იდეის ნომერი: 20090
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ნიკო გორგოშაძე
განხორციელების ვადა (დან): 2020-02-10
განხორციელების ვადა (მდე): 2020-11-28
ბიუჯეტი: 203000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

სარემონტო სამუშაოები

1

80000

ეკიპირება

1

104000

პროცესი - მულტიფუნქციური სივრცე

პროექტის მიზანი:
„პროცესი“ – მულტიფუნქციური სივრცე, სადაც ადგილობრივ არტისტებს მიეცემათ თავის გამოხატვის და რეალიზების საშუალება, ბათუმის პოპულარიზაციისთვის მუდმივად შეიქმნება პროდუქტი. სივრცე აღჭურვილი იქნება არტისტებისთვის საჭირო ეკიპირებით, ხმის-სისტემით და დასაკრავი აპარატურით. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ფართი (ძველი სამოქალაქო თავშესაფარი, 900 კვ.მ), სადაც იგეგმება პროექტის განხორციელება, თავის მხრივ უნიკალურად ადაპტირებულია აღნიშნული საქმიანობისთვის. სივრცე, დღის განმავლობაში ვიზიტორებისთვის იქნება ღია, ბათუმის ღირშესანიშნაობებისა და ისტორიის გასაცნობად, იფუნქციონირებს ბათუმის მინი-მუზეუმი.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ხელოვნების შემდეგ დარგებში მოღვაწე ადამიანებისთვის: ფოტოგრაფია, მხატვრობა, ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა - სივრცე დაეთმობა მათთვის სამუშაო გარემოს შექმნას , მათი შემოქმედებითი უნარების დახვეწა-გაღრმავებას და მათ მიერ შექმნილი პროდუქტის პოპულარიზაციას, მოეწყობა გამოფენა-გაყიდვები, ინსტალაციები, შოუ-ქეისები, ღონისძიებები, ივენთები. მუსიკოსებისთვის და ფოტოგრაფებისთვის იქნება ორი სტუდია. ფირზე მომუშავე ფოტოგრაფებისთვის იქნება სპეციალური გასამჟღავნებელი ოთახი, მხატვრებისთვის და ვიზუალური არტისტებისთვის სახელოსნო. ახალგაზრდებისა და უბრალოდ ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის – სამუშაო კვირის განმავლობაში ჩატარდება საგანმანათლებლო ღონისძიებები, საჯარო ლექციები, მასტერკლასები. სამუშაო პროცესში ჩართულები იქნებიან კომპეტენტური ახალგაზრდები, რომლებსაც ესმით კულტურისა და ხელოვნების სპეციფიკა, სიღრმეები. საწყისისთვის სივრცე აღჭურვილი იქნება შემდეგით: საგამოფენო დარბაზი Painting workshop - სახელოსნო მხატვრებისთვის Photo studio - ფოტო სტუდია. Dark Room - ფირების გასამჟღავნებელი ოთახი. Production studio - ელექტრონული მუსიკის სტუდია. DJ Booth - ოთახი სადაც იქნება DJ მოწყობილობა, მოეწყობა სესიები.
მოსალოდნელი შედეგი:
პროცესი - თავისი არსით, მიზნებით, გეგმებით, მოწყობით, დიზაინით იქნება მაქსიმალურად ადაპტირებული და მორგებული ბათუმზე, მის კულტურულ ინტეგრაციაზე, ვიზიტორებზე, პროცესში ჩართულ ადამიანებზე, მსმენელზე, ახალგაზრდებსა და მათ განვითარებაზე. სივრცე ქალაქზე მზრუნველი ადამიანების თავშეყრის ადგილი იქნება, მუდმივად მოხდება ინფორმაციის გაცვლა, ანალიზი, შეიქმნება კულტურული დოვლათი. თითოეულ სექციას ეყოლება გარკვეული კურატორი. ქალაქის გონებრივი რესურსი მიმოფანტულია, შემოქმედ ადამიანებს უწევთ წასვლა, რადგან არ აქვთ აპრობირებული და ჯანსაღი სამუშაო გარემო, პროდუქტიული მუშაობისთვის და პროფესიული წინსვლისთვის აუცილებელი ტექნიკა. ეს ადამიანები დაბრუნდებიან ქალაქში. ბათუმის ტურისტული პოტენციალიდან გამომდინარე, ამ სივრცეს, თითოეულ მასში მოღვაწე ადამიანს და მათ შემოქმედებას, ვიზიტორების ნაკადზე დადებითად ზეგავლენის და რაციონალური ურბანიზაციის ჩამოყალიბების პერპექტივა აქვს. ზემოთხსენებული კი იქნება ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი ამ კულტურების მაღალ დონემდე განვითარებისთვისა და პოპულარიზაციისთვის.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო