იდეის ნომერი: 20115
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: roman rijvadze
განხორციელების ვადა (დან): 2021-09-15
განხორციელების ვადა (მდე): 2021-09-15
ბიუჯეტი: 300000

ბათუმის სიმბოლო

პროექტის მიზანი:
იდეა - ბათიმის სიმბოლო "B A T U M I". მთავარი ტეზისი : ბათუმს როგორც ტურისტულ ქალაკს სჭირდება სიმბოლო , რომელიც უნდა იყოს; - დიდი-განათებული-თანამედროვე და ჩანდეს პანორამაზე ყოველ კუთხიდან.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
პროეკტი : სიმბოლო უნდა იყოს დიდი ლათინურ ასოებით ბათუმის სახელწოდება " B A T U M I " დადგენილი ახლო მთებზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რომ ჩანდეს ქალაქიდან და ანათებდეს ღამით . დამატებითი პროეკტს : იქვე უდა სადაც იქნება დადგენილი სიმბოლო უნდა გაკეთდეს ტროპიკული სკვერი და რესტორანი .
მოსალოდნელი შედეგი:
ეს აჰალი იდეა არ არის , ბათუმში არის მასეთი წარწერა მაგრამ დზველია და არ არის მაშტაბური და თანამედროვე , ჩვენ კი გვინდა ახალი კრეატიული და თამამედროვე რომელიც დატოვებს ტურისტების გონებაში ემოციებს როგორც ქალაქის სიმბოლო . მაგალითად როგორ ჰოლივუდში არის დადგენილი ქალაქის სიმბოლო " HOLLYWOOD" . ეს არის ქალაქის იმიჯი და ღირსშესანიშნაობა .
განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ მსგავსი იდეა უკვე გამარჯვებული არის პროექტის „შენი იდეა ბათუმი“ 2019 წელს, რომელიც განხორციელდება შემდეგ პერიოდში. აქედან გამომდინარე, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.ზ" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნას - „იდეა არ უნდა იყოს დაფინანსებული წინა წლებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, არ უნდა იყოს სხვა პროექტის ანალოგიური ვერსია, ასევე არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს“. შესაბამისად, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო