იდეის ნომერი: 20122
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ირაკლი სამნიძე
განხორციელების ვადა (დან): 2021-09-23
განხორციელების ვადა (მდე): 2022-09-23
ბიუჯეტი: 150000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

სტენდები

40

1500

ტუტორების/ანიმატორების ჰონორარი

20

400

ტელესკოპი (Star Gazing)

2

1500

კარვები (Star Gazing) ქირაობა

10

100

RC (Remote Control) ნავები

8

200

Pond Dipping (სათევზაო აღჭურვილობის ნაკრები)

10

50

პროექტორი (ქირაობა)

2

300

პროექტპრის ეკრანი (ქირაობა)

2

800

დინამიკები (ქირაობა)

2

400

მიკროფონი (ქირაობა

2

200

მიქშერი (ქირაობა)

2

200

პუფები

50

20

პალეტები

30

10

ტექნიკური პერსონალი

60

200

სკამი შეზლონგები

30

30

მარკეტინგული კამპანია

1

30000

სხვადასხვა

1

27900

Kid Fest Batumi

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია, დაეხმაროს მშობლებსა და ბავშვებს ახალი საბავშვო აქტივობებისა და წრეების აღმოჩენაში (შემეცნებითი, გასართობი), გაზარდოს ცნობადობა და "ტრაფიკი" ბათუმში არსებულ სხვადასხვა საბავშვო და ტურისტულ ობიექტებზე (აკვარიუმი, ზოოპარკი, დელფინარიუმი, მარიონეტების თეატრი, მუზეუმები...)
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
საბავშვო ფესტივალი 4-5 დღიანი ღონისძიება უნდა იყოს, რომელიც გაზაფხულის ბოლოს უნდა ჩატარდეს, ღია ცის ქვეშ. ფესტივალი გათვლილი იქნება სკოლამდელი ასაკისა და თინეიჯერობას მიღწეული ბაშვებისთვის. ფესტივალის ძირითად ადგილმდებარეობად, შესაძლებელია 26 მაისის პარკი და პარკის მიმდებარე ტერიტორია შეირჩეს (აკვარიუმის, დელფინარიუმისა და თოჯინების თეატრთან სიახლოვის მიზნით). პარკის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს ერთნაირი ტიპის დახლები/სტენდები სადაც სხვადასხვა წრეების, სტუდიებისა და სკოლების წარმომადგენლები იდგებიან და გააცნობენ მშობლებსა და ბავშვებს საკუთარ დაწესებულებებს, პროგრამას, მოხვედრისა და სწავლის პირობებს. თუმცა ეს არ უნდა მიმდინარეობდეს, ინდიფერენტული სახით ფლაერების დარიგების ფორმით. სულაც პირიქით. სტენდების გვერდზე უნდა მოეწყოს მასტერკალასების სივრცეები, სადაც ბავშვები და მშობლები შეძლებენ, თვითონვე ჩაერთონ აქტივობებში და მოსინჯონ საკუთარი ძალები და პრეფერენციები. სტენდები შესაძლებელია 4 ძირითადი პროფილის მიხედვით შეირჩეს: შემეცნება, გართობა, სპორტი და ხელოვნება. შესაძლო აქტივობებისა და პროფილური სტენდების სავარაუდო ნუსხა: ხელოვნება: მუსიკა (კონკრეტულ საკრავებზე დაკვრის მასტერკლასები), ცეკვა (ცეკვის ილეთების სწავლება, მინი კონცერტები), სიმღერა (მინი კონცერტი), ხატვა (ხატვის შესწავლა, მონაწილე სკოლის ბავშვების ნამუშევრების გამოფენა), ძერწვა (ძერწვის ადგილზე შესწავლა, ნამუშევრების გამოფენა) სპორტი: ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი, ხელბურთი, ნიჩბოსნობა (იქვე ტბაზე), ჭადრაკი, ფიგურული სრიალი, ტანვარჯიში, თხილამურები. შემეცნება: სხვადასხვა ენის შემსწავლელი სკოლები, შემეცნებითი ვორქშოფი აკვარიუმში (თევზებზე, წყლის ბინადრებზე), ექსკურსიები ბათუმის მუზეუმებში (ხატვისა და ისტორიის გაკვეთილები მუზეუმებში), ექსკურსია ზოოპარკში (ხატვის გაკვეთილი ადგილზე), Pond dipping (ტბის ბინადრების გამოკვლევა) Star gazing (პატარა კარვებიდან, ბავშვები მშობლებთან ერთად დააკვირდებიან ცას, გამოიკვლევენ ტელესკოპით ციურ სხეულებს და პროფესიონალი ასტრონომი ჩაუტარებს მასტერკლასს). ლიტერატურული კლუბი, წიგნების განხილვები. ზუსტი მეცნიერებების წრეები. გართობა: სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებები გუნდურად (მშობლები+ბავშვები) სირბილში, რაღაცის პოვნაში, კინოთეატრი ღია ცის ქვეშ, თეატრი ღია ცის ქვეშ, საკვების მომზადების მასტერკლასები, RC boat შეჯიბრი (პულტებით სამართავი, ელექტრონული ნავებით შეჯიბრი ტბაზე). ასევე შესაძლებელია მოეწყოს სპეციალური ქვიშით დაფარული სივრცე პლაჟზე, სადაც ბავშვები ქვიშის ფიგურების შენებაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ფესტივალის ფარგლებში, შესაძლებელია აჭარის რეგიონის მუსიკალური სკოლების კონკურსის ჩატარება, რომლის მასპინძელიც ბათუმი იქნება. გარდა ამისა, ძირითად საფესტიავლო ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს კვების ობიექტები ღია ცის ქვეშ, ნაყინი, კაფეები, უალკოჰოლო სასმელები, "ფასთ და ფინგერ ფუდ" დახლები.
მოსალოდნელი შედეგი:
კარგი იქნება, რომ პროექტი რეგიონალური მნიშვნელობის გახდეს, ყოველ წელს, რომ ჩატარდეს და შედეგად უნდა აამაღლოს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერება, ბავშვებისთვის სკოლის გარდა სხვა დამატებითი აქტივობების კუთხით (გაცდნენ ტრადიციულ, ცეკვა-მუსიკის წრეებს), რაც საბოლოოდ უფრო პროგრესულ და განვითარებულ ახალგაზრდებს მოგვცემს, რომლებსაც პატარა ასაკიდან ექნებათ იმის აღქმა რითი შეიძლება დაკავდნენ "დიდობაში". რეგიონალური მნიშვნელობის ფესტივალი, შესაძლოა ტურისტულ ღონისძიებად გადაიქცეს და შიდა ტურიზმის წამახალისებელი პროექტად მოგვევლინოს, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით, მშობლები ბავშვებთან ერთად სპეციალურად ფესტივალისთვის ჩამოვლენ და საკუთარ თავზე მოსინჯავენ ყველა ღონისძიებასა და აქტივობას, რაც საბოლოოდ გაზრდის "ტრაფიკს" ბათუმის ტურისტულ ობიექტებზე.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო