იდეის ნომერი: 20084
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ირაკლი ღლონტი
განხორციელების ვადა (დან): 2020-02-16
განხორციელების ვადა (მდე): 2020-07-17
ბიუჯეტი: 175000

ბათუმის კულტურული რუკა

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ბათუმის შესახებ ერთიანი საინფორმაციო რესურსის შექმნა, რომელიც გააერთიანებს კულტურულ - საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ტურისტულად საინტერესო ლოკაციებს, მათთან დაკავშირებულ ისტორიებს... გადმოცემული იქნება ბათუმის კულტურული და ურბანული განვითარების ადრინდელი, ახალი, ცნობილი და უცნობი მოვლენები, პერსონები, ისტორიები, ადგილმინიშნებები,. ბათუმის კულტურული რუქა შედგენილი უნდა იყოს, არამარტო როგორც ტურისტული პროდუქტი - სავიზიტო ბარათი და გზამკვლევი საინტერესო, მიმზიდველი ისტორიებით, არამედ, როგორც საგანმანათლებლო რესურსიც. შესაძლებელია განვიხილოთ რუკაზე ინფორმაცის ატვირთვა სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით(მრავალთაგან რომელიმე), რაც უფრო მოსახერხებელს გახდის რესურსთან მომხმარებლების ურთიერთობას.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
აჭარის ეკოტურისტული რუკისაგან განსხვავებით, ბათუმის კულტურულ რუკაზე დატანილი იქნება ყველა ის ობიექტი, რომელიც შეიძლება მოინახულოს ამ ულამაზესი კუთხის სტუმარმა თუ ადგილობრივმა. თითოეულ ნიშნულზე ღილაკის დაჭერით იხსნება ფანჯარა, სადაც მითითებულია სასურველი და საჭირო მონაცემი აღნიშნული ობიექტის შესახებ: კულტურული თუ ისტორიული (საკულტო, საგანმანათლებლო, სახელოვნებო, გასართობი, არქიტექტურული და ა.შ.), ციხე - სიმაგრეები, თეატრები, მუზეუმები, ტრადიციული, გასტრონომიული მნიშვნელობის ობიექტები(ღვინის მარნები, ადგილობრივი საწარმოები და ა.შ.), ასევე ბათუმისათვის მნიშვნელოვანი პერსონები, აქ მოღვაწე ცნობილი ადამიანები, საინტერესო ისტორიები და ფაქტები, პლიუს ზემოჩამოთვლილს დაემატება მუდმივად განახლებადი აფიშა( სახალხო დღესასწაულები, ფესტივალების, ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები და ა.შ.). კულტურული რუკა მოგზაურთა, ტურისტული საგენტოებისა და გიდებისათის საუკეთესო დამხმარე საშუალება იქნება. მაგალითისათვის: უკვე შექმნილია სიღნაღის კულტურული რუკა.
მოსალოდნელი შედეგი:
შედაგად მივიღებთ ელექტრონულ სივრცეს, რომელთან წვდომა ექნება როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებს, მოზარდ თაობას და ახალგაზრდებს, არამედ ჩვენს ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს. მათ შეეძლებათ ინტერაქტიულ რეჟიმში მიიღონ საინტერესო ინფორმაცია მათთვის ხელსაყრელი და ყველაზე მისაღები ფორმატით. ბათუმის კულტურული რუკის განთავსება შეიძლება ბრენდულ სასტუმროებში, საინფორმაციო ცენტრებში, ვებგვერდებზე, ასევე, ცენტრალურ მოედნებზე და ქუჩებზე (ინფო - ბოქსის სახით). ბათუმის კულტურული რუკა, ბეჭდვითი და ელექტრონული ვერსიებით იქნება ახალი ტიპის მომსახურება, რომელიც გულგრილს არ დატოვებს მომხმარებელს, როგორც ჩამოსულ სტუმრებს ასევე ადგილობრივ მოსახლეობას.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო