იდეის ნომერი: 20088
სტატუსი: ხმის მიცემის პროცესში
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: გაბრიელ ღვინიანიძე
განხორციელების ვადა (დან): 2019-10-30
განხორციელების ვადა (მდე): 2019-11-30
ბიუჯეტი: 46000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

მოხატული ლუქები – ჭარტი

200

230

მოხატული ლუქები – ჭარტი

პროექტის მიზანი:
ქალაქის მასშტაბით არსებული, ერთი შეხედვით უფუნქციო და არაესთეტიური საკანალიზაციო ჭების ლუქების გამოყენება შემოქმედებითი მიზნით, კერძოდ – ქუჩის კრეატიული მხატვრობის მეშვეობით, საკანალიზაციო ჭების ლუქების გარდაქმნა მიმზიდველ ტურისტულ ატრაქციებად.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ბათუმის სხვადასხვა უბანში არსებული საკანალიზაციო ჭების ლუქები მოიხატება ბათუმისთვის სახასიათო ილუსტრაციებით. პროექტი მისწრაფებებია: 1. ქალაქის ყველა უბანში გაჩნდეს ხელოვნების – Street art”–ის გარკვეული ელემენტები (არამხოლოდ ცენტრალურ უბნებში). 2. ფეხით გადაადგილება გახდება ბევრად უფრო საინტერესო 3. შეიქნას პოზიტიური განწყობა ქალაქის ქუჩებში 4. გამოიწვიოს ინტერაქცია და ჩართულობა 5. გაალამაზოს ერთფეროვანი საკანალიზაციო ჭების ლუქები. შედეგად ეს შეიტანს სიახლესა და პოზიტიურ განწყობას ყოველდღიურ ცხოვრებაში და ამავდროულად საინტერესო იქნება ნებისმიერი ტურისტისთვის. მოსაცველი ტერიტორიები ამ ეტაპისთვის სასურველია მოვიცვათ შემდეგი ქუჩები: • მწვანე კონცხი • თამარის უბანი (რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია) • ძველი ბათუმი • რუსთაველი • აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია • გონიო-კვარიათი სასურველია პირველ რიგში აქცენტი გაკეთდეს გადასასვლელებთან (ე.წ. ზებრებთან და შუქნიშნებთან), ავტობუსის გაჩერებებთან, სხვა საჯარო სივრცეებთან არსებულ საკანალიზაციო ჭების ლუქებზე.
მოსალოდნელი შედეგი:
უსახური ურბანული ელემენტები – ლუქები გარდაიქმნებიან საინტერესო და ამავდროულად ინტერაქციულ "ობიექტებად". ქალაქის რიტმში და ყოველდღიურ ცხოვრებაში შევა პოზიტიური ცვლილება.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო