ძაღლების პარკი
პროექტის მიზანი:
პროექტი ორიენტირებულია შეიქმნას სპეციალიზირებული გარემო ძაღლებისათვის, სადაც მათ შეზღუდვების გარეშე შეეძლებათ აქტიურობა. მოცემული პარკი საშუალებას მისცემს როგორც ცხოველებს, ასევე მათ მეპატრონეებს სოციალიზაციისთვის. ასევე, პარკი წარმოადგენს ტურისტულ ობიექტს, რომელიც ქალაქის იმიჯის გაუმჯობესებაზე იმუშავებს. მომხმარებლებს შეუძლიათ პარკის გამოყენება ცხოველების შესასწავლად და მათი ენერგიის განტვირთვისთვის, რაც ხელს შეუწყობს პარკის გარეთ თანაცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. მსგავსი ადგილი იზიდავს ასევე მოსახლეობას რომელსაც არ ჰყავს შინაური ცხოველი, ძაღლების საზოგადოებაში პოპულარული იმიჯის გამო, ბევრი იქნება მსურველი პარკის უბრალოდ ნახვისა ან სურათის გადაღება.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
პროექტის განსახორციელებლად საჭიროა: შეირჩეს ადგილი, რომელიც მოშორებული იქნება საცხოვრებელ ზონებს და მისი რელიეფი ხელს უწყობს ძაღლების უსაფრთხო აქტიურობას; საჭიროა ინფრასტრუქტურის მოწყობა, სადაც ადგილზე წარმოდგენილი იქნება ძაღლებისთვის გასართობი დანადგარები და აკომოდაცია მეპატრონეებისთვის, როგორიცაა სკამები და სხვა; ტერიტორია აუცილებლად უნდა იყოს ადეკვატურად შემოღობილი და აღჭურვილი კომპლექსური შესასვლელით, რათა ცხოველებმა დამოუკიდებლად არ შეძლონ შესვლა-გამოსვლა; მეპატრონეების განათლება სოციალური ქსელის ან ადგილობრივი გზებით პარკის სწორად მოხმარების თაობაზე;
მოსალოდნელი შედეგი:
ძაღლების პარკის არსებობა დადებით გავლენას იქონიებს როგორც ცხოველებზე, ასევე ხალხის სოციალურ გარემოზე. გამოკვლევები ადასტურებენ მსგავსი პარკების დადებით გავლენას ხალხის და ძაღლების განწყობაზე. ასევე, ძაღლების ქცევა გაცილებით უფრო ნაკლებად აგრესიული ხდება. პარკი პოპულარიზაციას უწევს შინაური ცხოველის ყოლის კულტურას. კვლევებით, ოჯახები, სადაც შინაური ცხოველია, ნაკლები სტრესის რაოდენობას აჩვენებენ და კმაყოფილების დონეც უფრო მაღალია. პარკი მოიზიდავს ტურისტებს რომლებსაც სურთ ძაღლებით მოგზაურობა. პარკი ფუნდამენტია ძაღლებთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის, რაც საზოგადოებაში ახალი ინტერესების სფეროს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
იქედან გამომდინარე, რომ არ ვარ კომპეტენტური პირი ფინანსურ საკითხებში, ვთხოვ კეთილმოწყობის სამსახურს პროქტის შესასრულებლად სათანადო ბიუჯეტური კალკულაციები. ჩემი აზრით, პროექტის განხორციელებისათვის საბაზისოდ საჭიროა 55 000 ლარი.
კომენტარები