები. ისინი დაფიქრდებიან იმაზე, რომ ერთად დგომით ჩვენ უფრო ძლიერები ვართ და უკეთ ვზრუნავთ კეთილდღეობაზე.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო