#20069 ქუჩის კალათბურთი
პროექტის უმთავრესი მიზანია, სპორტის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.
ასევე ახალი ტალანტების აღმოჩენა, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ აქვთ მათი ნიჭის შესახებ, ან პირიქით პერსპექტიული ბავშვებისათვის ხელის შეწყობა, გამოიჩინონ თავი და დაანახონ საკუთარი შესაძლებლობები არამარტო ბათუმს, არამედ მთელს მსოფლოს!
პროექტის კიდევ ერთი მიზანია, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, ასევე კომპიუტერული მონიტორებიდან მჯდომი და დროის მფლანგველი ქუჩაში მდგომი ადამინების ჩვენი ქალაქის სტადიონებზე გადმოყვანა.
მნიშვნელოვან მიზნად რჩება, ის ფაქტიც, რომ ბათუმს განვუმტკიცოდ ევროპის სპორტის ქალაქის წოდება.
ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ პროექტის ორგანიზებაში იყვნენ ჩართულნი ბათუმელი ახალგაზრდები, რომლებსაც ექნებათ პროექტის განმავლობაში 4 თვიანი სტაბილური სამსახური.
ჩვენს ქალაქში კალათბურთისადმი სიყვარულის გაღვივება და ახალგაზრდების სტიმულირება, რათა აქტიურ სპორტში ჩაებან.
ბათუმელი ახალგაზრდებისთვის დიდი ხნის ოცნების ასრულება, რასაც ამხელა მასშტაბური საკალათბურთო ტურნირის ჩატარებაა.