იდეის ნომერი: 20083
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: თეონა ვარშალომიძე
განხორციელების ვადა (დან): 2019-12-02
განხორციელების ვადა (მდე): 2020-12-01
ბიუჯეტი: 25200
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

წამახალისებელი აქტივობებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი

12

1000

ფოტოგრაფის მომსახურება

12

100

დამატებითი გაუთვალისწინებლი ხარჯები

1

2000

პროექტის კოორდინირების ხარჯები

1

10000

ბათუმი ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ბათუმი გახდეს სამაგალითო ქალაქი მთელს საქართველოში ნარჩენების შეგროვების და მისი გადამუშავების მეთოდების განვითარებაში. დღევანდელ სამყაროში ნარჩენების (განსაკუთრებით: პლასმასის, ქაღალდის, შუშისა და ალუმინის) გადაუმუშავებლობა იწვევს და დროთა განმავლობაში გამოიწვევს სავალალო შედეგებს გარემოს დაბინძურების კუთხით, შესაბამისად ნარჩენების დახარისხება და მისი შემდგომი სწორად რეალიზება პრინციპულად მნიშვნელოვანია. დღეს როცა ქალაქში უკვე გვაქვს დახარისხებული ნარჩენების შეგროვის 9 პუნქტი დარწმუნებული ვარ აღნიშნული პროექტის განხორციელება სავსებით შესაძლებელია. ამ პროექტის მიზანი ნარჩენების სწორი მართვის მეთოდების დანერგვის გარდა, ამ გლობალური პრობლემის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაცაა. ჩვენი მიზანია ჩვენს მოქალაქეებს ნათლად დავანახოთ, რომ გარემოზე ზრუნვა, ეს თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაა და რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია წვლილის შეტანა ამ გლობალურ საქმეში. მე გულწრფელად მჯერა რომ ქალაქ ბათუმის მოსახლეობა სწორად დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრების შემთხვევაში აუცილებლად იგძნოს სოციალურ პასუხისმგებლოს ამ საკითხთან დაკავშირებით და დაიწყებს ნაგვის დახარისხებას და შესაბამის პუნქტებში ჩაბარებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, წამახალისებელი აქტივობები და ინფორმაციის მუდმივ რეჟიმში მიწოდება აუცილებელი პირობაა. ეს იდეა გათვლილია გრძელვადიან შედეგებზე და საზოგადოებაში ამ კუთხით სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდაზე.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ნარჩენების გადამუშავება არის პროცესი, რომელიც იძლევა საშუალებას ნარჩენების ახალ პროდუქტებად გარდაქმნის და მისი ხელახლა გამოყენების. „შემცირება, ხელახალი გამოყენება და გადამუშავება“, ეს არის ის სამი პრინციპი, რაზეც აგებულია ნარჩენების მართვა. ჩვენს ქვეყანაში ნარჩენების მართვის პრობლემის არსებობის მთავარი მიზეზი ჩვენი მენტალიტეტი და გარემოს დაბინძურებისგან გამოწვეული შედეგების არ ცოდნაა. თუკი თითუელ ჩვენგანს ეცოდინება, თუ რა სავალალო შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს სამყარო, გარემოს დაბინძურებამ და ჩვენმა ქმედებებმა, დარწმუნებული ვარ ადამიანები ბევრად უფრო სენსიტიურები იქნებიან აღნიშნული საკითხისადმი. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ პროექტების განხორციელება უნდა დავიწყოთ, ბაღებიდან, სკოლებიდან და უნივერსიტეტებიდან. უნდა მოხდეს აქტიური საინფორმაციო შეხვედრების დაგეგმვა და წამახალისებელი აქტივობების ჩატარება. საგანმანათლებლო დაწესებულების ჩართულობა აუცილებელი პირობა უნდა იყოს. გამომდინარე იქიდან, რომ ცნობიერების ჩამოყალიბება სწორედ ამ ასაკიდან ხდება. მუდმივად უნდა მოხდეს ინფორმაციის მიწოდება, სოციალური ქსელით, მედიით თუ პირადი შეხვედრებით საზოგადოების წევრებთან. ასევე მოსახლეობის წახალისება სხვადასხვა შეჯიბრებებით და აქტივობებით, რათა ნარჩენების შეგროვების უკვე შეჩვეულ რუტინას გადაეჩვიონ და გაუჩნდეთ მოტივაცია ახალ სპეციფიკას მოერგონ. სისტემა უნდა იყოს მარტივი და შესაძლებელი ყველა მოქალაქისთვის, არ უნდა საჭიროებდეს ეს პროცესი, დამატებითი დროის და რესურსის გამოყოფას. აქამდე სურვილის მქონე მოქალაქისთვისაც რთული იყო ნაგვის დახარისხება, რადგან მათ საკუთარი რესურსით უწევდათ შემგროვებელ კომპანიასთან თუ შუამავალთან დაკავშირება, მაგრამ ახლა ნარჩენების მართვა გაცილებით გამარტივებულია, ქალაქში გვაქვს არაერთი პუნქტი სადაც შეიძლება დახარისხებული ნარჩენის ჩაყრა. დახარისხებული ნარჩენის შემდგომი შეგროვება და მისი სწორად გადამისამართება უკვე სანდასუფთავების პრეროგატივაა, მე ასევე მქონდა არაოფიციალური საინფორმაციო შეხვედრა შ.პ.ს „სანდასუფთავების“ და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან და საკითხის საერთო განხილვის შედეგად მიგვაჩნია, რომ სწორი სტრატეგიის არსებობის შემთხვევაში შედეგის მიღწევა სავსებით შესაძლებელია უახლოეს მომავალში.
მოსალოდნელი შედეგი:
ნარჩენების მართვა, არის ის აქტუალური საკითხი, რომლის წამომეწავასაც ვგეგმავ აღნიშნული პროექტით. მსოფლიო ებრძვის გლობალურ პრობლემას, გარემოს დაბინძურებას, რაც იწყვევს კატასტროფებს და ბუნების ხელყოფას. იმ გარემოს, სადაც ვცხოვრობთ, რეალურად ჩვენს სამყაროს თავადვე ვანადგურებთ. შედეგები აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში იქნება შემდეგი:  შემცირდება ნარჩენები, რომლებიც ხვდება ნაგავსაყრელზე;  დაიზოგება ბუნებრივი რესურსები, როგორიცაა ხე, წყალი და მინერალები;  გამომდინარე იქიდან, რომ საჭიროება ახალი ნედლი მატერიალების გამოყენების აღარ იქნება, გადამუშავების შემთხვევაში დაბინძურების კოეფიციენტიც შემცირდება;  დაიზოგება ენერგია;  შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები;  ცნობიერების გაზრდა საზოგადოებაში გარემოზე ზრუნვასა და გარემოს დაბინძურებაზე; ბათუმში წარმატებით განხორციელების შემდეგ, იმედია აღნიშნული პროექტის განხორციელება მოხდება საქართველოს სხვა რეგიონებ

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო