კინომობილი 2020
პროექტის მიზანი:
პროექტი გაზრდის ახალგაზრდების ინტერესს ქართული კინო-ხელოვნების მიმართ, გააცნობს მათ კინოხელოვნებაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენების ხერხებს და უახლეს ტენდენციებს. პროექტი „კინომობილი 2020“–ის განხორციელების არსი ასევე იმაში მდგომარეობს, რომ სტუდენტების დიდ ნაწილს ხშირად არ აქვთ საშუალება იხილოს ახალი ქართული კინოპროდუქცია, ასევე კინო-ინდუსტრიაში არსებული სიახლეების შესახებ უმეტესობა იღებს ინფორმაციას ტელევიზიიდან ან ინტერნეტიდან სადაც ინფორმაცია არის დიდი რაოდენობით მოცემული და არ არის სტრუქტურირებული. ჩვენი პროექტის განხორციელების შემთხვევაში დაინტერესებულ სტუდენტებს ინფორმაციას მიაწვდიან გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც კინოჩვენების, შემდეგ მოაწყობენ განხილვას და უპასუხებენ ყველა იმ კითხვას რომელიც მაყურებლებისთვის იქნება საინტერესო. პროექტის ინტერაქტიულობა არის მისი მთავარი პლიუსი. პროექტის არსია გააცნოს ახალგაზრდებს ახალი ქართული კინო და მოახდინოს ქართული კინოხელოვნების პოპულარიზაცია. კინო როგორც ხელოვნება, ძალიან მრავალმხრივია და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ის ინტერაქციის საშუალებაც გახდა უკანასკნელი წლების განმავლობაში. გარდა სრულმეტრაჟიანი ფილმებისა, სულ უფრო პოპულარულები ხდება კინოხელოვნების სხვადასხვა მიმართულებები, როგორიცაა სერიალი, დოკუმენტალისტიკა, კინონოველები და მანიფესტები, მოკლემეტრაჟიანი რგოლები, ვიდეოარტები და ა.შ. ბევრი ქვეყანა საკუთარ კინოინდუსტრიას იყენებს როგორც ტურიზმისა და კულტურის ეკონომიკის გამაძლიერებელ ფაქტორს.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
პროექტის პრიორიტეტულობას განსაზღრავს მასში მონაწილე ფოკუს ჯგუფი, რომელიც არის ჩვენი საზოგადოების სოციალურად აქტიური ნაწილი. პროექტის განხორციელება საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ ქართული კინოს ცნობადობა, შევქმნათ საფუძველი სამომავლოდ კულტურული ტურიზმის ახალი მიმართულების განვითარებისთვის. ტურისტული რეგიონისთვის კინომობილის მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია. ვინაიდან პროექტი მობილურია, ის საშუალებას გვაძლევს მივწვდეთ უფრო დიდ აუდიტორიას, სწორედ იქ სადაც ჩამოსულ ტურისტთა უმრავლესობა იყრის თავს. საბოლოო ჯამში პროექტის განვითარება შესაძლებელია არამარტო ბათუმში, არამედ მთლიანად რეგიონში. პროექტის განხორციელება ხდება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. მთლიანად პროექტი იფუთება იმგვარად, რომ მასში მონაწილეები ან სხვა დაინტერესებული პირები ხდებიან ერთიანი კონცეფციის მონაწილეები და ერთვებიან ინფორმაციის ინტერაქტიულ გაცვლაში ციფრულ, ბეჭდურ და ვერბალურ ფორმატებში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ჩვენებები იქნება იმგვარად ორგანიზებული, რომ მასზე დასწრება სასურველი იქნება ყველასათვის ვინც ჩვენების შესახებ ინფორმაციას მიიღებს, ხოლო ერთხელ ჩვენებაზე მოსული აუცილებლად მოინდომებს კიდევ ერთხელ დაესწროს მას. ასევე მომგებიანია პროექტი კულტურული ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, მომავალში პროექტი „კინომობილი“ შესაძლებელია გახდეს ბათუმის ტურისტული პროდუქტის განუყოფელი ნაწილი
მოსალოდნელი შედეგი:
ბათუმელი სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა გაეცნობა ახალ ქართულ პროდუქციას. კინო ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენებს და ტენდენციებს. აგრეთვე იმ პერსპექტივას, თუ რა მიმართულებით შეიძლება მოსინჯონ ახალგაზრდებმა საკუთარი ძალები ხელოვნების ყველაზე პოპულარულ დარგში. აგრეთვე მიეწოდებათ ინფორმაცია ბათუმში მიმდინარე პროექტებზე და იმ ისტორიაზე რომელიც ჩვენს ქალაქს აქვს კინომატოგრაფიის მხრივ.
შედეგად გაიზრდება დაინტერესება ბათუმში კiნოჩვენებების, ხელოვნების ინსტიტუტში არსებული სპეციალობების და ბათუმის კინოფესტივალის მიმართ.
კომენტარები