იდეის ნომერი: 20077
სტატუსი: ხმის მიცემის პროცესში
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: თეიმურაზ დიასამიძე
განხორციელების ვადა (დან): 2020-04-25
განხორციელების ვადა (მდე): 2020-06-10
ბიუჯეტი: 36100
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

ბაზრის კვლევა (საველე სამუშაოები)

1

3000

ფოტო და ვიდეო გადაღება

1

3300

ვებ-გვერდის დამზადება გაშვება

1

6800

აპლიკაციის დამზადება გაშვება

1

9000

პროექტის ბრენდინგი (ლოგო, დიზაინი, საბეჭდი მასალები და ა.შ.)

1

2500

აპლიკაციისა და ვებ-გვერდის ინტეგრირება საკომუნიკაციო არხებში (ტელეგრამი, ვოტსაპი, ფეისბუკი, ინსტაგრამი და სხვ.)

1

2400

საინფორმაციო ბრენდირებული დაფები ობიექტებისათვის

150

6

საინფორმაციო და სარეკლამო მასალების პაკეტი

5000

1

პროექტის კოორდინატორი

3

750

პროექტის ავტორი და მმართველი

1

950

StarOnline - ელექტრონული შთაბეჭდილებათა წიგნი

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ბათუმის ტურისტული ობიექტების მომსახურების დონის ამაღლება. ბათუმის მოსახლეობის და ვიზიტორების შთაბეჭდილებების აღწერა და მათი გამოყენება ისევ და ისევ ე.წ. სერვისის დახვეწის მიმართულებით. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებლების ჩართვა ტურისტული პროდუქტების დახვეწასა და განვითარებაში.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
პროექტის განხორციელების პროცესში ჩართვა შეუძლია ბათუმში განთავსებულ ყველა ტურისტულ ობიექტს. შეიქმნება მობილური აპლიკაცია და ვებ-გვერდი, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის. მომხმარებელი ონლაინ რეჟიმში შეძლებს ატვირთოს მიღებული მომსახურების შესახებ შთაბეჭდილებები და შეფასებები, ასევე გაუგზავნოს კონკრეტული ბიზნესის მფლობელსა და მმართველს მათი სურვილების თუ იდეების შესახებ ინფორმაცია. ფაქტობრივად, ნებისმიერ სტუმარსა თუ მომხმარებელს შეუძლია შეასრულოს "მისტიური მყიდველის" ფუნქცია. პროექტის განხორციელების პროცესში დაიბეჭდება და დარიგდება საინფორმაციო და პრომო მასალები. ჩატარდება ტრენინგები პროექტში მონაწილეობის მსურველი ობიექტებისათვის.
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტის განხორციელების შედეგად მივიღებთ 100ზე მეტ ტურისტულ ობიექტს ბათუმის ცენტრში, რომელსაც მუდმივი და უწყვეტი კავშირი ექნება მომხმარებლებთან. მივიღებთ მომსახურე პერსონალს, რომელსაც ზუსტად ეცოდინება მომხმარებლების სურვილები და სერვისის მაღალი სტანდარტების პროფესიული "ფასი". ბათუმი იქნება რეგიონში პირველი ქალაქი, რომელიც ანალოგიურ პროექტს ახორციელებს და ტურისტული პროდუქტის დახვეწას მოახდენს უახლესი ტექნოოგიების გამოყენებით.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო