იდეის ნომერი: 20093
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ზეინაბ სურმანიძე
განხორციელების ვადა (დან): 2019-10-30
განხორციელების ვადა (მდე): 2019-10-30
ბიუჯეტი: 15500
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

ორმაგი სტიკერი ლოგოებით

500

30

მონტაჟი

500

1

ჩემი საქართველო

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია აამაღლოს მოსახლეობის ეროვნული თვითშეფასება, გაალამაზოს ქალაქი და ტურისტებს მისცეს მეტი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის შესახებ მარტივი თვალსაჩინოების გამოყენებით. სხვადასხვა ქვეყნის ქალაქში არის მსგავსი რამ და ვფიქრობ თუ ეს პროექტი ბათუმშიც იქნება, ამით ჩვენი ქალაქი უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდება როგორც ჩვენთვის, ისე უცხოელებისათვის.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
პროექტი გულისხმობს ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში გარე განათების ბოძებზე საქართველოს დროშის და ბათუმის სიმბოლოდ წოდებული დელფინის ლოგოს განთავსებას. დამზადდება სპეციალური დიზაინის საქართველოს რუკის ფორმის დროშა და ქოლგიანი დელფინის ლოგო (სადაც ეწერება "ბათუმი"), რომელიც განთავსდება ყველა ცენტრალური ქუჩის გარე განათების ბოძზე
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტის განხორციელების მოსალოდნელი შედეგი მრავალგვარია. პირველ რიგში ეს პროექტი გაალამაზებს ბათუმის იერსახეს, ინფრასტრუქტურულ გარემოს; მეორე და ასევე მნიშვნელოვანი მოლოდინი არის ის, რომ მსგავსი სიმბოლიკა მოსახლეობის მიმართ გაზრდის ეროვნული დროშის, ქვეყნის და ქალაქისადმი სიყვარულს. მესამე ასევე მნიშვნელოვანი შედეგია ტურისტების დაინტერესება - ბათუმში მოხვედრილ ნებისმიერ ადამიანს ეცოდინება თუ რომელი ქვეყნის ქალაქშია. ყველაფერი რაც ქალაქის იერსახეს გააუმჯობესებს გამოადგება ჩვენს ბათუმს და და ზოგადად ქვეყანას უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო