COVID-19 რეგულაციები
პროექტის მიზანი:
ვფიქრობ,რომ აცრილი მოქალაქეების მიმართ არ უნდა იყოს რეგულაციები გამკაცრებული,პირიქით,შემსუბუქდეს უნდა და მათ საშუალება უნდა მიეცეთ მნიშვნელოვანი საქმიანობა შეზღუდვების გარეშე შეასრულონ.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
კარგი იქნება თუ მოქალაქეებს,კანონის ფარგლებში ავუხსნით აცრის მნიშვნელობას და აზრს შევუცვლით დადებითი მნიშვნელობისკენ,რადგან ეს ერთადერთი გამოსავალია.
მოსალოდნელი შედეგი:
მოსალოდნელი შედეგი მდგომარეობს შემდეგში,ჩემი აზრით,როგორც აცრა იკრძალება კანონით,რომ ძალდატანებითი არ იყოს,აქედან გამომდინარე აცრილი ადამიანის უფლებებიც არ უნდა ირღვეოდეს და უნდა განსხვავდებოდეს აუცრელის რეგულაციებისგან,რადგან ადამიანი,რომელიც იცრება ის ამ ნაბიჯს საზოგადოების სასიკეთოდ და უსაფრთხოებისთვის დგამს,ამიტომ კარგი იქნება თუ ამ საკითხზე ლოგიკურად ვიმსჯელებთ და სწორ დასკვნას გავაკეთებთ!
განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ იდეის არსს წარმოადგენს CoviD19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით რეგულაციების დაწესება, რაც ცდება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების ფარგლებს. აქედან გამომდინარე, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 აგვისტოს N18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.დ" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნას - მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში წარდგენილი იდეები უნდა შეესაბამებოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს. შესაბამისად, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის. მუნიციპალიტეტს არ არის უფლებამოსილი შემოიღოს აღნიშნული ტიპის რეგულაციები.
კომენტარები