პროექტის მიზანი:
მხატრული მონოლოგების პერფორმანსის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე საჯაროდ საუბარი, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში გავრცელებული ნეგატიური სტერეოტიპების დამსხვრევას შშმ პირთა შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
აღნიშნული პროექტის საჭიროება ცალსახად მნიშვნელოვანია როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ისე მოქალაქეების ცნობიერების ასამაღლებლად. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ შშმ პირი არის მხოლოდ და მხოლოდ მოწყალების ობიექტი ან აუცილებელია გაუწიოს ფიზიკურად გადაადგილების დროს დახმარება . რეალურად, ჩვენს სინამდვილეში არსებობს ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც არის ძალიან წარმატებული და აქვს შესძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს სხვას მოტივაციის ასამაღლებლად. ასევე. საზოგადოებას დაანახოს რომ შშმ პირთა თემს, ხელოვნური ბარიერების გარეშე ყველას მსგავსად შეუძლიათ დამოუიკიდებლად იცხოვრონ თუ გარემო იქნება ადაპტირებული. პროექტის ფარგლებში დაკავებული იქნებიან როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე მათი მეგობრები და მშრობლები, რომლებსაც შეუძლიათ რეალურ ისტორიებხე მხატვრულად გადმოსცენ პერფორმანსის ჭრილში ესა თუ ის ისტორია... პროექტი განხორციელდება 14 ივნისს, სიმბოლურად - შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს. ღონისძიებად გაიმართება - ბათუმის ცენტრალურ პარკში, ღია ცის ქვეთ (კოლონადებთან), კოვიდ 19-თ გათვალისწინებული რეგულაციების დაცვით. სულ წარმოდგენილი იქნება - 14 ისტორია, რომლსი ქრონომეტრაჟი იქნება მაქსიმუმ 20-40 წუთი). პირისპირ მაყურებელთან ერთად მოხდება ლაივსტრიმით გაშუქება აღნიშნული ღონისძიების.
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტის განხორციელების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არინ უფრო მეტდ თავადჯერებულები, რადგან აქვთ რეალური წარმატების მაგალითები მათი მდგომარეობის მქონე სხვა შშმ პირებისგან. შშმ პირთა მშობლები არიან უფრო აქტიურად მხარდამჭერები საკუთარი შვილების და მათთან ერთად არიან მზად დაამსხვრიონ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური სტერეოტიპები შშმ პირთა წარუმატებლობასა და დახმარების ობიექტობასთან დაკავშირებით. საზოგადოება არის უფრო მეტად ტოლერატნული და უშუალოდ მათგან მოსმენილი ისტორიების საფუძველზე, იაზრებს მათ მდგომარეობას, საჭირობებს და არის მისი მხარდამჭერი. პროწქტში მონაწილე პირები აქტიურად ერთვებიან საზოგადოებირ ცხვორებაში და აქვთ გაზრდილი თავდაჯერებულობის ხარისხი.
თქვენი კომენტარი