იდეის ნომერი: 20081
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: გივი გაგუა
განხორციელების ვადა (დან): 2020-01-30
განხორციელების ვადა (მდე): 2020-12-31
ბიუჯეტი: 215000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

ხელფასი

30

5610

ეკიპირება

30

500

ინვენტარი

70

10

სამედიცინო ხარჯი

1

3000

მატჩების ორგანიზება

12

250

საერთაშორისო ტურნირი

1

25000

ქალთა საფეხბურთო გუნდი

პროექტის მიზანი:
ქალთა ფეხბურთის განვითარება, მასობრიობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, გოგონათა სკოლბურთის განვითარება,
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება ქალთა ფეხბურთი. საერთაშორისო დონეზე იმატებს ხარისხი - შესაბამისად სანახაობრივი მხარე და იზრდება მოთხოვნა მასზე. ქალთა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატს ფეხბურთში, რომელიც საფრანგეთში გაიმართა, მილიარდზე მეტმა ადამიანმა უყურა. ამის შესახებ ინფორმაცია ფიფამ გაავრცელა. დაახლოებით 993.5 მლნ ადამიანი - სატელევიზიო აუდიტორია, ხოლო 481.5 მლნ ციფრული პლატფორმაა. აშშ-სა და ჰოლანდიას შორის (2:0) ფინალს პირდაპირ ეთერში 260-მა მილიონმა ადამიანმა უყურა. ფიფაში აღნიშნავენ, რომ საშუალოდ ერთი მატჩის აუდიტორია წინა 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან შედარებით ორჯერ გაიზარდა. საფრანგეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ტრანსლაცია მსოფლიოს 205 ქვეყანაში მიმდინარეობდა. ქალთა ფეხბურთს გარკვეულწილად საკუთარი წვლილი შეაქვს ადამიანის უფლებების სფეროშიც, მსოფლიო მოწყობის უკეთეს სურვილში და თანასწორუფლებიანობაში, მაგალითისთვის ირანის ქალთა ნაკრებიც ჩაერთო საერთაშორისო ასპარეზზე. უფრო მეტიც, პირველად 1981 წლის შემდეგ, ირანში საფეხბურთო სტადიონზე მატჩის საყურებლად ქალები შეუშვეს. ქალები კამბოჯასთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს დაესწრნენ. ქალებს ცალკე ტრიბუნა გამოუყვეს, სადაც ისინი ეროვნულ გუნდს გულშემატკივრობდნენ, ესეც საკმაო მიღწევაა ისეთ ქვეყანაში როგორიც ირანია. ქალთა საფეხბურთო გუნდი დინამო ბათუმი მეოთხე სეზონია ასპარეზობს საქართველოს ქალთა ლიგაში და პლაჟის ფეხბურთის საქართველოს ჩემპიონატში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გოგონებმა ენთუზიაზმის ხარჯზე მიაღწიეს მეტ-ნაკლებად ხელშესახებ შედეგებს. მათ შორის ორგზის ჩემპიონობას პლაჟის ფეხბურთში. სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში მიწვეული იქნა 4 ბათუმელი ფეხბურთელი. გოგონებმა უანგარო შრომის ხარჯზე მოიზიდეს გულშემატკივარი, შექმნეს საკუთარი სათამაშო სტილი და ხელწერა, დაიმკვიდრეს თავი ქართულ ქალთა ფეხბურთში, სადაც აბსოლუტური უმრავლესობა ფინანსდება სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან თუ კერძო კომპანიიდან. ზემოაღნიშნულ ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ფინასური მხარდაჭერა. მოთამაშეების მინიმალური ანაზღაურებით უზრუნველყოფა. სრულყოფილი სავარჯიშო პროცესის დანერგვა. სამედიცინო მხარდაჭერის გაწევა.
მოსალოდნელი შედეგი:
ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაცია ქალაქში და რეგიონში. ფეხბურთში ჩართული გოგონების რიცხვის ზრდა. ტიტულების მოპოვება და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა. ეროვნულ და ასაკობრივი ნაკრებებისთვის ფეხბურთელი გოგონების მიწოდება. გოგონების ჩართვა სხვადასხვა სოციალურ პროექტებში, საქველმოქმედო აქციებში, ქალაქში დაგეგმილ სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობებში. ფიფა-ს და უეფა-ს მეცადინეობით მსოფლიოს მაშტაბით სწრაფი ტემპით მზარდი ქალთა ფეხბურთის აქტივობებში ბათუმის ჩართვა, პირველ პერიოდში რეგიონული საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა, ქალაქის პოპულარობის და ტურისტული ნაკადის ზრდის ხელშეწყობა.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო