იდეის ნომერი: 20125
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: თორნიკე ადამია
განხორციელების ვადა (დან): 2021-09-24
განხორციელების ვადა (მდე): 2021-09-24
ბიუჯეტი: 100000

ბათუმი - "IT” საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი

პროექტის მიზანი:
აღნიშნული პროექტის მიზანია ბათუმი ჩამოაყალიბოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრად, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ერთი მხრივ მოსახელობის დასქამებას, მეორე მხრივ - ეკონომიკურ განვითარებას. ეკონომიკური განვითარება კი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგანაც ბიუჯეტის ზრდა განაპირობებს სხვა სფეროების დაფინანსების გაზდასაც. ეკონომიკური განვითარების შემთხვევაში შესაძლებელია უფრო მეტი რესურსები გამოიყოს ისეთი დანარჩენ სფეროებშიც, როგორებიცაა: კეთილმოწყობა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, სოციალური უზრუნველყოფა და ა.შ. ეკონომიკური განვითარების ეფექტურ საშუალებად მომსახურების სფეროს განვითარება ითვლება, რომლის ერთ-ერთი კატეგორიაა საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) ინდუსტრია. სწორედ მოსახურების სფეროს განვითრებას ისახავს მიზანად არაერთი დიდი თუ პატარა ქვეყანა, იქნება ეს ისეთი სუპერსახელმწიფო როგორიცაა აშშ, თუ ჩვენზე ტერიტორიითა და მოსახლეობით პატარა ევროპული სახელმწიფო ლუქსემბურგის სახით, რომელიც ეკონომიკის მხრივ (შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე) ევროპაში პირველ ადგილზეა, რასაც ამ სახელმწიფომ სწორედაც რომ მიაღწია მომსახურების სფეროში წარმატებული მოქმედებით. მომსახურების სფეროს (Service Sector) ტერმინის განმარტებას აქ არ დავიწყებ, რამეთუ ნებისმიერს შეუძლია ინტერნეტში მოიძიოს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, უბრალოდ ვიტყვი რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT) მომსახურების სფეროში შემავალი დარგია, რომელიც თანამედროვე სამყაროს ახალი სფეროა და უკვე დომინანტადაც კი ყალიბდა. ისეთი კომპანიები როგორებიცაა - ამაზონი, გუგლი, ეიფლი, მაიკროსოპტი და ფეისბუქი წლებია ლიდერ პოზიციებზე იმყოფებიან, აღნიშნული კომპანიები კი საინფორმაციო ტექნოლოეგიების სფეროს განეკუთვნება. ბათუმსაც შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს საინფორმაციო ტექნოლოგების სფეროში, ჩამოყალიბდეს ერთგვარ საინფორამციო ტექნოლოგიების ცენტრად.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მომსახურებამ მთელი მსოფლიო მოიცვა. კომპიუტერული მომსახურება ჭირდება დღეს ყველას-მაღაზიებს, ბანკებს, სასტუმროებს, სკოლებს, რესტორნებს თუ სხვა დაწესებულებებს, იქნება ეს აღნიშნულთათვის ვებ-გვერდის, დიზანის თუ სხვა პროგრამული უზრუნველყოფა. საქმე იმაშია რომ ისეთი განვითარებული სახელმწიფო როგორიცაა აშშ და არაერთი ევროპული სახელმწიფო, საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურებისთვის ხშირად ქირაობენ არაამერიკელ და არაევროპელ დასაქმებულებს. მაგალითისთვის რომელიღაც ამერიკულ კომპანიას სურს ვებ-გვერდის შექმნა, რომლის შექმნაც შესაძლებელია დისტანციურად, სხვა ქვეყნიდანაც. იმისათვის რომ ეს ვებ-გვერდი შეიქმნას კომაპნიას გაცილებით ძვირი დაუჯდება თავის ქვეყანაში ადამაინის დაქირავება აღნიშნული საქმისთვის, ვიდრე მაგალითისთვის ინდოელის, რომელიც სამუშაოს შესასრულებლად უფრო ნაკლებ ანაზღაურებას საჭიროებს. 100 დოლარი აღნიშნული საქმისთვის ამერიკელისთვის ცოტა ანაზღრებად ითვლება, სამაგიროდ კი ინდოელისთვის სავსებით კარგი თანხაა. ამერიკული კომპანიაც მოგებულია ამ შემთხვევაში, რადგანაც მომსახურებას იაფად ღებულობს, მეორე მხრივ კი ის ინდოელიც კმაყოფილია, რადგანაც სამუშაოსთვის მიღებული გასამრჯელო ინდოეთში კარგ ხელფასად ითვლება. მსაგვასდვე, ხშრად ვამბობთ „ყველაფრი ჩინიურიაო“, თავად ამერიკული და ევროპული კომაპნიებიც ჩინეთშივე აწყობენ საქონელს, რისი მთავრი მიზეზიც სოწრედაც ის არის რომ ჩინეთში იაფი მუშახელია. მოგებულები არიან როგორც ამირიკული და ევროპული კომპანიები, ასევე ჩინელი დასაქმებულებიც, რომელთა ხელფასიც ამერიკისთვის და ევროპისთვის შესაძლოა ძალიან დაბალია, მაგრამ თავიანთ ქვეყნაში მისაღები. საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში კერძო პირები ახერხებენ ერთგვარი ბიზნესის წარმოებას, როდესაც სხადასხვა ქვეყნის პირებისთვის მუშაობენ. მთავრობის ჩართვის შემთხვევაში კი გაცილებით ფართომაშტაბიანი პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი, რომელიც ბევ ადამიანს დაასაქმებს. ბათუმში, როგორც ქალაქის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტად ჩამოყალიბება განაპირობებს ხალხის დასაქმებას და შესაბამისად ეკონომიკურ განვითარებასაც. მერიას შეუძლია დასაწყისისთვის გამოყოს მის ხელთ არსებული რომელიმე შენობა, დაასაქმოს მოქალაქეები საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, დაატრენინგოს-ასწავლოს თუ გადაამზადოს. ამერიკელი და ევროპელი დამსაქმებლებისათვის ბათუმი იქცეს სამიზნედ. შებამისი კავშირებით, კლიენტების მოძიებით შესაძლებელია ბათუმში უცხოლებისთვის სამუშაოს დაკვეთის შესრულება, დისტანციურად, მხოლოდ და მხოლოდ კომპიტერული მომსახურებით. როდესაც მაგალითისთვის ბათუმში არსებულ საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში უცხოელი დამკვეთი შეუკვეთავს ვთქვათ ვებ-გვერდის შექმნას, შემდეგ კი დისტანციურად, ბათუმიდან მხოლოდ და მხოლოდ კომპიუტერის საშუალებით შესაძლებელია აღნიშნული სამუშაოს შესრულება. კმაყოფილი იქნება უცხოელი შემკვეთიც რომელმაც საუთარი დაკვეთა მისაღებ ფასად მიიღო, ხოლო ის დასაქმებულები კი რომლებმაც ამ სამუშაოს შესრუელებისთვის გასამრჯელო მიიღეეს, მათთვის მიღებული თანხა სავსებით კარგი შემოსავალი იქნება. დღევანდელ სამყაროში მომსახურების სფეროს განვითარება არაერთი ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის გარანტიაა. თითეულ ქვეყანას გააჩნია ის მამოძრავებელი ძალა, რომლის მეშვეობითაც მას შეუძლია თავისი ადგილი დაიმკვიდროს საერთაშორისო დონეზე და განავითაროს საკუთარი ეკონომიკა. მაგალითისთვის ქუვეითს, ყატარს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გააჩნიათ დიდი რაოდენობით ნავთობის რესურსები, რომლის წყალობითაც აღნიშნული ქვეყნები არნახულ სიმდიდრეს პოულობენ. საქართველოს კი სამწუხაროდ არ გააჩნია ისეთი სახის ბუნებრივი რესურსი, რაზეც ქვეყნის ეკონომიკა იდგებოდა, სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს ადამიანური რესურსი, რომლის კეთილგონივრულად წარმართვას შეუძლია ქვეყნის ეკონიმიკურ განვითრებაში მთვარი როლი ითამაშოს. სწორედ, ადამიანური რესურსების სწორად წარმართვამ მომსახურების სფეროში განაპირობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის, როგორიცაა ირლანდია, გადაქცევა ევროპის ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიოდ. თავად ლუქსემბრგიც რომელიც, ესეთი პატარა სახელმწიოფოა ევროპაში, დაახლოებით ნახევარი მილიონი მცხოვრებლით მომსახურების სფეროში კონცენტრირებით უკვე წლებია ევროპაში ნომერ პირველი სახელმწიოფოა ეკონომიკით (ერთ სულ მოსახლეზე მშპ-თი). იაპონიაც, რომელიც მსოფლიოში ნომერ მესამე ეკონომიკაა აშშ-სა და ჩინეთის შემდეგ, თავისი ეკონომიკის 75% დგას სერვისის მომსახურებაზე. საქართველოს იაპონიის მსაგავსად არ გააჩნია ბუნებრივი რესურსები რისი წყალობითაც მდიდარი ქვეყანა იქნებოდა, მაგრამ ადამიანური რესურსების სწორად წარმართივით შესაძლებლობა აქვს ისეთივე წარმატებულ, ეკონომიკურად განვითრებულ ქვეყანად იქცეს როგრიცაა იაპონია, ან ევროპის ისეთი პატარა სახელმწიფო, როგორციაა ლუქსემბურგი.
მოსალოდნელი შედეგი:
მომსახურების სფეროში შედის ტურიზმიც, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ბათუმი ტურისტებისთვის მიმზიდველი ძირითადად მხოლოდ სეზონურადაა. იმ შემთხვევაში კი თუ ჩვენ ვკონცენტრირდებით ბათუმის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრად ჩამოყალიბებაში, ბათუმს მომსახურების სფეროში ახალი დარგი შეემატება რომლიც არ იქნება სეზონური ტურიზმისგან განსხვავებით. დასაწყისისთვის მცირე მაშტაბით დავიწყებთ, შემდგომში კი თუ ყველაფერი კარგად წავა შესაძლებელია ბათუმში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში უნივერსიტეტის გახსნაც. უნივერსიტეტში კი შესაძლებლობა ექნებათ ქართველ (ასევე უცხოელ) სტუდენტებსაც ხარისხიანი განათლება მიიღონ. საინფორმაციო ტექნოლოგიებში ცოდნამიღებულ სტუდენტებს კი შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ ბათუმში არსებულ საინდორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში. ბათუმში შესაძლებელ იქნება სტაბილური და კარგი სამუშაო გარემოს შექმნა. ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას და ეკონომიკურ განვითარებას.
განმარტება:
იდეის ავტორთან კომუნიკაციით დადგინდა, რომ იდეის არსს წარმოადგენს IT ცენტრის შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნება IT ტექნოლოგიების/პროგრამების სწავლება დაინტერესებული პირებისათვის და ასევე სივრცის მოწყობა (შესაბამისად აღჭურვა) საიდანაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ შეძლონ დისტანციურად მუშაობა ნებისმიერ ადგილზე (საქართველოში და სხვაგან). იდეის ავტორმა ვერ წარმოადგინა ხარჯთაღრიცხვა (დაახლოებითი ბიუჯეტი), ვერ დააზუსტა ლოკაცია და მუნიციპალიტეტის ჩართულობის საკითხი აღნიშნული იდეის განხორციელების პროცესში. აქედან გამომდინარე, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის “გ.ა“, "გ.გ" და "გ.დ" ქვეპუნქტების გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნებს - განაცხადი სრულყოფილად უნდა იყოს შევსებული, ემსახურებოდეს საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას და ექცეოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში (განათლების (საშუალო, უმაღლესი, პროფესიული) და დასაქმების ხელშეწყობა არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას) და შესაბამისად, არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო